აბიტურიენტები აფხაზეთიდან მალულად გადმოდიან, ერთ-ერთი ინფორმაციით, ენგურზე რამდენიმე ახალგაზრდა დაიღუპა

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიას განცხადებით, გალის რაიონში და მთელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმე გვაქვს საშინელ ჰუმანიტარულ კატასტროფასთან. როგორც გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, უამრავი,  შიმშილით სიკვდილს გამოქცეული ადამიანმა, ასევე აბიტურიენტები და სტუდენტები სხვადასხვა შემოვლით გზებს იყენებენ, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას შეაფარონ თავი. „წლების განმავლობაში, ისედაც გაუსაძლის პირობებში, მცხოვრები გალის რაიონის მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა კორონავირუსულმა პანდემიამ. ოკუპანტების მიერ გარე სამყაროსაგან მოწყვეტილ ადამიანებს ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ხელი არ მიუწვდებათ ძირითად საარსებო წყაროზე – შემწეობაზე და პენსიაზე. ამის გამო მათი დიდი ნაწილი შიმშილობს, მთელი რაიონი წამლების მწვავე დეფიციტს განიცდის.…

მეტი...

“ხორციელდება ბულინგი და ზეწოლა ანი გაბეჩავაზე” – 18 ივნისის წვეულების მასპინძელი გამოკითხვაზე იმყოფება

მცხეთაში, 18 ივნისის წვეულების მასპინძელი ანა გაბეჩავა მცხეთის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. გაბეჩავა გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა. ანი გაბეჩავას ადვოკატი ლიკა ბითაძე აცხადებს, რომ გოგონას მიმართ, დიდი ხანია, ბულინგი და ზეწოლა ხორციელდება. “მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ვართ აქ. ხორციელდება ბულინგი და ზეწოლა ანი გაბეჩავაზე,”- განაცხადა ლიკა ბითაძემ. შეგახსენებთ, რომ 19 ივნისის დაპირისპირება, რომელსაც გიორგი შაქარაშვილის სიცოცხლე შეეწირა, სწორედ ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე დაიწყო.

მეტი...

ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, ხვალ, დილის 08:00 საათიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გორგოძის თქმით, აბიტურიენტებს გამოცდის ჩაბარება ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოუწევთ. საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. გორგოძე კიდევ ერთხელ განმარტავს უსაფრთხოების წესებს, რომლის დაცვაც საგამოცდო ცენტრებში აუცილებელი იქნება. „აბიტურიენტები უნდა მობრძანდნენ პირბადით. თუ არ ექნებათ, ჩვენ უზრუნველვყოფთ. გაივლიან თერმოსკრინინგს. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ცენტრებში ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს, ჩავურთავთ კონდიციონერს, თუმცა ამ შემთხვევაში უნდა გაიკეთონ პირბადე. აბიტურიენტებმა უნდა მოიტანონ პირადობა და საგამოცდო ბარათი. სექტორში შეუძლიათ შეიტანონ წყალი პლასტმასის ბოთლით და შავგელიანი კალამი. სექტორში მერხებს…

მეტი...

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონიც არის

თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულები სასამართლოში გადაჰყავთ. დაკავებულებს შორის არის იური ლომაძე, ევროპის ვიცე ჩემპიონი და საქართველოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ პირს ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში და წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ფედერაცია ხვალ გააკეთებს განცხადებას.

მეტი...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა – რეკომენდაციები

პანდემიის პირობებში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა რეკომენდაციები ტურისტული კომპანიების, ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორების, გიდებისა და მძღოლებისთვის. დოკუმენტის თანახმად, ტურზე წასვლამდე უნდა განხორციელდეს გიდის, მძღოლისა და ტურისტთა თერმოსკრინინგი. მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის. ​თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად. ამასთან, ტურისტული ჯგუფი, მათ შორის გიდი და მძღოლიც, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. დახურულ სივრცეში ნიღაბი წარმოადგენს აუცილებლობას, ხოლო ხელთათმანი, პირბადე და დამცავი ფარი ან სათვალე, გამოიყენოს საჭიროების შესაბამისად. „მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი. ტურისტების ყოველი გადაყვანის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია/სანიტარული დამუშავება; ავტოტრანსპორტის დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღებით დამუშავდეს…

მეტი...

“ღმერთმა მოგცეთ ძალა, სიმშვიდით, სიბრძნით წარმართოთ ეს გამოცდები” – მეუფე დანიელი აბიტურიენტებს

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აბიტურიენტები დალოცა. „ქრისტეს გარეშე სიცოცხლე სიკვდილია, ხოლო ქრისტესთან ერთად სიკვდილი სიცოცხლეა. ამ რწმენამ გადაგვარჩინა ამ ეპიდემიისაგან და კიდევ გადაგვარჩენს იმ განსაცდელებისაგან, რომელსაც ეგულების მოსვლად ყოველსა სოფელსა ზედა გამოცდად მკვიდრთა, ამის შესახებ ამბობს იოანე ღვთისმეტყველი. იქნება ჟამი დიდი განსაცდელებისა. ივერია არამარტო გადარჩება, მაშინ როდესაც, მთელს მსოფლიოში იქნება რწმენის სრული გაქრობა, ივერია გაბრწყინდება. არაფრის არ შეგეშინდეთ ღმერთმა დიდხანს უცოცხლოს საქართველოს ჩვენი პატრიარქი, დღეს საქართველო მსოფლიოში წარმოჩინდა, როგორც, ყველაზე ძლიერი სამწყსო მართმადიდებელი ეკლესიისა. დღეს ჩვენთან არიან აბიტურიენტები, იწყება ეროვნული გამოცდები, გადმოგცემთ პატრიარქის დალოცვას. ღმერთმა მოგცეთ ფიზიკური და სულიერი ძალა, რომ თქვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი…

მეტი...

ლისზე კლასტერებს შორის დისტანცია დაცულია, პერიმეტრს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს

„ლისის ტბაზე“ ბანაობისა და გარუჯვის პერიოდი აქტიურია, თუმცა, ბანაობაზე მეტად დამსვენებლები გასარუჯად არიან სანაპიროზე  დაწოლილები. “კორონავირუსის” გამო არსებული რეკომენდაციები ძირითადად გათვალისწინებულია,  ერთად მხოლოდ ოჯახური თუ სამეგობრო “კლასტერის” წევრები წვანან, უცხოსთან კი ერთ მეტრიანი შუალედი დაცულია. პერიმეტრს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს, ბანაობის შემთხვევაში კი, სამაშველო სამსახურიც ადგილზეა.     

მეტი...

ქუთაისში “ენმ“-ს შეხვედრაზე 5 ავტომობილი დაიმტვრა (ექსკლუზივი)

“მედიაცენტრი მთავარის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე BMW-ს მარკის ავტომანქანა გაჩერებულ ავტომანქანებს შეეჯახა. “ენმ“-ს ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე ამ დროს მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა. როგორც “მედიაცენტ მთავარს“ ქუთაისის “ენმ“-ს რეგიონულმა წარმომადგენელმა განუცხადა, დამტვრეულია ლიდერების ავტომანქანებიც. “დაიმტვრა დიმიტრი შაშკინის მანქანა და პრესსამსახურის წარმომადგენელის, გიორგი პატარაიასიც. იმედია, შემთხვევითობაა. ვმართავდით შეხვედრას“, – განაცხადა ქუთაისის “ენმ“ – ს წარმომადგენელმა ირაკლი გვალიამ “მედიაცენტ მთავართან“. ამ დროისთვის ქუთაისში წერეთლის ქუჩაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. “მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია, წაროს და ლინკის მითითება.

მეტი...

“ერთ-ერთ ძირითად და სერიოზულ ვერსიად განზრახ მკვლელობა რჩება” – გიორგი შაქარაშვილის ბიძა

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, ფეხბურთელი თავად ჩავარდა მდინარეში თუ ვინმემ ეს კვალის დაფარვის მიზნით გააკეთა, ოჯახისთვის ერთ-ერთ ძირითად და სერიოზულ ვერსიად, განზრახ მკვლელობა დარჩება. „ბლაგვი საგანი, შეიძლება, ცემის დროსაც იყო გამოყენებული. მათ შორის, შეიძლება, მუშტსაც ერქვას ბლაგვი საგანი, შეიძლება – ხის ძელს და ა.შ. კომპლექსურად უნდა გაირკვეს ყველაფერი. აქ ერთ კითხვაზე რომ პასუხი გასცე, მაგალითად, ბავშვი წყალშია დამხრჩვალი თუ – არა, ეს რას სცემს პასუხს? საერთოდ არაფერს. თუ წყალშია დამხრჩვალი, შეიძლება, ვიღაცამ ჩაიყვანა და დაახრჩო. რამის გამორიცხვა შეიძლება ამით? არაფერი ამით არ ხდება. დახრჩობის ფაქტთან დაკავშირებით,…

მეტი...

რა წესები უნდა დაიცვათ ზღვაზე – რეკომენდაციები

ჯანდაცვის სამინისტრომ ზღვის სანაპირო ზოლისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ძირითადი რეკომენდაციები: პლაჟის ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ; მიზანშეწონილია, განისაზღვროს სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკები. ასევე განიხილეთ პლაჟების ზონებად დაყოფის შესაძლებლობა. უზრუნველყავით სანაპირო ზოლის დასუფთავება ნარჩენებისგან პერიოდულად, ერთჯერად პარკებში, საიდანაც დახურული სახით მოხვდება ნაგავსაყრელ ყუთებში. სანაპირო ზოლის დასუფთავებაში მონაწილე პირი აღჭურვეთ: ხელთათმანებით; სახის დამცავი ფარით/ნიღბით; პლაჟის ტერიტორიაზე არსებულმა ყველა ინფრასტრუქტურულმა ობიექტმა ოპერირებისას იხელმძღვანელოს ,,სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული…

მეტი...

“თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მარინა ენდელაძე

“თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – ამის შესახებ კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. „თბილისის ინფექციურ კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზის მქონე 23 პაციენტია მოთავსებული. უმეტესი პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გვყავს რამდენიმე საყურადღებო პაციენტი, რომელთა პროგნოზი ვფიქრობ, კეთილსაიმედოა. გუშინ ჩვენგან გაეწერა ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი და შემოვიდა ერთი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ

მეტი...

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

“კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ყველა არის იმპორტირებული”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, სამი ახალი ინფიცირებულიდან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კი ამოქმედდება. კანონპროექტით 6 მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდება. 2020 წლის არჩევნებზე უმაღლეს საბჭოს 21 დეპუტატიდან სამს მაჟორიტარული, 18 კი პროპორციული წესით აირჩევენ. საუბარია ბუნებრივ ბარიერზე, ბლოკები კი უცვლელი რჩება. ბოიკოტის რეჟიმში რჩება „ნაციონალური მოძრაობა“. მათივე თქმით, არ შესრულებულა 8 მარტის შეთანხმება. სხდომას ევროპული საქართველოსა და „ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებიც არ ესწრებოდნენ. უმრავლესობის წევრების განცხადებით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. მათივე თქმით, საზოგადოების დაკვეთა შეასრულეს უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 951 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 828-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3569 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –199

მეტი...