გარდაბნის მუნიციპალიტეტი არ ჩაიკეტება, სოფლებში გააქტიურდება თერმოსკრინინგი

„გარდაბნის მუნიციპალიტეტში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, მუნიციპალიტეტის სოფლებში თერმოსკრინინგი გააქტიურდება, გარდაბნის მუნიციპალიტეტი არ ჩაიკტება,“ – ამის შესახებ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საბჭომ  მიიღო გადაწყვეტილება ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდეს.

“როგორც მოგეხსენებათ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში გართულებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, სწორედ ამიტომ, დღეს საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ  მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომელიც კიდევ უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაიყვანს ჩვენს მოქმედებებს.

კონკრეტულად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მთელ რიგ სოფლებში გავააქტიურებთ თერმოსკრინინგს და ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილებები ბაზრებსა და ბაზრობებზე კიდევ უფრო გამკაცრდეს კონტროლი, კიდევ უფრო ინტენსიურ ფაზაში გადავიდეს თერმოსკრინინგი.

შესაძლო სიმპტომების მქონე ადამიანები მყისიერად იყვნენ გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებებში, გაუკეთდეთ მათ ტესტები და ყველა ეს ღონისძიება, რომელიც იქნა დღეს მიღებული და რომელიც კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება ამ მუნიციპალიტეტში და აღნიშნულ ბაზრობებზე, მიზნად ისახავს მეტ კონტროლს და პრევენციას, რომ პროცესი რაიმე უფრო გართულებისკენ არ წავიდეს.

ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული იმიტომ, რომ ამ ეტაპისთვის არ არის ამისი საჭიროება. როგორც კი ამის საჭიროება გამოჩნდება, აუცილებლად შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული,” – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მსგავსი თემები