„პარალელურ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ, თუმცა…“ – სახალხო დამცველი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

სახალხო დამცველ ნინოს ლომჯარიას განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატი მასალებს სწავლობს, თუმცა, გარკვეული საკითხები თავიდანვე საეჭვო იყო.    

„ჩვენ პარალელურ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დავინახოთ ობიექტური სურათი საქმეში. არსებული მასალიდან რა გაკეთდა, რა არ გაკეთდა, რა შეიძლებოდა უკეთესად გაკეთებულიყო. მაქსიმალურად ამომწურავად შევისწავლით ყველა საკითხს. არ მინდა, გავაკეთო ჩემი პირველადი შეფასებები, იმიტომ, რომ ვაგრძელებთ შეხვედრებს დაზარალებულებთან და და ბრალდებულებთან. შესაძლოა, ჩემმა წინასწარმა შეფასებებმა გავლენა იქონიოს გარკვეულ მტკიცებულებებზე თუ ჩვენებებზე“- აცხადებს ნინო ლომჯარია.

კითხვას, წინა სასამართლო სხდომის ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიამ არ უპასუხა, თუმცა გარკვეული ეჭვები გამოხატა: „ჩვენებებშიც ჩანს გარკვეული არათანხვედრა, თუმცა ბოლომდე უნდა შევისწავლოთ გამოძიების მასალები, იმისთვის, რომ ამის შესახებ შეფასება გავაკეთოთ“.

მსგავსი თემები