“ჩვენ დავინახეთ, რომ დარგი ახდენს ახალი სამუშაო ადგილების გენერირებას” – ლევან დავითაშვილი

სოფლის მეურნეობაში ახალ სამუშაო ძალაზე მოთხოვნა მნიშვნელოვანწილად არის გაზრდილი, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ მხრივ ახლა განსაკუთრებით აქტუალურია კახეთი.

„კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ზოგადად მობილობა შემცირებულია, მათ შორის საერთაშორისო მობილობა შეზღუდულია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ორგანიზებულად, სამუშაო ჯგუფის მიერ ხდება სამუშაო ძალის გადანაწილება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმგვარად, რომ სოფლის მეურნეობაში ადამიანების დასაქმების ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს. დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს საშუალებას, რომ სოფლის მეურნეობაში მოთხოვნა ახალ სამუშაო ძალაზე მნიშვნელოვანწილად არის გაზრდილი. ჩვენ დავინახეთ, რომ დარგი ახდენს ახალი სამუშაო ადგილების გენერირებას, განსაკუთრებით ახლა აქტუალურია კახეთის რეგიონი, სადაც არის სეზონური დასაქმების საშუალებები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, მისი შეფასებით, სხვადასხვა ხილის მოსავლის დაბინავება  ინტენსიურად და წარმატებით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები