მომდევნო ორი დღის განმავლობაში საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი

მეტეროლოგების პროგნოზით, საქართველოში უახლოეს დღეებში ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი და შესაძლოა, ნიშნულმა 42 გრადუსსაც გადააჭარბოს. „ხვალაც, 8 ივლისსაც მაღალი ტემპერატურა იქნება. დღის ბოლოს იწყება ნალექი. განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში, აჭარისა და გურიის ტერიტორიაზე ველით შედარებით მნიშვნელოვან ნალექს. დღის მეორე ნახევრიდან, აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს“ – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგი, დავით ლოლაძე. სპეციალისტების თქმით, სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის. ძლიერმა სიცხემ, შესაძლოა, გულისცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება გამოიწვიოს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, მაღალი ტემპერატურის დროს, აუცილებელია ბევრი სითხის მიღება და მზეზე გადაადგილებისგან თავის შეკავება. „ასევე, თავი უნდა ავარიდოთ ფიზიკურ…

მეტი...

შეუძლია თუ არა კორონავირუსს ჰაეროვანი გზით გავრცელება – ჯანმო ამ საკითხს შეისწავლის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ახალ მონაცემებს სწავლობენ იმის თაობაზე შეუძლია თუ არა კორონავირუსს ჰაეროვანი გზით გავრცელება. „ჩვენ ვისაუბრეთ ჰაეროვანი გზით გადაცემის შესაძლებლობებზე, როგორც კოვიდ-19-ის გადაცემის ერთ-ერთ საშუალებაზე. უახლოეს კვირებში ჩვენ გამოვაქვეყნებთ ბრიფს, რომელშიც ასახული იქნება ყველაფერი, რაც ამ საკითხზე გვაქვს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარია ვან კერკჰოვემ. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ორასზე მეტმა მეცნიერმა ჯანმოსა და ჯანდაცვის სხვა ორგანოებს კორონავირუსის წვეთოვანი გავრცელების შესახებ შეხედულების გადახედვის თხოვნით მიმართა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ვირუსი ჰაეროვანი გზითაც ვრცელდება.

მეტი...

პანდემიის პირობებში, პასპორტების სიძლიერის გლობალურ ინდექსში ქართული პასპორტი 74 პოზიციით დაწინაურდა

კორონავირუსის გამო დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვების მიხედვით, პასპორტების სიძლიერის გლობალური ინდექსი განახლდა. ახალი მონაცემების თანახმად, ქართული პასპორტი მე-15 ადგილზეა. 2019 წელს საქართველო ამ სიაში 89-ე ადგილს იკავებდა. რეიტინგის ათეულში იაპონია, ახალი ზელანდია, ფინეთი, ავსტრია, ლუქსემბურგი, ირლანდია, სამხრეთ კორეა, შვეიცარია, ავსტრალია და დანიაა. რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, თურქეთი, რუსეთი და ისრაელი. ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოს პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა 57 სახელმწიფოშია შესაძლებელი, 33 ქვეყანაში ვიზა გაიცემა საზღვარზე, 108 ქვეყანაში სამოგზაუროდ კი ვიზაა საჭირო. პასპორტების რეიტინგი ეფუძნება კონკრეტული პასპორტის მფლობელთა მოძრაობის თავისუფლებას და უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას.

მეტი...

სურამში მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ ი.ქ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გორის საქალაქო სასამართლომ მიიღო. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. დაცვის მხარე პატიმრობის გამოყენებას არ ეთანხმება, ადვოკატი დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატი ნათია სირაძე აცხადებს, რომ ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა. გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 6 ივლისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ი.ქ.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს – თ.რ-ს ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად თ.რ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ქ. იმავე დღეს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მეორე…

მეტი...

“მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიამ პიკს ჯერ არ მიაღწია” – ჯანმოს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიამ პიკს ჯერ არ მიაღწია. მისი თქმით, გასული შაბათ-კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 400 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „ეპიდემიის აფეთქება სიჩქარეს იკრეფს და პიკს ჯერ კიდევ არ მივაღწიეთ“, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მეტი...

“მაინტერესებს, რატომ აძლევენ თავს უფლებას, რომ აბულინგონ ჩემი შვილი და მკვლელი ეძახონ” – იაკობ ბრეგვაძის დედა

​გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის, იაკობ ბრეგვაძის დედა, მარი ბრეგვაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებას მაყურებლის ყურადღება სხვა მიმართულებით შეგნებულად გადააქვს, რომ ნამდვილი დამნაშავე არ გამოიკვეთოს. „უპირველესად, მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახს. მე, 7 შვილის დედა და 6 შვილიშვილის ბებია ვარ, 18 წლის წინ მეუღლე გარდამეცვალა, რომელიც სასულიერო პირი იყო და ამხელა ოჯახს მარტო ვუძღვები. წარმოდგენაც არ მინდა იმ ტკივილის, რასაც ახლა გარდაცვლილის ოჯახი გრძნობს. ეს ენით აღუწერელი ტრაგედიაა და სანუგეშო სიტყვებიც არ მაქვს! არავის ვუსურვებ მსგავს უბედურებას… ამავდროულად, როგორც იაკობის დედა, თავს ვალდებულად…

მეტი...

თბილისში ცოფის ვირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ტიბაანის გასასვლელის N20-ში ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა. ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ. მიმდინარე წელს, დედაქალაქში ცოფის ვირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა.

მეტი...

“დაგვაყარეს, დროზე მოდით… რა აზრი აქვს ახლა რომ მოხვიდეთ, მე დამიჭერთ?” – ფოტოგრაფის ზარი 112-ში

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის მიერ 112-ში ზარი 19 ივნისს შევიდა. პირველი დარეკვისას იაკობ ბრეგვაძე ატყობინებს 112-ის ოპერატორს, რომ ათამდე პირი ჩხუბობს, ხოლო თავად დამალულია. ფოტოგრაფი სთხოვს ოპერატორს, მალე მოვიდეს პოლიცია. „ -მცხეთაში ვარ, ჩხუბი მოხდა და მალე რომ მოხვიდეთ. არ ვიცი ქუჩა, „ქებაბ ჰაუსი“ აწერია. ხომ იცით ლოკაცია, ტელეფონით მიპოვეთ და მალე მოდით, რა. ალბათ ათი ადამიანი ჩხუბობს. –რაიმე საგანი ხომ არ ფიგურირებს – ცეცხლსასროლი ან დანა? (ოპერატორი) -კი, კი. „კაროჩე“, მანქანით მოვიდნენ და მე დავიმალე, აზრი არ ჰქონდა რომ ჩავრეულიყავი. ცეცხლსასროლი იარაღი არ ეჭირათ. ცეცხლსასროლი არ ეჭირათ. დაშავებულებიც იქნებიან.…

მეტი...

ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს კორონავირუსი დაუდგინდა.  მანამდე მას კორონავირუსის სიმპტომები, მათ შორის მაღალი ტემპერატურა აღმოაჩნდა. მანამდე ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლოა, კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს. ბოლსონარო დაავადებას „გრიპს“ უწოდებდა. ივნისის ბოლოს სასამართლომ მას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღბის გარეშე გამოჩენა აუკრძალა.

მეტი...

როდის გაიხსნება ზაფხულის სეზონი გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში, ცნობილია

გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს, უსაფრთხოების ზომების დაცვით გაიხსნება. ზაფხულის სეზონის განმავლობაში ბაკურიანში (დიდველზე) ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს. გუდაურში ჩასულ დამსვენებლებს კი მოემსახურება „გუდაურა“ (გონდოლა) და კობი-გუდაურის საბაგიროები 11:00 – 17:00 საათამდე. სვანეთში მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი და ზურულდის საბაგიროები 10:00 – 16:30 საათამდე იფუნქციონირებს. მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია ზამთრის კურორტები ოთხსეზონიანი გახდეს. ამისთვის, ბაკურიანში 6000 მეტრიანი საერთაშორისო დონის ველობილიკია მოწყობილი. ველობილიკი ფუნქციონირებს გუდაურშიც, რომლის სიგრძე 5000 მეტრია. ბილიკები როგორც პროფესიონალი ისე მოყვარული ველომრბოლელებისთვისაა გათვლილი. ბაკურიანში ჩასულ დამსვენებლისთვის ამიერკავკასიაში პირველი სამთო-სათხილამურო კურორტების…

მეტი...

პროკურატურამ სურამში მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ი.ქ.-ს ბრალდება წარუდგინა, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ივლისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ი.ქ.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს – თ.რ-ს  ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად თ.რ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ქ. იმავე დღეს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა. ბრალდების მხარემ ი.ქ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის საქალაქო…

მეტი...

“შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია” – გიორგი შაქარაშვილის და ვახო ახვლედიანზე

გიორგი შაქარაშვილის და ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ვახო ახვლედიანი, რომელმაც ჩვენება შეცვალა, მისი ძმის მეგობარი არასდროს ყოფილა. “პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს ნაგავი ახვლედიანი გიოს ძმაკაცი არ ყოფილა არასდროს. ალბათ ყველა კარგად დააკვირდით კადრებში თუ როგორ ცდილობს გიო მის დაცვას და ეს ნაძირალა კი რომელიც ,,დაზარალებულად” არის ცნობილი პირველ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ გინებით მისდევდნენ მასაც და გიოსაც მკვლელები, ხოლო ახლა ეს ლაჩარი ცვლის ჩვენებას და ამტკიცებს, რომ თურმე საცემად არ მისდევდნენ. თუ მართლა ასე იყო რისთვის იჯექი ბუჩქებში კურდღელივით განაბული. ბუჩქებში კი არა შენი ადგილი მკვლელების გვერდით არის საკანში. შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს…

მეტი...

“შვიდი აუზისა და ცხრა ფიტნესცენტრის მოთხოვნა არის დარეგისტრირებული შემოწმების თაობაზე” – ბექა ფერაძე

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ შვიდი აუზისა და ცხრა ფიტნესცენტრის მოთხოვნა არის დარეგისტრირებული შემოწმების თაობაზე. „დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულია შვიდი აუზისა და ცხრა ფიტნესცენტრის მოთხოვნა შემოწმების თაობაზე. შრომის ინსპექცია არის ძირითადი მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც კოორდინაციას უწევს პროცესს, ასევე ჩართული გვყავს ადგილობრივი საზედამხედველო სამსახურები მუნიციპალიტეტებში და სურსათის ეროვნული სააგენტო, ეკონომიკის სამინისტრო ასევე, გვეხმარება ინსპექტირების პროცესში. ამიტომ, საკმარისზე მეტი არის ინსპექტორების რაოდენობა, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახდენენ შემოწმებას. განაცხადები შემოსულია საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. რეგისტრაციიდან დაახლოებით ორ დღეში მოხდება ინსპექტირების განხორციელება თითოეულ…

მეტი...

“მივმართავ ყველას, ვისაც გიორგისთან ჰქონდა ბოლოს შეხება, გამოიყენეთ ბოლო შანსი და თქვით სიმართლე” – შაქარაშვილის ბიძა

გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში მიმართავს დაკავებული და დაზარალებული პირების იმ ნაწილს, რომელთაც გიორგისთან ჰქონდათ ბოლო შემხებლობა, რომ გამოიყენონ ბოლო შანსი და თქვან სიმართლე. „გიორგის გარდაცვალებიდან გავიდა 19 დღე, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება ბევრი თვალსაზრისით. პირველყოვლისა, გიორგიმ თავის რამდენიმეღიანი არყოფნით უფრო მეტად გაგვზარდა სულიერად და მორალურად, ვიდრე ჩვენი ცხოვრების განვლილმა ათწლეულებმა. ყველაზე მთავარი, რაც გიორგის არყოფნამ გვასწავლა არის ის, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სამართლიანობის განცდაზე დიდ მტერი არ ჰყავს და იგივე ნაწილი საზოგადოებისა შემდგომ მთელი სერიოზულობით მსჯელობს „ძალადობის აღმოფხვრაზე“. შესაბამისად, კიდევ ერთხელ დარწმუნდა ოჯახი მის მიერ არჩეული გზის…

მეტი...

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლდა

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმმა საქართველოს დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა. სუს-ის ინფორმაციით, აფაჯად მაგარამოვამ ოკუპირებული ცხინვალი უკვე დატოვა. ის ოჯახს საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ დაუბრუნდება. აფაჯად მაგარამოვა ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

მეტი...

“იმედი მაქვს, ჩემს მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება” – შენგელია “ცსკა”-ში შესაძლო გადასვლაზე

ქართველი კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას თქმით, იმედი აქვს, რომ დამოკიდებულება მის მიმართ არ შეიცვლება, თუ რუსულ გუნდ„ცსკა-ში გადასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს.  მან ასევე დაადასტურა, რომ ცსკა-ს მხრიდან ინტერესი არსებობს, თუმცა ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი. „ოფიციალურად ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და ხელიც არაფერზე მაქვს მოწერილი. “ცსკა”-ს მხრიდან ყველაფერი ინტერესის დონეზე იყო. მე მათ გარკვეული პერიოდი ვთხოვე, რათა მთლიანდ ესპანეთის ჩემპიონატზე ვყოფილიყავი მობილიზებული. ალბათ, რამდენიმე დღეში ვნახავთ, რა მოხდება. ჩემი აგენტი აწარმოებს მოლაპარაკებას და ვიცი, რომ მონდომება არის როგორც ცსკა-ს მწვრთნელისგან, ასევე – პრეზიდენტისგან. წელს სხვებისგან სერიოზული დაინტერესება არ ყოფილა. არც მადრიდის რეალი გამოჩენილა. თითქოს მილანი…

მეტი...

“მარეგულირებელ კომისიის უფლებამოსილების გაზრდის ინიციატივა მაუწყებელს საერთოდ არ ეხება” – რატი იონათამიშვილი

არეგულირებელ კომისიის უფლებამოსილების შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ინიციატივა საერთოდ არ ეხება მაუწყებელს და ამ საკითხის მიმართულებით წამოწევას ოპოზიციის მიერ ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს უკავშირებენ.  “ეს ინიციატივა საერთოდ არ ეხება მაუწყებელს, საუბარია მხოლოდ ელექტრონული უსაფრთხოების საკითხებზე. მიუხედავად ამისა, რადიკალური ოპოზიციისგან და მათი მხარდამჭერებისაგან ამასთან დაკავშირებით უტიფარი ტყუილები მოვისმინეთ. დღეს ეს მათ ფაქტობრივად აღიარეს და განაცხადეს , რომ მიუხედავად იმისა, რომ არ წერია არსად, მაუწყებელი უნდა დაკონკრეტდესო. ვფიქრობ, რომ ისინი დაცლილები არიან საკითხებისგან და ამიტომ ხელოვნურად იგონებენ ნახევარდღიან ტყუილებს, რათა აჟიოტაჟი შექმნან,” – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.  ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების ავტორი მთავრობა და მარეგულირებელი კომისიაა.…

მეტი...

მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, სამდღიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად მყვინთავებიც იყვნენ ჩართული. ცხედარი ცოტა ხნის წინ, მდინარის გადაკეტვის შემდეგ ნახეს. 37 წლის კაცი სამი დღის წინ გაუჩინარდა. მისი პირადი ნივთები მდინარის პირას იპოვეს.

მეტი...

“2020 წელს ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენა მოსალოდნელზე უარესი იქნება” – ევროკომისია

ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარი, პაოლო ჯენტილონის განცხადებით, 2020 წელს ევროკავშირის ეკონომიკა უფრო ღრმა რეცესიაში ჩავარდება, ვიდრე მანამდე იყო პროგნოზირებული. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ევროკავშირის ეკონომიკა 8.3%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს კი 5.8%-იანი ზრდა დაფიქსირდება. „ეკონომიკის აღდგენისკენ მიმავალი გზა ჯერ კიდევ გაურკვევლობით არის მოფენილი, რაც ძირითადად ეპიდემიოლოგიური სიტუაციიას გაურკვევლობას უკავშირდება“, – განაცხადა პაოლო ჯენტილონიმ. აღსანიშნავია, რომ მაისში გამოქვეყნებული პროგნოზის თანახმად, 2020 წელს ევროკავშირის მშპ-ის 7.5%-ით შემცირება იყო პროგნოზირებული. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ 2020 წელს ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენა მოსალოდნელზე უარესი იქნება, რადგან „საკარანტინო ზომების გაუქმება ნაკლებად სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე საგაზაფხულო პროგნოზში იყო გათვალისწინებული“.

მეტი...

2 აბიტურიენტს, რომელიც მაღალი ტემპერატურის გამო გამოცდიდან მოიხსნა, „კოვიდ 19“ არ დაუდასტურდა

ორ აბიტურიენტს, რომელიც გუშინ მაღალი ტემპერატურის გამო საგამოცდო სივრცეში არ შეუშვეს, PCR კვლევით კი კორონავირუსი არ დადასტურდა. ისინი შესაძლოა, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მიმდინარე წელსვე დაუშვან. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აბიტურიენტების გამოცდაზე დაშვების საკითხზე სამინისტროში მსჯელობენ. „დღეს საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. გამოცხადდა აბიტურიენტების 95%. გამოცდიდან არ მოხსნილა არავინ, არც დაგვიანების, არც ტელეფონის აღმოჩენის და არც მაღალი ტემპერატურის გამო. იყო რამდენიმე აბიტურიენტი, რომელთაც დაუფიქსირდათ ტემპერატურა, მაგრამ ისინი განთავსდნენ სარეზერვო სექტორებში და არ მოგვიწია მათი არდაშვების გადაწყვეტილების მიღება. რაც შეეხება ორ აბიტურიენტს, რომლებიც არ დაიშვნენ გამოცდაზე,…

მეტი...

“კონგრესს არაფერი გაუყინავს და არც დოკუმენტი მიუღია, ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია” – კახა კუჭავა

„ეს არის ტყუილი და ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავს ტყუილზე და დეზინფორმაციაზე  ცდილობენ თავის წინასაარჩევნო კამპანიის აგებას, ამას მეტს ვერაფერს დავარქმევ. კონგრესს არაფერი გაუყინავს, არც დოკუმენტი მიუღია და არანაირი ცვლილებები დოკუმენტში არ შეუტანია.  ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია. ერთადერთი რასაც მსგავსი ინფორმაციის გავრცელება შეიძლება უკავშირდებოდეს,  ან არაპროფესიონალიზმია და უნარი ვერ წაიკითხო ის, რა ინფორმაციაც მოდი ამერიკიდან ან მეორე- მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია, რომლითაც ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ,  კახა კუჭავამ ოპოზიციის მიერ გავცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითოს აშშ-ს კონგრესმა საქართელოს დახმარების ნაწილი გაუყინა. მისივე განმარტებით, აქ საუბარია კონგრესის…

მეტი...

იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის შესწავლა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო

გიორგი შაქარაშვილის საქმე – 18 ივნისის ღამეს, ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის შესწავლა შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი გამოიკვეთება გარკვეული მტკიცებულებები და გარემოებები ან თუ გამოვლინდება, რომ ინსპექტორი გამოძახების მიმართ გულგრილი იყო, საქმე გენერალურ პროკურატურას გადაეცემა.   

მეტი...

კადრები, რომელიც შსს – მ მოითხოვა აღმოჩნდა, რომ შენახული აღარ არის

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, თბილისის მერიას ვიდეოკადრების გამოთხოვის მიზნით მიმართეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ აღნიშნული კადრები 7 დღეზე მეტ ხანს არ ინახება. როგორც ბორცვაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განარტა, აღნიშნული კადრების მოპოვება შესაძლებელია კერძო ობიექტებისა და 112-ის ჩანაწერების საშუალებით. „ტყუილია, რომ კამერების ჩანაწერები არის წაშლილი. მე აღვნიშნე, რომ 600 საათზე მეტი ვიდეოჩანაწები ამ საქმეზე ამღებულია. აღნიშნული ინფორმაცია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გავრცელდა თბილისის მერიის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ 7 დღეზე მეტხანს ეს ჩანაწერები არ ინახება. ჩვენ მივმართეთ გამოთხოვის მიზნით ამ ვიდეოჩანაწერების, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ჩანაწერები აღარ ინახება, მაგრამ ამის დაკონპესირება…

მეტი...

“არ გამოვრიცხავ როგორც ბრალდებულთა წრის გაზრდას ასევე საქმეზე არსებული კვალიფიკაციის დამძიმებას” – მირიან ნიკოლაძე

გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა, მირიან  ნიკოლაძე გადამწვარ ადგილთან დაკავშირებით საკუთარ ვერსიაზე საუბრობს, ნიკოლაძის მოსაზრებით ლოგიკას მოკლებული არაა, რომ ადგილი განგებ გადაწვეს. „გადაჭრით ვერ გეუბნებით, რომ გამორიცხულია და არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ლოგიკურად ვერ ვიგებ დაზიანებულიყო. ამ ხალხისგან შეიძლება ყველაფერს მოველოდე შეიძლება ვიღაცა მივიდეს და ატეხოს ამბავი, რომ აი, თურმე რა ხდება შემთხვევის ადგილი დაიწვა. მეორე შესაძლებელია, ვიღაცამ მართლა შემთხვევით ქნა. არ გამოვრიცხავ როგორც ბრალდებულთა წრის გაზრდას ასევე საქმეზე არსებული კვალიფიკაციის დამძიმებას“,-აცხადებს მირიან ნიკოლაძე. შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ადგილი, სადაც ე.წ. ოქროს მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, დამწვარია ამის შესახებ გუშინ პირველად ინფორმაცია დაკავებულების…

მეტი...

„ტყუილია, რომ გიორგობიანმა გელაშვილი გაგზავნა ბრეგვაძის წამოსაყვანად“ – მინისტრის მოადგილე

„მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო გიორგობიანმა ჩემმა კოლეგამ, „შკოდას“ ფირმის ავტომობილით, გელაშვილი მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გაგზავნა ბრეგვაძის წამოსაყვანად, გელაშვილი მაგ დროს მორიგე არ იყო,“ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ვლადიმერ ბორცვაძე ნინო გიორგობიანთან  დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებას უწოდებს და აღნიშნავს, რომ პირი ვიზეც საუბარია, რომ თითქოს ბრეგვაძე შემთხვევის ადგილიდან წამოიყვანა მომხდარის ღამეს ქარელში იმყოფებოდა: „რაც შეეხება მანიპულაციას შკოდას ფირმის ავტომანქანასთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო გიორგობიანმა ბრეგვაძის წამოსაყვანად მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გაგზავნა, ეს ინფორმაცია არის ტყუილი, გელაშვილი იმ ღამეს…

მეტი...

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება კრიმინალურ პოლიციას გადაეცა

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბოცვაძემ საგანგებო პრესკონფერენცია გამარტა, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით  მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, იაკობ ბრეგვაძე (ფოტოგრაფი) საქმეში დაზარალებულია.   „საქმის მოცულობისა და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების ინტენსივობის გათვალისწინებით, საქმეზე გაფართოვდა საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად გამოძიებას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ყველა შესაძლო ვერსიაზე. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება. ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე,…

მეტი...

„ჩვენ დღეს ვასაჯაროებთ 112 – ში განხორციელებულ შეტყობინებებს, სადაც ჩანს, რომ ბრეგვაძემ შეტყობინების გაუქმება მოითხოვა“ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ წუთებში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მედიის კითხვებს მინისტრის მოადგილე პასუხობს. ვლადიმერ ბორცვაძის ინფორმაციით მიუხედავად ბრეგვაძის მიერ შეტყობინების გაუქმების მოთხოვნისა საპატრულო ეკიპაჟმა მაინც განაგრძო მისი ძებნა: „მომხდარის ღამით იაკობ ბრეგვაძე, მას შემდეგ რაც ავტო სამრეცხაო ტერიტორიას ტოვებს, იმალება ერთ – ერთ შენობაში და უკავშირდება 112 – ს, ის ვერ აზუსტებს ზუსტ ლოკაციას სად იმყოფება, პოლიციის ეკიპაჟები ცდილობენ ბრეგვაძის ადგილის დადგენას, ეკიპაჟები ვერ პოულობენ ლოკაციას და ოპერატორი თავიდან უკავშირდება ბრეგვაძეს, სწორედ ამ დროს იაკობ ბრეგვაძე ოპერატორს ეუბნება, რომ იმყოფება არაგვის ხიდებთან და განმარტავს რომ ჩხუბი დასრულებულია და შეტყობინების გაუქმებას…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შესაძლოა, კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალი დამძიმდეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, შსს-ში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბოცვაძემ  გამოძიების შედეგებისა და მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვალიფიკაციის შეცვლა არ გამოირიცხება. „საქმეზე გაფართოვდა საგამოძიები ჯგუფის შემადგენლობა და სს საქმეზე, ამჟამად გამოძიებას აგრძელებს საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი… შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება“ – განაცხადა ვლადიმერ ბოცვაძემ.  

მეტი...

“ეპიდემიოლოგთა უდიდესი ნაწილი ვარაუდობს შესაძლო მეორე ტალღას, რომელსაც შესაძლოა უფრო მაღალი გავრცელების ხარისხი ჰქონდეს” – დიმიტრი ხუნდაძე

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შესაძლებელია მეორე ტალღა ვირუსთან დაკავშირებით კვლავ იყოს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეთა ჯანმრთელობა იყოს დაცული, აქედან გამომდინარე მათი თქმით, აუცილებელია მოხდეს შეზღუდვებთან დაკავშირებული ვადების გახანგრძლივება. ის განცხადებები კი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან კეთდება, “ქართული ოცნებისთვის” არის სპეკულაციური. გარდა ამისა მმართველ გუნდში ამბობენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი უზრუნველყოფს არჩევნების მშვიდ და ჯანსაღ ვითარებაში ჩატარებას. “ეპიდემიოლოგთა უდიდესი ნაწილი ვარაუდობს შესაძლო მეორე ტალღას, რომელსაც შესაძლოა უფრო მაღალი გავრცელების ხარისხი ჰქონდეს და ზიანის კუთხითაც იყოს უფრო მძიმე, ამიტომ ვფიქრობ უპრიანია, რომ ხელისუფლებას დავუტოვოთ კრიზისის მართვის საშუალება საგანგებო მდგომარეობის შემოღების…

მეტი...

„დაიცავით უსაფრთხოების ის წესები, რაც ტყეში გადაადგილების დროს ვრცელდება“ – გარემოს დაცვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, სპეციალისტები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული დაუდევრობით. „ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანის დაუდევრობაა. გარემოში არსებული მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიშია ზაფხულის სეზონი. ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყეში ხანძრის გაჩენას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს  მოსახელობას, დაიცვან  უსაფრთოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომლებიც ტყეში გადაადგილებისას ვრცელდება. ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგები, უმრავლეს შემთხვევაში, სავალალოა. გარემოს ეროვნული სააგენტოს  ცნობით, 9 ივლისამდე, საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. 7 ივლისს, დასავლეთ საქართველოს დაბლობ…

მეტი...

ამერიკის კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილს ყინავს

ამერიკის კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილს ყინავს. 132 მილიონი დოლარიდან ქვეყანა 15%-ს ვერ მიიღებს, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის კომიტეტებს ანგარიშს არ მიაწვდის საქართველოში მთავრობის ეფექტური მუშაობის შესახებ. ინფორმაციას კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ გაყინვა არ ეხება დახმარების იმ ნაწილს, რომელიც განკუთვნილია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის, ან გენდერული ძალადობის და მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის დასახმარებლად.

მეტი...

9 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურში დააკავეს ქალი, რომელმაც საკუთარ 9 წლის შვილზე ფიზიკურად იძალადა. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, მოზარდზე დედამ ფიზიკურად იძალადა. სოციალური სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, ბავშვს აღენიშნება სხეულზე ტრავმები, ფაქტის შესახებ კი პოლიციას დედის ახლობელმა აცნობა. არასრულწლოვანი უსაფრთხო გარემოში იმყოფება. პროცესში ჩართული არიან სოციალური მუშაკებიც.

მეტი...

„მე იმ მორაგბეებს არ ვიცნობ და ვერავის ადვოკატი ვერ ვიქნები“ – ირაკლი აბუსერიძე „მედიაცენტრ მთავარში“

ამ ქვეყანაში ყველა ყველას ნაცნობია და ვიღაც ვიღაცას უჭერს მხარეს, ეს „ზონდერობას” არ უნდა ნიშნავდეს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ რაგბისტმა ირაკლი აბუსერიძემ განაცხადა. აბუსერიძე ყველას მოუწოდებს, რომ გამოძიებას დაელოდონ და ჩრდილს ნუ მიაყენებენ იმ სპორტსმენებს, ვისაც მომხდართან შეხება არ აქვს. „ჩრდილს ნუ მივაყენებთ სპორტის სახეობებს, ერთეული ადამიანების გამო ყველას შეურაცხყოფა მიაყენო არასწორია. ძალადობას ვგმობთ, მაგრამ დაველოდოთ გამოძიებას, ვინ იყო დამნაშავე , დაველოდოთ და ყველაფერს ფარდა აეხდება. რაც შეხება „ზონდერობის“ დაბრალებას, ამ ქვეყანაში ყველა ყველასთან ახლოს ვართ და არჩევნებზე ვიღაც შეიძლება ვიღაცას უჭერდეს მხარს, სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ცილისწამებას და…

მეტი...

კოვიდინფიცირების ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

5 ახალი დადასტურებული შემთხვევა არის ყველა შემოტანილი შემთხვევა, აქედან სამი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. დანარჩენი ორი შემოსული მოქალაქეა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. „გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა მატულობს, უკვე 87-%-ია და კოვიდცენტრებში ამ მონაცემების შეჯერებით 105 პაციენტი მკურნალობს“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი სულ 958 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 838, გარდაცვლილი – 15.

მეტი...

„არ შეიძლება, ცალკეული პირების გამო,  სპორტსმენებს ვეძახოთ „კუნთმაგარი და გონებაჩლუნგები“ – შოთა ხაბარელი „მედიაცენტრ მთავარში“

“ეს არის წინასაარჩევნოდ აგორებული შავი პიარი. სამწუხაროდ, ზოგიერთმა ჯგუფმა ტრაგედიას პოლიტიზირებული სახე მისცა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შოთა ხაბარელმა განაცხადა. ხაბარელისთვის მიუღებელია ცალკეული პირების გამო მთლიანად სპორტის სახეობებისა და სპორტსმენების დისკრედიტაცია. მისივე მოსაზრებით,  ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან სპორტსმენების „ზონდერებად“ მოხსენიება ქვეყნის იმიჯს ლახავს. „წამოწყებული ცილისწამება მათ დამსახურებებთან შეუსაბამოა, ჩვენ ვხედავთ, რომ შეტევა ხდება იმ ადამიანებზე, რომლებმაც ცნობადი გახადეს ჩვენი ქვეყანა, ესაა დისკრედიტაცია სპორტსმენების, როცა უწოდებენ „კუნთმაგარ და გონებაჩლუნგებს“ ეს ცუდად აისახება მომავალი თაობების ცნობიერებაზე, ძალადობა მიუღებელი, მაგრამ სამწუხაროდ ძალადობა ხშირად…

მეტი...