ბათუმში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

ბათუმში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, გიორგი კიკაბიძემ აღნიშნა, ინფიცირებულია 27 წლის მამაკაცი და 37 წლის ქალბატონი. „ახალგაზრდა მამაკაცს 24 ივნისს ყაზახეთში დაუდასტურდა ვირუსი, რამდენიმე დღეში მან გაიკეთა განმეორებითი სწრაფი ტესტი, რამაც ინფიცირება არ დაადასტურა, ამიტომ მას სამშობლოში დაბრუნების ნება დართეს. ახალგაზრდა მამაკაცმა გამოიჩინა დიდი პასუხისმგებლობა, საზღვარზევე განაცხადა თავისი ისტორიის შესახებ და მას დამატებით „პისიარ“ ტესტი უკვე საქართველოში ჩაუტარდა, რის შემდეგაც ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ის მოთავსებულია რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა არის ძალიან მსუბუქი და თავს კარგად გრძნობს“, – განაცხადა გიორგი კიკაბიძემ. რაც შეეხება 37 წლის ქალს, რესპუბლიკური საავადმყოფოს…

მეტი...

ოკუპანტებმა სოფელ რიყედან 21 წლის მამაკაცი გაიტაცეს

გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა 21 წლის ტატო ზარქუა დააკავეს. ზარქუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა. ახლობლების ინფორმაციით, ის გუშინ დღის მეორე ნახევრის შემდეგ გაუჩინარდა, მისი ტელეფონი გამორთულია. „გუშინ გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა, გვეგონა დაიკარგა, დღეს კი გავიგეთ, რომ გალში, იზოლატორში იმყოფება. სხვა დამატებით არაფერი ვიცით. საოკუპაციო ძალები მას სავარაუდოდ საზღვრის კვეთას ედავებიან,“ – აცხადებენ დაკავებულის ახლობლები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. თუმცა უწყებაში ზარქუას გატაცების ფაქტს ჯერ არ ადასტურებენ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 948 შემთხვევაა დადასტურებული. ამასთან, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 825-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3569 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 199

მეტი...

საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადავარდნილი სამი წლის ბავშვი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადავარდნილი სამი წლის ბავშვი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. როგორც ციციშვილის საავადმყოფოს ექიმმა, ნინო უმეკაშვილმა განაცხადა, ბავშვი რჩება მართვით სუნთქვაზე. „ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, აქვს ქალაფუძის, სახის ძვლების მრავლობითი და ზემო კიდურის მოტეხილობა, უკიდურესად მძიმე და არასტაბილურად რჩება. დღეს დილით პაციენტთან ჩატარდა ნეიროქირურგიული ჩარევა, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმედ“, – განაცხადა ექიმმა. თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან სამი წლის ბავშვი გუშინ გადავარდა.

მეტი...

ზურაბ დადეშელის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული უდანაშაულოდ სცნეს

რუსთავის სასამართლომ დავით მუმლაძის, იგივე ზურაბ დადეშელის მკვლელობის, ჯგუფურად უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და უკანონო თავისუფლების აღკვეთის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსი პირის მიმართ განაჩენი გამოიტანა. ბრალდებულ ზურაბ ჯღარკავას 20-წლიანი, დავით მიროტაძესა და მიხეილ ღუბიანურს 10-10, ხოლო დიმიტრი დუღაშვილსა და გიორგი გეთაშვილს  9-9 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულ კიდევ ერთი პირს, გიორგი ასათიანს, ის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლის გამოტანილ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა, მოკლული დავით მუმლაძის ოჯახის განცხადებით, ბრალდებულების სასჯელი არაადეკვატურია. დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ხუთი პირი 2019 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს, მათ შორის იყვნენ მოქმედი და ყოფილი პოლიციელები. ზურაბ ჯღარკავას დაკავება კი იანვრის…

მეტი...

თამარ ჩერგოლეიშვილი ქალების პარტიას აფუძნებს და 2024 წლისთვის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

“ტაბულას” მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ახალ პარტიას ქმნის. როგორც თავად ამბობს, პარტიას იმ მიზნით აყალიბებს, რომ კვოტები გააუქმოს. ამოცანა ქალების ემანსიპაცია იქნება კონტ-პროდუქტიული პოზიტიური დისკრიმინაციის გარეშე. “მე ვთვლი, რომ საქართველოში ქალები დგანან უმძიმესი პრობლემების წინაშე, რომელიც, პირველ რიგში, გამოწვეულია იმ მავნე და დრომოჭმული სტერეოტიპებით, რაც ხშირ შემთხვევაში ქალებს აიძულებს, რომ ქორწინების მიღმა გაჩენილი შვილები სანაგვეში გადაყარონ. მე ვთვლი, რომ ამ სტერეოტიპს აძლიერებს ის, რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა, როდესაც კაცები დაავალდებულა, რომ ყოველ მეოთხედ ქალი ჩაისვან. ვაფუძნებ ქალების პარტიას და 2024 წლისთვის შევეცდები, რომ 10 ქალი, ყოველგვარი კაცების და მეოთხე კაცის გარეშე გავიყვანო. კონსტიტუციის სულისკვეთება ის არის,…

მეტი...

“ფასდაუდებელია აშშ-ის დახმარება ბოლოდროინდელი გამოწვევის პერიოდში” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნა, საქართველოსა და აშშ-ს მრავალი წელია ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, მათი მხარდაჭერის წყალობით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სხვადასხვა დარგის განვითარების თვალსაზრისით. „ფასდაუდებელია აშშ-ის დახმარება ბოლოდროინდელი მსოფლიო გამოწვევის პერიოდში. მსგავსი კრიზისი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამერიკელი და ქართველი ხალხის მეგობრობას. აღსანიშნავია, რომ ამ რთულ პერიოდში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითმა ცენტრმა, რომელიც არის აშშ-ის მთავრობის უპრეცედენტო ტექნიკურ-ფინანსური ინვესტიცია საქართველოში. არ შემიძლია არ გამოვყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც სწორედ ამერიკული…

მეტი...

“ჩვენი მეგობრობა ძლიერია!” – არჩილ თალაკვაძე აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. განცხადება არჩილ თალაკვაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. “ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! გვეამაყება, რომ ჩვენი ერები ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერით იღწვიან თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენი მეგობრობა ძლიერია!” – წერია არჩილ თალაკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

“დავით ჭაკუა გერმანიის მთავრობამ საქართველოს წინასაარჩევნო საჩუქარად გადმოსცა” – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ დავით ჭაკუა გერმანიის მთავრობამ საქართველოს წინასაარჩევნოდ საჩუქარად გადასცა. როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, დავით ჭაკუა შესანიშნავად ცხოვრობდა გერმანიაში და არავინ ითხოვდა გადმოცემას, მისი ექსტრადირება კი, წინასაარჩევნო პერიოდს დაამთხვიეს. „ჩემი აზრით, ბატონი ჭაკუა გერმანიის ხელისუფლებამ საქართველოში გერმანიის ელჩის დიდი რუდუნებით, წინასაარჩევნო საჩუქრად გამოუგზავნა ბიძინა ივანიშვილს, რათა შექმნან შთაბეჭდილება, რომ ეს ბატონი ებრძვის დამნაშავეებს, მოძალადეებს. აღნიშნული პატიმარი შესანიშნავად ცხოვრობდა გერმანიაში, არავინ არ ითხოვდა მის გადმოცემას და დაამთხვიეს წინასაარჩევნო პერიოდს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით, გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას ექსტრადიცია გუშინ განხორციელდა.

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტრომ გადაუდებელი დახმარების ცენტრს სუნთქვის პორტატული აპარატები გადასცა

ჯანდაცვის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის „კოვიდ-19“-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის” ფარგლებში, სუნთქვის პორტატული აპარატები შეიძინა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყების ეროვნულ სასწავლო ცენტრში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი თინათინ ხარძიანი, მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე ესწრებოდნენ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხუთი პორტატული სუნთქვის აპარატი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს გადასცა. ჯამში, სულ – 20 ასეთი აპარატის გადაცემა იგეგმება. აღნიშნული სამედიცინო აღჭურვილობა ცენტრის რეანიმობილებში განთავსდება და გათვილი იქნება, როგორც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი…

მეტი...

“თავისუფლება, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, ეს ის ღირებულებებია, რომელიც ჩვენ აშშ-სთან გვაერთიანებს – Long live America!” – პრეზიდენტი

“Long live America!” – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პრეზიდენტის განცხადებით, ეს დღე ნებისმიერი ერის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, საქართველოსთვის აშშ-სგან ფინანსური დახმარება პანდემიასთან ბრძოლისთვის უმნიშვნელოვანესია. “244 წლის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის დეკლარაციას. ეს დღე, ნებისმიერი ერის ისტორიაში, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, არა მხოლოდ თავისი სიმბოლიკით, არამედ იმიტომაც რომ ეს დღე, იმ ღირებულებების მატარებელია, რომლის ირგვლივაც ერთიანდება ერი. ეს ღირებულებები მთელმა მსოფლიომ იცის: თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია. ეს ის ღირებულებებია, რომელიც ჩვენ ასევე, გვაერთიანებს ამერიკასთან და რომელსაც სრულიად ვიზიარებთ. ეს ის ღირებულებებია, რომელიც…

მეტი...

“ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ” – კელი დეგნანი

“საქართველოში გატარებული ხუთი თვის შემდეგ, ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, როდესაც აშშ აღნიშნავს დამოუკიდებლობის გამოცხადების 244-ე წლისთავს, შთამბეჭდავია იმის ხილვა, თუ რა დიდი გზა გამოიარა და რამდენია კიდევ გასაკეთებელი, რათა დამოუკიდებლობის დეკლარაციის მისწრაფებები, რომ აშშ-ის ყველა მოქალაქეს თანაბრად ჰქონდეს სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერების უფლება. „საქართველოში გატარებული ხუთი თვის შემდეგ, ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ. ქართველები ასევე თავისუფლების მოყვარული ხალხია, თქვენ მოგიხდათ ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. თქვენ გამოიჩინეთ ნამდვილი სიმამაცე და რწმენა,…

მეტი...

სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული 30 ოჯახისთვის აჭარის მთავრობა 308 518 ლარს გამოყოფს

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 30 ოჯახს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 308 518 ლარს გამოუყოფს. თანხა გაიცემა ქალაქ ბათუმის, ხულოს, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში დაზარალებულ ოჯახებზე. ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ 17 ოჯახს გამოეყოფა – 118 518 ლარი; ქალაქ ბათუმში ხანძრის შედეგად დაზარალებულ რვა ოჯახს – 20 000 ლარი; ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ერთ ოჯახს გამოეყოფა – 10 000 ლარი; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ ოთხ ოჯახს – 60 000 ლარი. 2020 წელს სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის…

მეტი...

“აზერბაიჯანში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულე აბიტურიენტთა სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს” – განათლების სამინისტრო

“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდნენ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და შექმნილი ვითარების გამო ვერ ახერხებენ საქართველოში შემოსვლას, გამოცდების ჩაბარების მიზნით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსდებიან”, – ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ კატეგორიის აბიტურიენტები, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ირიცხებოდნენ, თუმცა სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემოდა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. „კოვიდ-19“ პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილებისა და აზერბაიჯანში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, წელს…

მეტი...

კოვიდინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია

“კოვიდინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, დღეისთვის კოვიდცენტრებში 106 ინფიცირებული მკურნალობს. „მათგან ერთი ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდა. მისი მდგომარეობა არაა მძიმე. ჩატარებული კვლელევით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება. აქამდე გვყავდა 23 პაციენტი და გაგვიხდა 24 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ ჩვენთან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ის, ალბათ, დღეს დატოვებს ჩვენს ცენტრს. ჩვენთან მყოფი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა უცვლელია: ძირითადად, საშუალო სიმძიმისა და მათზე მსუბუქი პაციენტები გვყავს“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 946 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 825 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3310 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 203.

მეტი...