“უნდა გვახსოვდეს, რომ წესებს თუ არ დავიცავთ, კორონა არ გაჩერდება” – პაატა იმნაძე

ეტაპზე გარდაბანში, კონტროლის მეტად გამკაცრების აუცილებლობას ვერ ხედავს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე,

იმნაძის ინფორმაციით,გარდაბანში მოსახლეობა საკმაოდ მობილიზებულია:

“მოსახლეობა ჩვენთან გარდაბანში ძალიან კარგად თანამშრომლობს. მოდიან ადამიანები და იკვლევენ ყველაფერს. ჯერჯერობით, ვფიქრობ, რომ რაიმის გამკაცრება არ იქნება საჭირო. მთავარია,  ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას უმარტივესი წესები. უნდა გვახსოვდეს, რომ წესებს თუ არ დავიცავთ, კორონა არ გაჩერდება.

ყველას უნდა გვეკეთოს ნიღაბი და ასევე დავიცვათ სოციალური დისტანცია, ამ შემთხვევაში არავითარი საშიშროება არ არსებობს,”- განაცხადა პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

მსგავსი თემები