ესტონეთი საქართველოსთან საზღვრებს ხსნის

  •  

 ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკომისიის მიერ საზღვრების ეტაპობრივი გახსნის რეკომენდაციის საფუძველზე, 6 ივლისიდან ქვეყანაში შესვლის უფლება ექნებათ ევროკავშირის არაწევრი 14 ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან მომავალ მგზავრებს. ინფორმაციას ესტონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „ესტონეთის საზღვრის გადმოკვეთისათვის აუცილებელი წინაპირობაა: საზღვრის გადაკვეთისას პირს არ უნდა აღენიშნებოდეს კორონავირუსის (COVID-19) სიმპტომები; პირი იმ ქვეყანაში, საიდანაც მოემგზავრება ესტონეთში, იმყოფებოდა ბოლო 14 დღის განმავლობაში („კოვიდ-19“-ის ინკუბაციისთვის საჭირო პერიოდი). საგულისხმოა, რომ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში, საიდანაც პირი შემოდის ესტონეთში, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე 16 დაინფიცირებულზე მეტია, მგზავრი დაექვემდებარება ორკვირიან სავალდებულო თვითიზოლაციას“, – ნათქვამია…

მეტი...

საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების დაწესების უფლება მთავრობას შესაძლოა, 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდეს

  •  

 „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მოქმედების ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს. საუბარია 2020 წლის 15 ივლისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდზე. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დიმიტრი ხუნდაძემ, დიმიტრი მხეიძე, ზურაბ ხაჩიძემ და ილია ნაკაშიძემ მოამზადეს. ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ არჩევნები ჩავატაროთ კარგად, გადავარჩინოთ ეკონომიკა და რაც მთავარია, გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საკანონმდებლო ცვლილებაზე კომენტარისას. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, საქართველომ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო, ეფექტიანად ემართა ვითარება არამხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს, არამედ მისი დასრულების შემდეგაც. მამუკა მდინარაძის შეფასებით, უნდა არსებობდეს რეგულაციები, რომელიც ეპიდსიტუაციის…

მეტი...

“დავიჯეროთ, რომ საქართველოს და მის მთავრობასაც შეუძლიათ რაღაცის სხვაზე უკეთ გაკეთება” – თენგიზ ცერცვაძე

  •  

 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით საზღვრის გახსნაზე გადაწყვეტილება საქართველომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს. „გასათვალისწინებელია არა მარტო ის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, არამედ რამდენად არის ის ქვეყანა უსაფრთხო, რომელთანაც უნდა გავხსნათ საზღვრები. შესაძლოა, ის არ იყოს მთლად ჩვენსავით უსაფრთხო. უნდა გავითვალისწინოთ ტენდენციები როგორია ქვეყანაში. როგორია იქ უსაფრთხოების ზომები, რამდენად მოწესრიგებულია კონტროლი და სხვა. ყველაფერ ამის მიხედვით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ რადგან ჩვენ ეკონომიკურად არ ვართ ძლიერი ქვეყანა, თუ კი ვინმე მოისურვებს რომ ჩვენთან გახსნას საზღვრები და აღადგინოს ბიზნესი, ყველას უნდა გავუღოთ კარი ჩვენი ინტერესების დაცვის გარეშე.…

მეტი...

“ჩვენ არჩევნები უნდა ჩავატაროთ დათქმულ დროს, კონსტიტუციით განსაზღვრულ თვეს, დღეს და რიცხვში” – მამუკა მდინარაძე

  •  

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველომ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო, ეფექტიანად ემართა ვითარება არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს, არამედ მისი დასრულების შემდეგაც. „ამის კარგი გაგებით ბრწყინვალე იარაღი აღმოჩნდა ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ და რომლის გაგრძელებაზეც ახლა არის საუბარი. მოგეხსენებათ, რომ ამ თვის 15-მდე იყო შესაბამისი ვადა, თუმცა გარდა იმისა, რომ ჩვენ ამ რეგულაციებით, შესაბამისი მექანიზმებით ერთი მხრივ ვიცავთ მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე ვიცავთ ინტერესს, რომ ეკონომიკას მიადგეს ნაკლები ზიანი. მოგეხსენებათ ასევე ისიც, რომ ამ რეგულაციების არსებობის პირობებში ჩვენ გავხსენით უფრო მეტად ეკონომიკა. რეგულაციები საჭირო არ გახდა, პირიქით.…

მეტი...

სომხეთის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას გეგმავს

  •  

 სომხეთის ხელისუფლება კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, 16 მარტს შემოღებული საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სომხეთში შეზღუდვები ამჟამად 13 ივლისამდეა ძალაში. ბოლო დღე-ღამეში 162-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. სომხეთში კორონავირუსისგან 16 302 ადამიანი განიკურნა.

მეტი...

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

  •  

 საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. საელჩოს ცნობით, კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ისრაელის მთავრობამ 6 ივლისს ახალი შეზღუდვები დაამტკიცა. საელჩო მოქალაქეებს მიმართავს, გაითვალისწინონ, რომ დაიხურა სადღესასწაულო დარბაზები, ბარები, ღამის კლუბები, სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები და საკონცერტო დარბაზები. რესტორნებში დამსწრეთა რაოდენობა 20-მდე შეიზღუდა, ხოლო ღია და დახურულ სივრცეში ნებადართული ზღვარი 30 ადამიანს შეადგენს.

მეტი...

“ახალი შემთხვევების მხრივაც, საქართველო ევროპაში არის ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში” – თენგიზ ცერცვაძე

  •  

 თბილისის იფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები კვლავ მზარდია, ხოლო საქართველო პრაქტიკულად ყველა მაჩვენებელით ევროპაში საუკეთესოა. „მსოფლიოში რაოდენობა არა თუ არ იკლებს, არამედ იმატებს. მართალია, ცალკეულ ქვეყანაში იკლებს, მაგრამ ჯამში უფრო იმატებს, ვიდრე იკლებს. თქვენ იცით, რომ საქართველო პრაქტიკულად ყველა მაჩვენებელით ევროპაში საუკეთესოა. მას ჰყავს ყველაზე ნაკლები „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით და ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი, გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტია – 1.6. ახალი შემთხვევების მხრივაც, საქართველო ევროპაში არის ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში. სულ სამი, ორი, ოთხი ახალი შემთვევაა, ანუ ერთნიშნა რიცხვით. დღევანდელი მონაცემებით ევროპაში ხომ…

მეტი...

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული მამაკაცი თავისუფალია

  •  

 ოკუპირებულ აფხაზეთში საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ტატო ზარქუა თავისუფალია. ის რამდენიმე წუთის წინ რუხში ენგურის ხიდით გადმოვიდა. ტატო ზარქუას გათავისუფლებას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ტატო ზარქუას ნათესავების ინფორმაციით, ზარქუა 3 ივლისს საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა. ტატო ზარქუას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ.

მეტი...

“საპატრიარქოში მიღება ერთადერთი მიზნით ვითხოვეთ, გამოგვეხატა მთელი უნგრეთის პატივისცემა ილია მეორისა და საქართველოს ეკლესიის მიმართ” – პიტერ სიიარტო

  •  

 “საქართველოს საპატრიარქოში მიღება ერთადერთი მიზნით ვითხოვეთ, რომ გამოგვეხატა ჩვენი და მთელი უნგრეთის ღრმა პატივისცემა პირადად თქვენ მიმართ და თქვენი ეკლესიის მიმართ”, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საპატრიარქოში, ილია მეორესთან შეხვედრისას განაცხადა. „ეს შეხვედრა პირადად ჩემთვის, ისევე როგორც ჩემი დელეგაციის თითოეული წევრისთვის, ასევე უნგრეთის სახელმწიფოსთვის, არის ძალიან დიდი პატივი. ეს მიღება ერთადერთი მიზნით ვითხოვეთ, რომ გამოგვეხატა ჩვენი და მთელი უნგრეთის ღრმა პატივისცემა პირადად თქვენ მიმართ და თქვენი ეკლესიის მიმართ“,- აღნიშნა პიტერ სიიარტომ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი…

მეტი...

“მძიმე შედეგები იქნება. მედიამ, მოყვარულებმა, ადვოკატებმა, საჯაროდ უკვე “დაალაგეს” ჩვენებები” – ექსპერტი შაქარაშვილის საქმეზე

  •  

 “რეალურად ჯერ არაა ცნობილი, თუ რით დაიღუპა ახალგაზრდა ვაჟი. მძიმე შედეგები იქნება ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისთვის, იმიტომ, რომ, მედიამ, მოყვარულებმა, ადვოკატებმა, საჯაროდ, სახალხოდ, უკვე “დაალაგეს” ჩვენებები”, – ამის შესახებ ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით წერს. “არ მინდოდა, აქ, ამ საქმეზე რაიმე მეთქვა, მაგრამ, ტელეეთერები დუღს: -ყველა “ეცნობა” და საჯაროდ ციტირებს “ჩვენებებს” (გამოკითხვის ოქმებს)!-ყველას აქვს ვერსია, საკუთარი ფანტაზიის მიხედვით!-ბევრი “უკვე” აღარ ენდობა გამოძიებას!-ბევრი უკვე “მკვლელების” უმკაცრეს დასჯას ითხოვს! – ქუჩაში გამვლელებს, სატელევიზიო ინტერვიუში, გამოაქვთ ვერდიქტი!-სატელევიზიო ინტერაქტივი ნაფიც მსაჯულების კომპეტენციას ითავსებს! რეალურად კი ჯერ არაა…

მეტი...

“500-მეტრიან რადიუსში დგომის აკრძალვა კომიკურია” – ირაკლი კობახიძე

  •  

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსით იკრძალება 25-მეტრიან რადიუსში აგიტაცია და ამომრჩევლის ფიზიკურად შეფერხება, თუმცა დგომის აკრძალვა გათვალისწინებული არ არის. „ამ ეტაპზე ჩვენ საარჩევნო კოდექსით ვკრძალავთ მხოლოდ სააგიტაციო მასალის განთავსებას 25-მეტრიან რადიუსში და იკრძალება ამომრჩევლის ფიზიკურად შეფერხება, მაგრამ დგომის აკრძალვა საარჩევნო კოდექსით არ არის გათვალისწინებული. რაც შეეხება 500-მეტრიან აკრძალვას, ეს საერთოდ კომიკურია. მაგალითად: პარლამენტის გვერდით, პირველი სკოლის შენობაში არის საარჩევნო უბანი და რომ დაწესდეს 500-მეტრიანი კი არა, 50-მეტრიანი რადიუსი, ადამიანებს აეკრძალებათ გაჩერებაზე დგომაც კი. ეს არის აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი და კომიკური. კარგად ჩანს, რომ მათ ინტერესებში არ…

მეტი...

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველმა დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

  •  

 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველმა დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. გორგოძემ მადლობა გადაუხადა აბიტურიენტებს, რომ გაგებით მოეკიდნენ ყველა დამატებით რეგულაციას.  „მადლობა მინდა ვუთხრა აბიტურიენტებს, რომ გაგებით მოეკიდნენ ყველა იმ დამატებით რეგულაციას, რაც წელს ჰქონდათ გასავლელი იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად უზრუნველგვეყო მათი და ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დამატებითი პროცედურა გვქონდა, რაც ეხება დისტანცირებას, თერმოსკრინინგს, ხელების დეზინფექციას და ა.შ. ცენტრების 90%-ში ერთ საათში ნაკლებ დროში მოხერხდა რეგისტრაციის დასრულება, რაც ძალიან კარგია. ყველას დიდი მადლობა, რომ ხელი შეგვიწყვეს ყველა ამ პროცედურის გავლაში“,- განაცხადა გორგოძემ.…

მეტი...

მესტიაში, ტყის მასივში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

  •  

 მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის თემის სოფელ იდლიანში, ლებურცხილას მთაზე ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამუშაოებში ჩართულია 20 მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.  დაკვამლიანებაა სოფელ იდლიანში. ხანძრის სიახლოვეს დაახლოებით 11 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე დაკვამლიანების გამო, ბავშვები სახლიდან გაიყვანეს. ხანძარი ტყის მასივში 4 ივლისს, გვიან ღამით, მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესს ხელს უშლის ძლიერი ქარი.

მეტი...

საქართველოში ხვალ ტემპერატურამ შესაძლოა, 42 გრადუსს მიაღწიოს

  •  

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია, 40, 42, მთიან რაიონებში 35, 37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 34, 39, მთიან რაიონებში კი 29, 34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყის ხანძრების გაჩენას. 8 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 11 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება, დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს…

მეტი...

“დასკვნა უნდა იყოს ან ჰო, ან – არა, ექსპერტის ვარაუდები არ გვჭირდება” – ადვოკატი გარდაცვლილი შაქარაშვილის ექსპერტიზაზე

  •  

 “კერძო ექსპერტის საუბრები ტელევიზიითა და სხვა საშუალებებით, მე არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვარაუდი გავაკეთო, ან რამეზე ვიფიქრო. ჩემთვის მნიშვნელოვანია კვალიფიციური დასკვნა, რომელსაც მე ჯერ ვერ ვხედავ”, – ეს განცხადება გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ორგანიზების ბრალდებით დაკავებული “მერსედესის” მძღოლის – გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. გიორგი ყიფშიძის თქმით,  თუ დასკვნა არ იქნა აბსოლუტური, ამ საქმეში არ შეიძლება რამის ვარაუდი. “მე რომ ვისმენ ექსპერტების საუბარს, ესაა აგებული ისევ ვარაუდებზე. ანუ, შეიძლება იყოს ასე, შეიძლება იყოს – ისე. მე კონკრეტული მითითება და წერტილის დასმა ამ საქმეში ვერ ვნახე, ვერც ზეპირად და ვერც წერილობით.…

მეტი...

“ეს უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ძალიან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში” – ირაკლი კობახიძე საარჩევნო პროგრამაზე

  •  

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა მზადების პროცესშია. მისივე თქმით, მმართველი პარტია ძალიან დეტალურ საარჩევნო პროგრამას წარადგენს. კობახიძე ამბობს, რომ პროგრამაზე მუშაობა სავარაუდოდ, თვის ბოლოსკენ დასრულდება. „ბუნებრივია, პროგრამა მოიცავს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი განვითარების ყველა მიმართულებას. ეს არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, სოციალური საკითხები, საგარეო პოლიტიკის საკითხები. ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან კონკრეტული პროგრამა წარდგენილი საზოგადოების წინაშე და ეს უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ძალიან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში. პოზიტიური იყო ყველა პროგრამა, რაც კი „ქართულმა ოცნებამ“ დღემდე წარადგინა. 2016 წელს ჩვენი სლოგანიც იყო –…

მეტი...

ტელეფონის აღმოჩენის გამო, ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა

  •  

 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, ტელეფონის აღმოჩენის გამო, ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა. ამის შესახებ გორგოძემ ეროვნული გამოცდების პირველი დღის შეჯამებისას განაცხადა. „გამოცდის ბოლოსკენ დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, როდესაც სამწუხაროდ, ტელეფონის აღმოჩენის შემთხვევის გამო, ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა. მინდა, მივმართო აბიტურიენტებს, რომ გაფრთხილდნენ. შემოწმების მიუხედავად, მათ ელექტრონული მოწყობილობა თუ შეყვათ და ეს აღმოვაჩინეთ გამოცდის პროცესში, ისინი ავტომატურად ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე იხსნებიან. ამიტომ, ვთხოვ მათ, რომ ეს გაითვალისწინონ“,- აღნიშნა სოფო გორგოძემ.

მეტი...

“ახალი ტალღის მოლოდინი უკვე შეინიშნება, რადგან მსოფლიოში უკვე 11 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული” – დიმიტრი ხუნდაძე

  •  

 თუკი წესებს არ დავიცავთ და დღევანდელ სიტუაციას არ შევინარჩუნებთ, უკეთეს შემთხვევაში შესაძლოა, რეგულაციების გამკაცრება მოგვიწიოს და უარეს შემთხვევაში მეორე ტალღა უფრო სწრაფად და უფრო მძლავრიც ვიხილოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. „მოგეხსენებათ არჩევნები ოქტომბერშია, სწორედ ამ პერიოდისთვის ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მეორე ტალღას ვარაუდობენ. ეს მოლოდინი უკვე შეინიშნება, რადგან მსოფლიოში უკვე 11 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. არის ქვეყნები, მაგალითად სამხრეთ ამერიკის, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც ყურადსაღებია. გასათვალისწინებელია ის, რომ სამეზობლოში საკმაოდ არასახარბიელო ვითარებაა. ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი სამზადისი იმისთვის, რომ შიდა ეპიდვითარება იყოს უსაფრთხო. მაგრამ…

მეტი...

“სამწუხაროა, რომ 2 აბიტურიენტი დაგვიანების და ასევე 2, ტემპერატურის გამო გამოცდაზე არ დაიშვა” – სოფო გორგოძე

  •  

 გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღევანდელმა დღემ მშვიდად ჩაიარა. ამის შესახებ სოფო გორგოძემ განაცხადა. გორგოძის ინფორმაციით, დღეს გამოცდებზე განსაკუთრებული ხარვეზი არ გამოკვეთილა. „დღევანდელმა დღემ მშვიდად ჩაიარა. სამწუხაროა, რომ 2 აბიტურიენტი დაგვიანების და ასევე 2, ტემპერატურის გამო გამოცდაზე არ დაიშვა. გვქონდა სამი სახის სექტორი, საგამოცდო, სპეცსაჭიროების სტუდენტისთვის და ერთი სარეზერვო, სადაც განვათავსებდით იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც ტემპერატურა დაუფიქსირდებოდათ, თუმცა რეკომენდაციიდან გამომდინარე ექიმის შემოწმების შემდეგ მათი დაშვება სექტორებში შეგვეძლო. სარეზერვო სექტორში, სადაც სიცხიანი აბიტურიენტები დაიშვა, განთავსდა მხოლოდ 4 აბიტურიენტი. მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად რეკომენდაციებისა, გულშემატკივრები საგამოცდო ტერიტორიის გარე პერიმეტრზე მაინც გროვდებიან, ამ შემთხვევაში პატრული და მანდატურის სამსახური გვეხმარება,…

მეტი...

“ყველა საკითხი განვიხილეთ. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები უკვე მიღებულია, შესაბამისად, თემა დახურულია” – ირაკლი კობახიძე

  •  

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში ყველა საჭირო ცვლილება უკვე ასახულია და ის აღარ გადაიხედება. კობახიძე დეპუტატ ეკა ბესელიას ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები უნდა შევიდეს და ბიულეტენების გადათვლის ეფექტიანი მექანიზმი შემუშავდეს. კობახიძის განმარტებით, ხმების გადათვლის პრობლემა არც ახლა არსებობს. „ყველა საკითხი განვიხილეთ. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები უკვე მიღებულია. შესაბამისად, თემა დახურულია. რაც შეეხება გადათვლას, შემიძლია, წარმოგიდგინოთ სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო უბნებში ხმების გადათვლა ხდება ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, შვიდჯერ და ათჯერაც კი. მაგალითად, არის სამი უბანი, სადაც 2018 წელს ათჯერ მოხდა გადათვლა. გადათვლის პრობლემა უბნებზე არ არის.…

მეტი...

„როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“ – რას წერს BBC ქართველ მედიკოსებზე

  •  

 BBC ქართველ მედიკოსებზე სტატიას აქვეყნებს – სათაურით „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.“ „საქართველოში, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერებმა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, დიდი პატივისცემა დაიმსახურეს. სამეულში არიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიის კიდევ ერთი სახე იყო მარინა ეზუგბაია, რომელიც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელია. საქართველოში 19 ლაბორატორიაა, სადაც კორონავირუსზე ტესტირებები ტარდება“, – წერს BBC. სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ ვირუსთან გამკლავება მყისიერი რეაგირებისა და ეპიდემიოლოგთა მაღალი პროფესიონალიზმის შედეგად შეძლო. „საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ათასზე ნაკლები შემთხვევაა რეგისტრირებული და 3.7-მილიონიან ქვეყანაში, 15 ადამიანია ვირუსით გარდაცვლილი. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვლის ბოლოს…

მეტი...

“საფრთხეების წინაშე, რა თქმა უნდა, ვდგავართ. მატება აღინიშნება თითქმის ყველა ქვეყანაში” – ლევან გოფროძე

  •  

 რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, საჭიროა რეკომენდაციების დაცვა, რათა არ ქვეყანაში არ იყოს ინფიცირების მეორე ტალღა. ლევან გოფოძე ტურიზმის ამოქმედებასთან ერთად მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. „საფრთხეების წინაშე, რა თქმა უნდა, ვდგავართ. მატება აღინიშნება თითქმის ყველა ქვეყანაში. ვიცით, რომ ევროკავშირმა გახსნა საზღვრები და შესაძლებელია მიმოსვლა. მათ შორის, საქართველოც აღმოჩნდა იმ ქვეყნების რიცხვში, რომელიც კეთილსაიმედოდ ჩაითვალა. რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტი პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს, რაც გულისხმობს, რომ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველა წესი. ერთი რამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ინფექცია ჩვენ გვერდით არის, ქვეყანაში ინფიცირებულები ჯერ კიდევ გვყავს და იმის შანსი, რომ მოხდეს ამ ინფექციის იმპორტი ტურიზმის…

მეტი...

“წარმატებას გისურვებთ ახალგაზრდებო! თქვენს ცხოვრებაში ეს არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ახალი ეტაპი” – გიორგი გახარია აბიტურიენტებს

  •  

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს. „დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. წარმატებას გისურვებთ ახალგაზრდებო! თქვენს ცხოვრებაში ეს არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ახალი ეტაპი, როდესაც საკუთარ მომავალს განსაზღვრავთ. დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევას წარმატებით გაართმევთ თავს და შეძენილ ცოდნას საუკეთესოდ გამოამჟღავნებთ. თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენი განათლება საქართველოს წინსვლის გარანტიაა”, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე. ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო. საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია 08:00 საათზე, ხოლო გამოცდა 09:00 საათზე დაიწყო.…

მეტი...

ჩინეთში შავი ჭირის შემთხვევა დაფიქსირდა

  •  

 ჩინეთში შავი ჭირის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაავადების შემთხვევა ქალაქ ბაიანურში გამოვლინდა. ინფიცირებული მწყემსია. პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში მესამე დონის განგაში გამოცხადდა. ქვეყანაში დროებით იკრძალება იმ ცხოველებზე ნადირობა და საკვებად გამოყენება, რომლებიც შესაძლოა, შავი ჭირის მატარებლები იყვნენ.

მეტი...

“ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ამ კონკრეტულ საქმეში სამართალი აღდგა” – ანრი ოხანაშვილი დავით ჭაკუას ექსტრადირებზე

  •  

 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ დანაშაულის ჩადენა არავის შერჩება და კანონის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს. ოხანაშვილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას გერმანიიდან ექსტრადიციის საკითხს გამოეხმაურა. „კონკრეტულ საქმეზე და მით უმეტეს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის საქმეებზე, ადრე თუ გვიან, აუცილებელია, სამართალი აღსრულდეს და კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში სამართლიანობა აღდგეს. ეს კონკრეტული საქმეც სწორედ ნათელი დადასტურებაა, რომ არავის შერჩება მძიმე დანაშაულის ჩადენა. ყველამ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. გერმანიის მხრიდან საქართველოსთვის ამ პიროვნების გადმოცემა და ექსტრადირება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ გერმანულმა სასამართლომ ვერ დაინახა ვერავითარი მიზეზი, რასაც…

მეტი...

განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

  •  

 ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე – ი.ქ.-ს, ო.კ-ს. და ვ.ჯ.-ს, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს – ი.ქ.-ს და ო.კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, – ინფორმაცია ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ივლისს, ქ.ფოთში, ი.ქ., ო.კ. და სხვა პირები წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ანგარიშსწორების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ბეისბოლის ჯოხებით შეიარაღებულები, თავს დაესხნენ ვ.ტ.-ს, რომელიც მამასთან და მეგობარ გ.ჟ-სთან ერთად…

მეტი...

სვანეთში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება

  •  

 სვანეთში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს 20 მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი აქრობს. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა სამუშაოებს ქარი, ძლიერი სიცხე და რელიეფი ართულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ინფორმაცია 5 ივლისს დღის მეორე ნახევარში შევიდა. თვითმხილველის განცხადებით, ტყის მასივში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა​. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა. ადგილზე გამოცხადდა ცოცხალი ძალა ჯვრის, წალენჯიხის და მესტიის განყოფილებებიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. სიტუაციის შეფასების შემდეგ, ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა გადაწყდა.

მეტი...

საქართველო შიდა ფრენების აღდგენისთვის ემზადება

  •  

 შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში  შიდა ავიარეისები აღდგება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. საკოორდინაციო  PCR ტესტირებების პროცესის მიმდინარეობა და კლინიკების რესურსებიც განიხილეს. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 953 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 830 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 15 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 202 პირი. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შიდა ფრენები უახლოეს პერიოდში აღდგება.

მეტი...

„Wizz air“-ი და „Myway Airlines“ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს – როგორია ფრენის განრიგი?!

  •  

 ცნობილია ავიარეისების განრიგი, რომელიც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ორგანიზებულად შესრულდება. როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა. ჩარტერულ რეისს ორი ავიაკომპანია შეასრულებს.      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა ავიარეისების განრიგი, რომელსაც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები – „Wizz air“-ი და „Myway Airlines“ შეასრულებენ. რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით:13 ივლისი – ვარშავა,15 ივლისი – ბარსელონა,17 ივლისი – რომი,22 ივლისი – პარიზი, 28 ივლისი – ათენი. აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი. საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.

მეტი...

საცურაო აუზები და სპორტ-დარბაზები, რომლებიც დადგენილ რეგულაციებს დააკმაყოფილებენ – გაიხსნება

  •  

  საკოორდინაციო საბჭომ საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.  „საცურაო აუზები და სპორტ-დარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება“, – აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. აუზებისა და სპორტ-დარბაზებისთვის დადგენილ რეგულაციებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დღეს გამოაქვეყნებს და ხვალიდან, მოთხოვნის შესაბამისად დაიწყებს შემოწმებას. საცურაო აუზები და სპორტ-დარბაზები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინსპექტირებას, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონერების განახლებას. დღეიდან უკვე დასაშვებია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც. ასევე, გაიხსნა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებმაც, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმების შედეგად, დადგენილი სტანდარტები დააკმაყოფილეს. დასაშვები გახდა ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირებაც.…

მეტი...

სურამში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული 34 წლის მამაკაცი პოლიციამ დააკავა

  •  

 სურამში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1986 წელს დაბადებული ი.ქ. ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 1989 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მომხდარ ფაქტამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მეუღლეებს – თ.რ.-სა და ი.ქ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა. გამოძიება…

მეტი...

„იქ მივიდა მესამე მანქანა და შეეცადა კვალის დაფარვას“ – ადვოკატი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე (ვიდეო)

  •  

 „ჩანთის დადებასაც კვალის დაფარვას ვუკავშირებ, რაც იყო საკმაოდ უნიჭოდ გაკეთებული, თუ ასე მოხდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული გიგა ტატიშვილის ადვოკატმა, გიორგი ყიფშიძემ განაცხადა. ადვოკატი თვლის, რომ საქმეში არსებობენ პირები, ვინც დანაშაულის კვალი დაფარეს. „ჩვენ შეგვიძლია რაღაც მონახაზი ამ საქმესთან დაკავშირებით გავაკეთოთ. თავშივე ჩემი ეჭვი მყარი იყო, ცალსახად მიმაჩნია, რომ რეალურად იქ მივიდა მესამე მანქანა და შეეცადა კვალის დაფარვას, აქ რაღაც განსაკუთრებული სპეციალური ჯგუფის არსებობას გამოვრიცხავ. აქ არიან ადამიანები, ვინც დაეხმარნენ დანაშაულში მონაწილეებს, რომ რაღაც კვალი დაეფარათ. ამ კვალის დაფარვას ვუკავშირებ ჩანთის დადებასაც, მაგრამ არ ვგულისხმობ,…

მეტი...

“დაკავებულთა წრე გაფართოვდება, ეს ასე იქნება. მიფუჩეჩება არ გამოვა” – შაქარაშვიილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი “მედიაცენტრ მთავარში”

  •  

 „თავშივე ვთქვი, რომ არ არის გამორიცხული, დაზარალებულებიც გახდნენ ბრალდებულები“ – ეს განცხადება გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ორგანიზების ბრალდებით დაკავებული მერსედესის მძღოლის – გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. ადვოკატი დაკავებულთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს „ვფიქრობ, რომ დაკავებულთა წრე გაფართოვდება. მიმაჩნია, რომ ეს ასე იქნება, თუმცა, როდის იქნებ ამაზე პასუხი არ მაქვს. გამოძიება გრძელდება. ჩემი ვერსია იყო რომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ხელი შეიტყვეს რაიმე ტიპის კვალის გაქრობაა. დარწმუნებული ვარ, ამ ვერსიას გამოძიებაც აუცილებლად განიხილავს. შეუძლებელია, რომ ამას არ განიხილავდეს. ამ საქმის მიფუჩეჩება წარმოუდგენელია. დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია, მეტი ინფორმაცია გვქონდეს ახლო მომავალში, რადგანაც…

მეტი...

„მოწმეები იტყუებიან, ფოტოგრაფს, რომ ყველაფერი მოეყოლა, შესაძლოა სხვა სურათი გვქონოდა“ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

  •  

 „როცა 112 – ში ვრეკავ და მერე ვაუქმებ გამოძახებას რა ტაქსია?“ – ამის შესახებ მედიაცენტრ მთავარში გიორგი შაქარაშვილი საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა. ადვოკატი თვლის, რომ მოწმეები რაღაცას მალავენ და იტყუებიან. „გოგოები იტყუებიან, რომ შაქარაშვილი იყო სახლში და გარეთ არ გასულა, თითქოს, გიორგი შაქარაშვილი კონფლიქტში არ მონაწილეობდა. ის მონაწილეობდა, მართალია აშველებდა, მაგრამ ფაქტია იქ იყო. ფოტოგრაფს, რომ ყველაფერი მოეყოლა, შესაძლოა სხვა სურათი გვქონოდა. ბრეგვაძე ჩვენებაში წერს რომ მან დარეკა 112 ში, როცა 112 – ში ვრეკავ და ვაუქმებ გამოძიებას რა ტაქსია? ამას გამოეხმაურა  ნინო გიორგობიანიც, რატომ არ ვსაუბრობთ…

მეტი...