„თუ მეორე და მესამე ტალღა იქნება გვიან შემოდგომაზე, მას მომზადებული შევხვდებით“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის   ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს შესაბამის გეგმაზე მუშაობა, რომ მეორე და მესამე ტალღის მზაობა არსებობდეს. „ეპიდემიას ვაკონტროლებთ, მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების უფლებას. უკვე მესამე დღეა ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. სიტუაცია სრულად მართვადია იქაც, დარწმუნებული ვარ, ინფექციის გავრცელების არავითარი მომატებული რისკი არ იქნება, იმდენად გათვლილია ყველა ეტაპი. ამჟამად სერიოზულად ვმუშაობთ გეგმაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაძლიერებისთვის, რომ თუ მეორე და მესამე ტალღა იქნება გვიან შემოდგომაზე, მას მომზადებული შევხვდეთ. ეს მზადება მრავალმხრივია, ხდება სამედიცინო პერსონალის მუდმივი გადამზადება, ეპიდემიოლოგების, ლაბორატორიული მუშაკების, ტესტირებების გაფართოება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე.

მეტი...

„წერილი დაწერა, არ დამმარხოთ, თეთრ ზეწარში გამახვიეთ და ისე გადამაგდეთ“ – სასტიკი ძალადობა შვილებზე

მოქალაქე მარიამ კუკუნაშვილი საკუთარ ბიძაშვილზე შემზარავ განცხადებას აკეთებს, მას სისასტიკესა და ძალადობაში ამხელს და დახმარებას მედიას სთხოვს. „ხმას არ ვიღებ წლებია დედის ხათრით, გამზრდელი ბიცოლას ხათრით, ბებიის ხათრით, მაგრამ ამაზე გაჩუმება უკვე დანაშაულია! პრინციპში აქამდეც დანაშაული იყო. მინდა ყველა იცნობდეთ ჩემს ბიძაშვილს, Mixeil Gremelashvili -ს. მან 19 წლის შვილები, გოგოები ისე სცემა, რომ დაალურჯა წყლის დაგვიანებით მიწვდის გამო გოგოები.და ეს, ცოლ-შვილის ცემა, ძალადობა და იარაღით დევნა და სროლა მისი მხრიდან წლებია უკვე გრძელდება. უფროს გოგოს, სუიციდის მცდელობა ჰქონდა, რომლის წინ წერილი დაწერა არ დამმარხოთ, თეთრ ზეწარში გამახვიეთ და ისე გადამაგდეთ, ისეთ ჯოჯოხეთში ვცხოვრობ…

მეტი...

„ის ბეწვზეა გადარჩენილი არაგვის ხევში გადაჩეხვას. სიკვდილს გადაურჩა სახის არეში სასტიკად ნაცემი მისი მეგობარიც“ – ოჯახის განცხადება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეში, ერთ-ერთი მოწმის,  დაზარალებულ ვახო ახვლედიანის ოჯახი განცხადებას ავრცელებს. ოჯახისა და ადვოკატის თქმით, ახვლედიანი საქმეში ისეთივე მსხვერპლია, როგორც სხვები, ვისაც  თბილისიდან ჩამოსულები გაუსწორდნენ. „პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებთ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს წარმოუდგენელი ტრაგედიის გამო. ვეხმაურებით „ტვ პირველზე“ გასულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც გუშინ, 7 ივლისს მთელი დღის განმავლობაში ტრიალებდა არხის სხვადასხვა გამოშვებაში. კერძოდ, არხზე გავიდა ვახო ახვლედიანის მეორე ჩვენების ეს ნაწილი: „აშკარა იყო, რომ მათ ჩვენი ცემა არ უნდოდათ“, რეალურ ჩვენებაში კი წერია საპირისპირო: „აშკარა იყო, რომ ჩვენს საცემად მორბოდნენ“. ჩვენების საპირისპირო კონტექსტში გაშუქების მიზანი სავარაუდოდ, იყო ტრაგედიით დამძიმებული…

მეტი...

„ფერმერები ყურძნის ჩაბარებას ისეთ ფასში შეძლებენ, რომ მათი შრომა დაფასდეს“ – მინისტრი

„წელს, რთველთან მიმართებაში, ბევრი გამოწვევის წინაშეა არა მხოლოდ საქართველო, არამედ ბევრი სხვა ქვეყანა, სადაც ყურძნის რეალიზება შეფერხებულია. წარმოების კუთხით ლიდერ ევროპულ ქვეყნებში, როგორებიც არის ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ძალიან რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება უწევთ“ – აცხადებს მინისტრი ლევან დავითაშვილი და ფერმერებს ყურძნის შესაბამის ფასში ჩაბარებას ჰპირდება.   „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის არცერთ წელს არ ყოფილან ფერმერები მარტო გამოწვევების წინაშე. სახელმწიფო ყოველთვის აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ რეალიზებული იყოს ბოლო კილოგრამამდე ყურძენი და ფერმერებს ჩაბარების პრობლემა  არ შეექმნათ. ამავე დროს, ფერმერებმა ყურძნის ჩაბარება უნდა შეძლონ ისეთ ფასში, რომ მათი შრომა დაფასდეს.…

მეტი...

ზოგიერთ უბანს შეზღუდვები ეხსნება და მშენებლობა შესაძლებელი ხდება

თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ მიხედვით არსებული შეზღუდვის არეალები დაკორექტირდა, რის საფუძველზეც შეზღუდულ არეალებში ძველი გენერალური გეგმით არსებული ფუნქციური ზონირება დაბრუნდება. დადგენილი შეზღუდვები მოიხსნება ტერიტორიებზე: დიდი დიღმის III-IV მ/რ-ის სამხრეთი ტერიტორია, თბილისის ზღვისა და გლდანის ტბის  მიმდებარე ტერიტორიები,  ასევე ლისის ტბის,  ორთაჭალის ბაღების, აკადემქალაქის, კოჯორი-შინდისისა და ხილიანი-დოლიძის მიმდებარე ტერიტორიები. თბილისის ურბანულის განვითარების სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს თბილისის ზღვის უბნის მოსახლეობას გაესაუბრა და სიახლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.   „ახალი გენერალური გეგმის მიხედვით გარკვეულ ტერიტორიებს შეზღუდვის ზონები  დაედო, რომლის მიხედვითაც  ადამიანებს თავიანთ მიწის ნაკვეთებზე არ ჰქონდთ განვითარების…

მეტი...

საქართველოს მოქალაქეები კარანტინში მოხვდებიან, უცხოელები – არა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლითაც კარანტინი უცხოეთიდან შემოსულ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეხებათ, საზოგადოება არათანაბარ პირობებში ჩაყენებად და უსამართლო გადაწყვეტიებად აფასებს. პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერი კი განმარტავს, რომ უცხოელი ვიზიტორის შემთხვევაში გაცილებით ნაკლებია იმ პირთა წრე, ვისთანაც მას პირდაპირი კონტაქტი აქვს, ხოლო საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში ეს წრე გაცილებით ფართოა.  „შესაბამისად, ეპიდემიოლოგიური საფრთხეების გათვალისწინებით, მიღებულია აღნიშნული რეგულაცია. ეს არ არის დისკრიმინაცია და არათანაბარი მდგომარეობა. ჩვენ ვსაუბრობთ ამ 5 სახელმწიფოს მოქალაქეებსა და რეზიდენტებზე, რომლებსაც საზღვრებს ვუხსნით უპირობოდ და ამავდროულად, ვიჩენთ სიფრთხილეს, რომელიც საჭიროა პანდემიის პირობებში და ჩვენს მოქალაქეებს, მეტი უსაფრთხოებისთვის ვთავაზობთ 14-დღიანი კარანტინით უზრუნველყოფას. ყველა აღიარებს…

მეტი...

ევროკავშირშიც არიან სახელმწიფოები, რომლებმაც არ გაუხსნეს საზღვარი ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოს

“მინდა მივმართო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს,  ძალიან ყურადღებით იყვნენ, როდესაც თავიანთ მოგზაურობას დაგეგმავენ, რადგან რეგულაციები და სტანდარტები არის ცვალებადი” – აცხადებს  პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი. მისივე ინფორმაციით,   ყველა სახელმწიფო ხელმძღვანელობის მის ხელთ არსებული გარემოებებით და ვითარებით. პრემიერის მრჩევლის განცხადებით, ევროკავშირშიც არიან სახელმწიფოები, რომლებმაც არა აუცილებელი მიზნებისთვის საზღვარი არ გაუხსნეს ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს. „საბოლოო შედეგი თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია იმ ვითარებაზე, რაც იქნება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ასევე, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ურთიერთობები და მიმოსვლა არსებობს იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც არ არიან იმ 15 სახელმწიფოს შორის, რომელიც გამოცხადებულია, როგორც უსაფრთხო სახელმწიფო, ასევე ევროკავშირის…

მეტი...

თავშესაფარში მოთავსებული პირის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულ დაცვის თანამშრომელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა სიღნაღის რაიონული პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მოთავსებული პირის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული ვ.დ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 14 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელმა ვ.დ.-მ, ძალადობის გამოყენებით ბენეფიციარის გაუპატიურება სცადა. „სამართალდამცველებმა ვ.დ. 2019 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით…

მეტი...

უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მე-4 ადგილზე გავიდა

კრიმინალისა​გან თავისუფალი, უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზე გავიდა, ევროპაში კი 1-ელ ადგილზეა. გამოკვლევას მსოფლიოს მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა „Nubeo“ წელიწადში ორჯერ აწარმოებს, რომელმაც ამჯერად 2020 წლის პირველი ნახევრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში 2019 წელს(ასევე 2019 წლის პირველ ნახევარში) 6 ადგილს იკავებდა. 2020 წლის პირველი ნახევრის შედეგებით კი ქვეყნის პოზიცია ორი ადგილით გაუმჯობესდა. კრიმინალისაგან თავისუფლების ამ რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ყატარი, ტაივანი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები უსწრებს. რეიტინგში ბოლო პოზიციაზე სამხრეთ აფრიკა, პაპუა ახალი გვინეა და ვენესუელა გავიდა. ცნობისათვის 2012 წელს საქართველო რეიტინგში მე-20 ადგილზე იმყოფებოდა.

მეტი...

“დღეს გვაქვს ორი დაგვიანების შემთხვევა, სხვა მიზეზით არც ერთი აბიტურიენტი არ მოგვიხსნია გამოცდიდან” – სოფო გორგოძე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, საგამოცდო პროცესმა დღეს მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მისივე თქმით, დღეს გამოცდებზე აბიტურიენტების 95 პროცენტი გამოცხადდა. „ჩვენ ამ პროცესზე დაკვირვება დავიწყეთ თელავის საგამოცდო ცენტრიდან. ისევე როგორც გუშინ, დღესაც გვაქვს 95 პროცენტიანი გამოცხადების მაჩვენებელი. ასევე, სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ორი დაგვიანების შემთხვევა. სხვა მიზეზით არც ერთი აბიტურიენტი არ მოგვიხსნია გამოცდიდან“, – განაცხადა გორგოძემ. გორგოძის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით სარეზერვო სივრცეში მოთავსდა 10 აბიტურიენტი, რომლებსაც დაშვებულ ზღვარამდე ჰქონდათ ტემპერატურა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გორგოძის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის გამო, გამოცდიდან მოხსნილ ორ აბიტურიენტს „პისიარ“კვლევით კორონავირუსი არ დაუდასტურდა და გამოცდებში…

მეტი...

“პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები მსოფლიო პრაქტიკის შესაბამისია” – საერთაშორისო ექსპერტები

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები მსოფლიო პრაქტიკას შეესაბამება და ქვეყნის რესურსებთან შედარებით მასშტაბურია. მათ ეს პოზიცია, ფინანსთა მინისტრთან და პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან შეხვედრის დროს დააფიქსირეს.  “შეხვედრის მიზანი იყო შეგვეჯერებინა უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების პოზიციები და მთავრობას გამოემუშავებინა ისეთი გეგმა, რომელიც ადგილობრივ რეალობას შეესაბამება,”- განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.  შეხვედრაზე განიხილეს გლობალური პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და რეკომენდაციები ქვეყანაში ფისკალური პოლიტიკის სამომავლო განვითარების კუთხით. საუბარი ასევე შეეხო ინვესტიციების მხარდაჭერის მიმართულებას. “განვიხილეთ ფისკალური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რაც ექსპერტების მიერ შეფასდა, როგორც პანდემიის მიმდინარეობის პერიოდში, ასევე მომდევნო ღონისძიებებიც. განსაკუთრებული აქცენტი…

მეტი...

“არსებობს ვარაუდი, რომ იაკობ ბრეგვაძემ მომხდარი ფაქტების ამსახველი ფოტოებიც გადაიღო, რომელიც შესაძლებელია გაანადგურა” – გამომძიებელი

საჯაროვდება გამომძიებლის ოქმი, სადაც იაკობ ბრეგვაძესან დაკავშირებით სამართალდამცავი მოსაზრებებს გამოთქვამს, ოქმში, რომელიც 4 ივლისით თარიღდება გამომძიებელი აღწერს, რომ იაკობ ბრეგვაძე, იგივე ფოტოგრაფი, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და მომხდარის დეტალებს, რომელსაც უშუალოდ შეესწრო, არ ჰყვება.  გამომძიებელი გამოთქვამს ვარაუდს, იმის შესახებ, რომ იაკობ ბრეგვაძემ კუთვნილი ფოტოაპარატით დაბადების დღისა და დაპირისპირების კადრები გადაიღო, თუმცა შესაძლოა ფოტო მასალები უკვე გაანადგურა. გამომძიებელი ამბობს, რომ მასალის აღდგენა ექსპერტიზის ჩატარების გზით შესაძლებელია.  “იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვის ოქმის ანალიზის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და მოვლენათა ნაწილის შესახებ, რომელთა უშუალო შემსწრეც გახდა, ინფორმაციას არ გვაწვდის. აქედან გამომდინარე, არსებობს იმის…

მეტი...

252 დევნილი ოჯახი თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ მიიღებს

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებული 252 ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. კომისიის სხდომა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა. ამ ეტაპზე, თბილისში 212 სამოთახიანი და 40 ერთოთახიანი ბინა ნაწილდება. ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, წინასწარ განისაზღვრა თუ რამდენ ქულიანი დევნილი ოჯახები დაექვემდებარებოდნენ მონიტორინგს. დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა 853 ოჯახის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები ადგილზე შეისწავლეს. მოკვლეული მასალა კი განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. კომისია, რომლის შემადგენლობაში სამინისტროსა და დევნილთა სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აფხაზეთის მთავრობის,…

მეტი...

„ყველაზე მეტად დაზარალებულები კულტურის მუშაკები გამოიყურებიან, სამინისტროების გაერთიანება იყო შეცდომა“ – ნუკრი ქანთარია „მედიაცენტრ მთავარში“

ძალიან სამწუხაროა, რომ ყველაზე დაზარალებულად გამოიყურებიან კულტური მუშაკები, უგზო – უკვალოდ არიან ჩაკარგულები. თავიდანვე ვამბობდი, რომ ვერც 10 მიხეილ ჩხენკელი და ვერავინ შეძლებს გაუძღვეს განათლებას და კულტურას ერთად,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა. ქანთარია თვლის, რომ კულტურის სფერო ცალკე სამინისტროდ უნდა იყოს წარმოდგენილი და იმედს იტოვებს, რომ „ქართული ოცნების” სამომავლო პროგრამაში აღნიშნულ საკითხს ყურადღება დაეთმობა. „გაირკვა, რომ მართალი ვიყავი და აღმოჩნდა, რომ სამინისიტროების გაერთიანება იყო შეცდომა, ყველაზე დაზარალებულად გამოიყურებიან კულტური მუშაკები, უგზო – უკვალოდ არიან ჩაკარგულები. მჯერა, რომ ოცნების დაპირებაში შევა ერთ – ერთ…

მეტი...

“მონაცემებში იქნება მგზავრების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ეს მგზავრი ბოლო 14 დღის განმავლობაში” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანას საზღვრებზე მონიტორინგთან და ინფიცირების შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. აქედან გამომდინარე, ტიკარაძის განცხადებით, აქვს მოლოდინი, პროცესი სროლად კონტროლქვეშ იქნება. „საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, თუ როგორ ხდება საზღვრებზე მონიტორინგი და ყველა შემთხვევის გამოვლენა. აქედან გამომდინარე, კვლავ არის ისეთი მოლოდინი, რომ ჩვენ პროცესი სრულად კონტროლზე გვექნება აყვანილი, ეს არ იქნება საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არ გვექნება მასობრივი შიდა გადაცემები. აქედან გამომდინარე მივიღეთ ჩვენ სწორედ ის გადაწყვეტილება, რომ გარკვეულ ქვეყნებთან გვექნება ყველანაირად უპირობო მიმოსვლა“, – განაცხადა ტიკარაძემ. ამასთან, ეკატერინე…

მეტი...

„გარანტიების მაქსიმუმი იქნება უზრუნველყოფილი, რათა საფრთხე არ შეექმნას მოქალაქეების ჯანმრთელობას“ – გია ვოლსკი საზღვრების გახსნაზე

„როდესაც ევროკავშირის ხუთ ქვეყანასთან ხელშეკრულება ფორმდება, ყველაფერი გაწერილია ორმხრივად იმისთვის, რათა საფრთხე არ შეექმნას საქართველოს, ჩვენს მოქალაქეებს და არც თავად არიან დილეტანტები საიმისოდ, რომ საკუთარ მოქალაქეებს შეუქმნან პრობლემები“,- ასე ეხმაურება  პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე საქართველოს მიერ ევროკავშირის ხუთი ქვეყნისთვის საზღვრის გახსნას. გიორგი ვოლსკი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კუთხით არსებული ვითარება შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს თურქეთთან სახმელეთო საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, თურქეთში მძიმე ეპიდვითარებაა. „როდესაც ევროკავშირთან ფრენებსა და მიმოსვლებზე საქართველოს ურთიერთობები  ყალიბდება, ეს პროფესიონალურად განიხილება. ასე რომ, შენიშვნებს,…

მეტი...

„პირველ იანვრამდე შესაძლოა აღარ იყოს პანდემია, მაგრამ შეზღუდვების შენარჩუნება საჭიროა“ – ნუკრი ქანთარია „მედიაცენტრ მთავარში”

მივეჩვიეთ, რომ რაღაც იმუნიტეტი გვაქვს, ყოველ დღე 2 – 3 შემთხვევა და გარდაცვლილთა რიცხვი აღარ მატულობს 15 – ის ზემოთ, ამას შენარჩუნება უნდა,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. პარლამენტის წევრი შეზღუდვებზე საუბრობს და საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ეპიდემიოლოგიური კუთხით პარალელს ავლებს, ნუკრი ქანთარია თვლის, რომ ყურადღების მოდუნება დღემდე შენარჩუნებულ სტაბილურ სიტუაციას შეცვლის. „ჩვენ ვხედავთ რა მდგომარეობაა ჩვენს გარშემო, მოცემულ სიტუაციაში ყველაზე კარგად ჩვენ გამოვიყურებით, ამ ყველაფერმა გაამართლა. ზედმეტი სიფრთხილე, როგორც ვხედავთ არის აუცილებელი, ეს შეიძლება 1 იანვრამდე არ გაგრძელდეს, მაგრამ ამ ეტაპზე უნდა…

მეტი...

“მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გერმანიისთვის სამგზავრო შეზღუდვების მოხსნის შესახებ” – გერმანიის საელჩო

გერმანიის საელჩო თბილისში მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გერმანიისთვის სამგზავრო შეზღუდვების მოხსნის შესახებ და განცხადებას ავრცელებს. საელჩო იმედოვნებს, რომ მოგზაურობა ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან ისევ ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება. “მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გერმანიისთვის სამგზავრო შეზღუდვების მოხსნის შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მოგზაურობა ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან ისევ ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება. ეს არის გერმანიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტი,” – ნათქვამია განცხადებაში.  ცნობისთვის,  საქართველომ 5 ქვეყანას საზღვარი გაუხსნა. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. 

მეტი...

“როდესაც საუბარია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ოპოზიცია ირჩევს ვირუსის მხარეს” – რატი იონათამიშვილი

ევროპის 5 ქვეყნისთვის საზღვრის უპირობო გახსნის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან წამოსულ კრიტიკას მმართველ გუნდში კრიტიკითვე პასუხობენ. რატი იონათამიშვილის თქმით, ოპოზიცია არათანმიმდევრულია და ყოველთვის ვირუსის მხარეს იჭერს. “რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ჩვენ ვაგრძელებთ დაკვირვებას გლობალურ სიტუაციაზე და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღებთ თანმიმდევრულად შესაბამის გადაწყვეტილებას, რაც შეეხება რადიკალური და კრიმინალური ოპოზციის განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, საზოგადოება ხედავს, რომ ისინი არიან არათანმიმდევრულები და ყოველ ჯერზე,  როდესაც საუბარია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, ისინი ირჩევენ ვირუსის მხარეს,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მეტი...

„new York-ის deloittes-ის ოფისთან ერთად ვმუშაობთ პოსტკრიზისულ გეგმაზე“ – ივანე მაჭავარიანი

ამ შეხვედრის მიზანი იყო, რომ შეგვეჯერებინა პოზიციები უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, ასევე, მთავრობას გამოემუშავებინა ისეთი გეგმა და სტრატეგია, რომელიც შეჯერებული იქნება ადგილობრივ რეალობასთან, –  ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით პრეზენტაცია წარადგინეს. ფინანსთა მინისტრის თქმით, რაც ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა დღემდე გააკეთეს, ქართველი ექსპერტების შეფასებები  ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენს პარტნიორებთან  კონსულტაციების მორიგი ეტაპი გრძელდება. ეს არის new York-ის deloittes-ის ოფისი, რომლებთან ერთადაც ჩვენ ვმუშაობთ პოსტკრიზისულ გეგმაზე. ამჯერად ჩვენ ჩავრთეთ და…

მეტი...

დედაქალაქის მერია ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას გეგმავს

დედაქალაქის მერია ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებას გეგმავს, რის შემდეგაც ორივე პარკს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისში  საპარკე კულტურა მკვიდრდება და რეკრეაციული სივრცეებით ყველა თაობის ადამიანი სარგებლობს. „რეკრეაციული სივრცეების მოწყობა დედაქალაქისთვის და არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად, მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ. რამდენიმე ხნის წინ, „მზიურის“ პარკი გაიხსნა. ასევე ვარკეთილში, სამგორის რიაონში გავხსენით პარკი. გასულ წელს, გლდანში, მექვსე მიკრორაიონში მოეწყო დიდი საპარკე ზონა. მომავალ კვირას კი ოფიციალურად გავხსნით ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკს, რომელიც…

მეტი...

„მავნებელმა ოპოზიციამ უკვე ატეხა ზარ-ზეიმი დახმარების 15%-ის შესაძლო გაყინვაზე“ – ნუკრი ქანთარია „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ეს კონგრესმა არ ჩათვალა საჭიროდ, ეს რამდენიმე კონგრესმენმა ჩათვალა, სულ ორმა კონგრესმენმა და რა მიზნებით არის გამოწვეული სულ სხვა საქმეა, ირიბად, რომ ვთქვათ შეიძლება ჩარევად ჩავთვალოთ,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ქანთარია ამერიკელი კონგრესმენების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედით, საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა, დახმარების 15%-ის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს. კერძოდ, ინფორმაციის მიხედვით, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის,…

მეტი...

“დავარცხნილად“ ლაპარაკი არ შემიძლია, მე შემიძლია „დავარცხნილად“ საქმის კეთება, შემფასებლები კი ამომრჩევლები არიან“ – ენზელ მკოიანი

საქართველოს პარლამენტის წევრი ერთ-ერთი რთული რეგიონიდან – სამცხე-ჯავახეთიდან, ენზელ მკოიანი 1999 წლიდან პარლამენტის წევრია, პარლამენტის სხდომებს არასდროს აცდენს, თუმცა, ტრიბუნასთან არავის ახსოვს. „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, რა ფასი აქვს დეპუტატობას, საკანონმდებლო ორგანოში ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარმა ასე უპასუხა: „ამ კითხვაზე პასუხს დავიწყებ ჩემი ტექნიკური განათლებით. კერძოდ, ერევანში ფიზიკა-მათემატიკური სკოლა დავამთავრე, ეს იგივეა, როგორც თბილისში „კომაროვის სკოლა”. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ესეც ტექნიკური მიმართულებაა, კერძოდ, ერევანში სოფლის მეურნეობის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. რატომ გეუბნებით ამას? პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ტექნიკური განათლება ლაპარაკთან ცოტა დაშორებულია. მე ლამაზად, „დავარცხნილად“ ლაპარაკი არ შემიძლია, თუმცა, მე…

მეტი...

მერია მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით, აუქციონს გამოაცხადებს

თბილისის მერია საინვესტიციო ვალდებულებითა და არსებული პროფილის მუდმივად შენარჩუნების პირობით, მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით, აუქციონს გამოაცხადებს. აღნიშნული შენობების საპრივატიზაციოდ მომზადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა. „მუნიციპალურ პოლიკლინიკებში საშინელი მდგომარეობა გვაქვს. აღნიშნული შენობები ათეულობით წლის წინ აშენდა და დღემდე, არც ნორმალური რეკონსტრუქცია, რემონტი და სამედიცინო მოწყობილობების განახლება არ მომხდარა. აპარატურა ფაქტობრივად, არ არსებობს. აღნიშნული პრობლემა მოსაგვარებელია. არ არის სახარბიელო მდგომარეობა და იქ მომუშავე ადამიანებისთვისაც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. ამ პრობლემის გადაწყვეტის ორი გზა არსებობს. ერთი – თავად მუნიციპალიტეტმა გააკეთოს ეს ყველაფერი და აიღოს ვალდებულება,…

მეტი...

საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე დღეს მოქმედი რეგულაციები არ იცვლება

საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე დღეს მოქმედი რეგულაციები შენარჩუნდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.  ამასთან, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა. “ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, შესაბამისად, თითოეული გადაწყვეტილება სწორედ აქედან გამომდინარე მიიღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოში როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე ჩვენი ქვეყნის სტუმრების, ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული,”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მეტი...

კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხი იმპორტირებულია, ერთი კი შიდა გადაცემაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხი იმპორტირებულია, ხოლო ერთი შიდა გადაცემის ფაქტს უკავშირდება. მისივე თქმით, ახალ ინფიცირებულებს შორის სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. „დღევანდელი მონაცემებით, ხუთი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. იყო 958 და ახლა არის 963 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული მხოლოდ სამი პაციენტია. იყო 838 და ამჟამად არის 841. ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხი არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული. ამ ოთხიდან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო ერთი საკარანტინო ზონიდან დადასტურებული შემთხვევა. მეხუთე შემთხვევა არის დადასტურებული კონტაქტის კონტაქტი, ანუ შიდა გადაცემა“, – განაცხადა ეზუგბაიამ. ეზუგბაიას ინფორმაციით,…

მეტი...

უცხო ქვეყნის მოქალაქეები, საქართველოში შემოსვლას 14-დღიანი კარანტინის პირობით შეძლებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ევროკავშირის იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, საქართველოს მხრიდანაც დღეს არსებული რეჟიმი ნარჩუნდება. მისივე თქმით, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ. „ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის გარდა, ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთვის, გრძელდება შემდგომი მუშაობა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. აღსანიშნავია,…

მეტი...

საქართველომ 5 ქვეყანას საზღვარი გაუხსნა

საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე სახელმწიფოსთან უკვე მიაღწია კონკრეტულ შეთანხმებებს საზღვრების ორმხრივად უპირობოდ გახსნის შესახებ. ამის შესახებ დღეს  საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. მთავრობის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი პირდაპირი საჰაერო გზით, მათ უნდა შეავსონ ელექტრონული ანკეტა, რომელშიც გაწერილი იქნება ყველა პროცედურა, მასში უნდა წარმოადგინოს ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია. ასევე იქნება აღნიშნული სად აპირებს გაატაროს დრო საქართველოში ყოფნის პერიოდში.

მეტი...

ვერაზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება

ვერაზე, გ. ქუჩიშვილის გზის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების შედეგად, ამორტიზებული გზის საფარი 2 450 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად შეკეთდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 150 000 ლარი არის გამოყოფილი. პროექტის ფარგლებში, დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარები. მიმდინარე პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. „მთაწმინდის რაიონში უამრავი გამოწვევა გვაქვს, თუმცა ეს გამოწვევები გუშინ და დღეს არ დაწყებულა. ეს არის პრობლემები, რომლებიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა. მათ მოსაგვარებლად დღეს ჩვენ გვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. სწორედ ასეთი შემთხვევაა ქუჩიშვილის ქუჩა, რომელიც სრულად ამორტიზებული იყო და ბოლო ათწლეულებია არ მოწესრიგებულა. ახლა, მას სრული …

მეტი...

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაემგზავრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაემგზავრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნაკრები ასეული მონაწილეობას ნატო-ს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიაში (RSM) მიიღებს. ქართველი სამხედროები, მაიორ ანტონ ქუთათელაძის მეთაურობით, ქალაქ ქაბულში ბაზის უსაფრთხოებისა და ძალთა დაცვის ამოცანებს შეასრულებენ. პირველი ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფი მეორე ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს. მისიაში გამგზავრებამდე ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა მათზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად გადასროლისწინა მომზადება საქართველოში გაიარეს.

მეტი...

სოფელ ხაიშთან ხანძრის სამი კერა ლოკალიზებულია

სვანეთში, სოფელ ხაიშთან ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მთის ორ ფერდზე, არსებული 4 სხვადასხვა სირთულის კერიდან,  მოხერხდა 3-ის ლოკალიზება. კერებთან შეყვანილია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. მეოთხე ლოკაციაზე, რომელიც რელიეფურად ყველაზე რთულად მისადგომია, მუშაობს საჰაერო ძალა.  მთელი ღამის განმავლობაში ტყეში  ცოცხალი ძალის მიერ მიმდინარეობდა ტერიტორიის დამუშავება. დილიდან, გათენებისთანავე, მუშაობა განაახლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სულ 4 ვერტმფრენია ჩართული.  მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან, ასევე, ქვემო ქართლის, აჭარის და იმერეთის რეგიონებიდან.  სოფელ ხაიშთან დღის განმავლობაში სულ 200 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იმუშავებს. რთულ რელიეფზე სამუშაოდ პროცესში…

მეტი...

დასრულდა მოლაპარაკებები იმ ქვეყნებთან, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველო საზღვრებს გაუხსნის

ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მთავრობა, საზღვრების გახსნის თაობაზე, ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს. რამდენიმე სახელმწიფოსთან უკვე მიღწეულია კონკრეტული შეთანხმებები საზღვრების ორმხრივად უპირობოდ გახსნის შესახებ. ამ თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრისას განიხილეს მსოფლიოსა და თავად ევროპის კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომლის გათვალისწინებით, ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ამ ეტაპზე, საერთოდ არ გახსნეს საზღვრები უცხო ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც. არაერთ ქვეყანაში ჩასვლისას კი, სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი…

მეტი...

„ბაბუა საკუთარ რძალზე სექსუალურად ძალადობდა“ – მუხრანში მომხდარი მკვლელობის დეტალები

მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ირგვლივ ახალი დეტალები იკვეთება. ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით, მოკლული ბაბუა წლების განმავლობაში საკუთარ რძალზე სექსუალურად ძალადობდა, ციხიდან ახლადგამოსულმა შვილიშვილმა კი ამ ფორმით შური იძია. „კი, ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ჩუმად არიან. რომ გამოვიდა ციხიდან, ყველაფერი ვიციო ამბობდა,“ – ამბობს ადგილობრივი. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მამა და ბაბუა მოკლა, მკვლელობისთვის ნასამართლევია და ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. მან ციხეში 10 წელზე მეტი გაატარა. შეგახსენებთ, მცხეთაში ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცმა მამას და ბაბუას ყელი…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 963 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 841 ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3 903 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 202.

მეტი...

სოფო გორგოძე ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესს თელავში აკვირდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას თელავში გაეცნო. აბიტურიენტების რეგისტრაცია 08:00 საათზე ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით დაიწყო, რაც სოციალური დისტანციის დაცვას, პირბადის გამოყენებასა და ხელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას ითვალისწინებს. კახეთის საგამოცდო ცენტრში წელს სულ 233 აბიტურიენტია რეგისტრირებული. გამოცდა დღეს კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება. გორგოძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები ყველა საგამოცდო ცენტრში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მისივე თქმით, ხვალიდან მასწავლებლობის მსურველებს, რომლებიც საგნის გამოცდაზე არიან დარეგისტრირებულები, საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის შესაძლებლობა ექნებათ, სადაც ტესტირების დრო, კონკრეტული თარიღი და წესებია მითითებული. საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დისტანციას…

მეტი...