“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ვირუსის აღმოფხვრას შევძლებთ”

  •  

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ რაიანის თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია მსოფლიოს კორონავირუსისგან განთავისუფლება. „ახლანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ვირუსის აღმოფხვრას შევძლებთ. არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, სადაც აღმოფხვრა შეიძლება მოხდეს, კუნძულები და სხვა ადგილები, მაგრამ იქაც არსებობს ვირუსის ხელახალი შემოტანის რისკი“, – განაცხადა მაიკლ რაიანმა. შეგახსენებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

მეტი...

გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი ფოტოგრაფის სს პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს  

  •  

 გარდაცვლილი 19 ფეხბურთელის ოჯახი, კერძოდ, ბიძა აცხადებს, რომ იაკობ ნიკოლაძე, იგივე ფოტოგრაფი შესაძლოა ერთ ეპიზოდში დაზარალებული იყოს, თუმცა, ეს არ გამორიცხავს, სხვა ეპიზოდში დამნაშავეც აღმოჩნდეს. „ადამიანი შეიძლება იყო ერთ ეპიზოდში დაზარალებული და მეორე ეპიზოდში მას წარუდგინონ ბრალი დანაშაულისთვის. მაგალითად, ცრუ ჩვენების მიცემისთვის, რაღაცის ფალსიფიკაციისთვის.  ამას არ გამოვრიცხავ. შეიძლება ნამდვილად არის დაზარალებული როცა გადმოუხტდნენ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ამა ადამიანის საკითხი დაისვას სისხლის სამართლებრივად  სხვა კონტექსტში“ – აცხადებს მირიან ლებანიძე, გიორგი შაქარაშვილის ბიძა. მისივე შეფასებით, დადასტურდება, რომ ეს არის მკვლელობა: „დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო მკვლელობა. როგორც აქამდე დავამტკიცეთ ყველაფერი…

მეტი...

პედაგოგებს სააპელაციო სასამართლომ 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა – ლაგოდეხის ნაკრძალში გარდაცვლილი მოზარდის საქმე

  •  

 ლაგოდეხის ნაკრძალში გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე პედაგოგებს სასამართლომ გირაო შეუფარდა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა გურჯაანის რაიონული პროკურატურის საჩივარი და სოფიო ნიკოლეიშვილის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებულ პედაგოგებს ნ.ს-ს და ვ.ქ-ს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა.   შინაგან საქმეთა სამინისტროს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის ექსკურსიაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, სკოლა “ალბიონი”-ს პედაგოგების ნ.ს. -ს და ვ.ქ.-ს  მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ნაპირზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.  აღსანიშნავია, რომ გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნ.ს. და ვ.ქ. აღკვეთის ღონისძიების გარეშე…

მეტი...

მამისა და პაპის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

  •  

 მამის და პაპის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ე” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის, ორი პირის მიმართ, არაერთგზის) წარუდგინა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “პროკურატურამ მამის და პაპის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, მამის და პაპის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ო-მ 2020 წლის 07 ივლისს, ღამის საათებში,…

მეტი...

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

  •  

 დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, პოლიციელი ვერიკო იმერლიშვილი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. „დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს“, – აცხადებენ უწყებაში.

მეტი...

ვაჟა – ფშაველას გამზირზე ერთ – ერთი კორპუსის მაცხოვრებლები, გაზის აფეთქებას გადაურჩნენ

  •  

 „გუშინ, გვიან საღამოს თბილისში, ვაჟა ფშაველას მეოთხე კვარტლის ერთ-ერთი კორპუსში გაზი ჟონავდა, რასაც შესაძლოა ძლიერი აფეთქება გამოეწვია,“ – ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია“ თბილისი ენერჯი“ ფეისბუკ გვერდზე  აქვეყნებს. კომპანიის თანამშრომლები ადგილზე მოქალაქის შეტყობინების შემდეგ მივიდნენ. „კომპანიის სპეციალისტების მიერ აღებული მონაცემებით, გაზის კონცენტრაციას ძლიერი აფეთქების გამოწვევა შეეძლო. რაც ძალიან დიდი ალბათობით დააზიანებდა საცხოვრებელ კორპუსს და შესაძლოა, მსხევრპლიც მოჰყოლოდა. კომპანია „თბილისი ენერჯი“ მადლობას უხდის ყველა პასუხისმგებლიან მოქალაქეს, რომელიც მსგავს სიტუაციაში დროულად გვატყობინებს ინფორმაციას საფრთხის შესახებ ნომერზე – 114“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

სააპელაციო სასამართლომ პედაგოგს პატიმრობა შეუფარდა

  •  

 ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ბრალდებულ პედაგოგებს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის ექსკურსიაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, სკოლა ,,ალბიონი”-სპედაგოგების ნ.ს. -ს და ვ.ქ.-ს მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ნაპირზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება” – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.

მეტი...

ადვოკატი გამორიცხავს, რომ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრებს სხვა მუხლი წაუყენონ

  •  

 ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით არ არსებობს ახალი გარემოება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ვასილ მახარაძეს და არჩილ გაგნიძეს პროკურატურა სხვა ბრალით შეედავება. „ამ ეტაპზე არანაირი ახალი გარემოება არ გვაქვს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პროკურატურა სხვა ბრალს ედავებოდეს. ხოლო აღნიშნული ექსპერტიზის თანახმად წარმოუდგენელია სამართლებრივად, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა დადგეს იმიტომ, რომ, უნდა დადგინდეს შემხებლობა, ცხონებულ შაქარაშვილთან ჰქონდა თუ არა ვინმეს უშუალო კონტაქტი. მე ვგულისხმობ ფიზიკურ კონტაქტს,” – განაცხადა ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

მეტი...

თუ შაქარაშვილთან „მერსედესის“ მგზავრების შემხემბლობაც დადასტურდა, მათი პასუხისმგებლობაც დამძიმდება   

  •  

 გარდაცვლილი გიორგი შაქარშვილის ბიძის განცხადებით, ამ ეტაპზე იკვეთება, რომ „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილში მყოფი პირები მისდევდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ გიორგის. თუ ანალოგიური „მერსედესის“ მგზავრებსაც დაუდასტურდათ, ბრალი მათაც დაუმძიმდებათ. „მერსედესის მგზავრთა მიმართებაში რამდენადაც დასრულებული იყო ეპიზოდი და ისინი გასცილდნენ იმ შემთხვევის ადგილს, ბუნებრივია, ანალოგიური მოთხოვნა ვერ გვექნება. თუმცა, თუ გამოძიებით გამოვლინდება, რომ აღნიშნულ პირებსაც ჰქონდათ რაიმე სახის კონტაქტი, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დავაყენებთ მათ პასუხისგების საკითხსაც.“ – განაცხადა ნიკოლაძემ. შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბრალი დამძიმდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.   

მეტი...

„ტოიოტა ქამრიში“ მყოფი პირები გამოეკიდნენ ბავშვებს“ – გიორგი შაქარაშვილის ბიძა

  •  

 გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, ისინი პოზიციას მხოლოდ მაშინ შეიცვლიან თუ გამოძიებას ექნება უფრო დამაჯერებელი მტკიცებულებები რომელიმე მათგანზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოითხოვენ ყველა ექვსივე პირი ბრალდებულ იქნას 109-ე მუხლით. „ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა ყველა მათგანის მიმართებაში ვინც იმყოფებოდა „ტოიოტა ქამრის“ ავტომობილში, ანუ ექვსივე მათგანთან მიმართებაში. თუ გამოძიება უფრო კონკრეტულად გამოკვეთს და უფრო დამაჯერებელი იქნება რომელიმე მათგანზე, შემდგომ ჩვენ კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდებით მტკიცებულების საფუძველზე თუ რა პოზიცია გვექნება. მაგრამ დღეს-დღეობით ჩვენი პოზიციაა ექვსივე მათგანი ბრალდებული იყოს 109-ე მუხლით.“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მეტი...

„გიორგი მოკლეს და გადააგდეს არაგვში, ვითხოვთ კონკრეტული დამნაშავეების დასჯას“ – გიორგი შაქარაშილის ოჯახი

  •  

 გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ოჯახის განცხადებით, ბავშვი მოკლულია. „ცალსახად არის დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს მოკლეს ჩვენი შვილი და შემდეგ გადააგდეს მდინარე არაგვში. ყველა სახის დაზიანება ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლეში, რასაც შემდეგ მოჰყვა მდინარეში გადაგდება. წარმოუდგენელია, რომ ეს დაზიანებები მიადგეს ადამიანს ფერდობში ჩარბენით. დაზიანებები დაწყებულია სახის არიდან და ყველა მიდამოში. შესაბამისად, ოჯახს ექნება კატეგორიული მოთხოვნა პროკურატურის მიმართ, ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს პასუხისგებაში განზრახ მკვლელობის დამამძიმებელი გარემოების კუთხით. ველოდებით, როდის იქნება წარდგენილი კონკრეტულ ბრალდებებზე“ – განაცხადა გიორგი შაქარაშილის ბიძამ ოჯახის სახელით.

მეტი...

“საგულისხმოა დაზიანებები, რომელიც შაქარაშვილს სიცოცხლის პერიოდში აქვს მიღებული, ზუსტად აქ არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი გამოძიებისთვის” – გიორგი გელხაური

  •  

 ადოკატი გიორგი გელხაური მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ბრალის დამძიმებას არ ელოდება. გელხაური არასრულწლოვანს იცავს,  რომელიც “ტოიოტა ქამრის” მარკის ავტომობილის მგზავრი იყო, მისივე ინფორმაციით, არანაირი კავშირი და შემხებლობა გარდაცვლილ შაქარაშვილთან მას არ ჰქონია.  “ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია, კერძოდ კი წყალში დახრჩობა. რაც შეეხება იმ დაზიანებებს, რომელიც ექსპერტიზის მიხედვით, შაქარაშვილს სიცოცხლის პერიოდში აქვს მიღებული, ზუსტად აქ არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი გამოძიებისთვის. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როგორ და რა ვითარებაში, ვის მიერ მოხდა ზუსტად ეს დაზიანებების მიყენება შაქარაშვილისთვის და შემდგომ უკვე რა გარემოებებში განვითარდა აღნიშნული.” – განაცხადა გიორგი გელხაურმა. ადვოკატი თვლის, რომ ახლა მთავარია გამოძიებამ  დაადგინოს, რა…

მეტი...

ფოთი-სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა

  •  

 ფოთი-სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ჭალადიდის მონაკვეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა “მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები .

მეტი...

„დაზიანებები წყალში გადავარდნით და რაიმე საგანთან შეჯახებით ვერ განვითარდებოდა“ –  სამედიცინო ექსპერტი

  •  

 ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის განმარტებით,  გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები ვერ იქნება გამოწვეული წყალში გადავარდნით ან რაიმე საგანთან შეჯახებით. „კონკრეტულად, თუ რომელი დაზიანება – სახის არეში თუ ზურგის არეში, წელის პროექციაზე, რომელი დაზიანება რომელი საგნით იყო მიყენებული ან რომელი დაზიანება რა შემთხვევაში შეეძლო მიეღო მას, ამ მხრივ მაღალი ალბათობით, გამოძიება დანიშნავს კომისიურ ექსპერტიზას, სისხლის სამართლის მასალებით, სადაც დეტალურად იქნება შესწავლილი და წარმოდგენილი ექსპერტთა კომისიის მიერ. ამიტომ, ამ ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, მაღალი ალბათობით მიმაჩნია რომ ჩატარდება კომპლექსური წესით. მონაწილეობას მიიღებენ ასევე კრიმინალისტები და შესაძლოა სხვა სპეციალისტებიც. არაა გამორიცხული მოგვიწიოს იმ რელიეფის შესწავლა,…

მეტი...

„ეს სისხლჩაქცევები ვერ განვითარდებოდა მუშტის დარტყმით“ – სამედიცინო ექსპერტი გიორგი შაქარაშვილზე

  •  

 გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები ვერ განვითარდებოდა მუშტის დარტყმით, რასაც ცალსახად ადასტურებს ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე . „სხეულის მუცლის და მენჯის პროექციაზე გვაქვს არაერთჯერადი მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად გემატომები, როგორც მარჯვენა ისე მარცხენა რეტროპენიტონიალურ სივრცეში, ანუ, მუცლის ღრუს გარე სივრცეში.  ამავდროულად, წელის არეში. ანუ გვაქვს კანქვეშა სისხლნაჟღენთი. სხეულის წინა მარცხენა მხარეს და წელის არეში მიყენებულია არა ერთი დაზიანება საკმაო ძალის ზემოქმედებით რამაც გამოიწვია სისხლჩაქცევა. ცალსახად ვადასტურებ ეს სისხლჩაქცევები ვერ განვითარდებოდა მუშტის დარტყმით.“ – განაცხადა გეჯაძემ.

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ნიკა გვარამია შსს-ში დაიბარეს

  •  

 გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული. ინფორმაციას თავად შსს ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიების ინტერესის საგანია, თუ რა ინფორმაციას ფლობს ნიკა გვარამია, როგორც მთავარი არხის გენერალური დირექტორი, არხის ეთერში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებული გარემოებების შესახებ. თავის მხრივ, გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ დირექტორი საგამოძიებო უწყებაში არ მივა და სასამართლოში გამოკითხვას მოითხოვს. გვარამია კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე დღეს, 17:00 საათზეა დაბარებული.

მეტი...

გიორგი შაქარაშვილს ძირითადი დაზიანებები სახესა და მენჯის პროექციაში ჰქონდა მიყენებული

  •  

 ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს აღენიშნებოდა სახის არეში მრავლობითი დაზიანება, რაც გამოწვეულია ძლიერი ზეწოლის შედეგად.  „მაკროსკოპულად გვამის პირველადი გამოკვლევის მონაცემებით სახეზე იყო ბლაგვი ტრავმა, რაც გამოიხატება სისხლჩაქცევების არსებობით და ეს იყო გემატომა. ვადასტურებ, რომ ცხედარს გარეგანი დათვალიერებით ჰქონდა ძალიან ბევრი დაზიანება, კერძოდ აქცენტირებული და კონცენტრირებული ძირითადში სახის მიდამოში და მენჯის პროექციაში და ძირითადი დაზიანებები აქ იყო განლაგებული. რაც შეეხება სახის მიდამოებს, ორივე თვალის კერაში აღენიშნება დიფუზური სისხლჩაქცევები, რაც გადადის ცხვირის არესთანაც და შესაბამისადაც შუბლის არეშიც არის სისხლნაჟღენთი. მთლიანობაში ეს მიუთითებს იმას, რომ სახის არეში იყო ძალიან დიდ სიძლიერის…

მეტი...

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება დაიწყო

  •  

 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები და ეპიდემიოლოგები სამაცივრე მეურნეობაში იმყოფებიან, სადაც ადგილობრივებს შესაბამის ტესტირებას უტარებენ. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ  მოქალაქეებს ტესტირება როგორც კოვიდ ინფექციაზე, ასევე C ჰეპატიტზეც ჩაუტარდებათ. ცნობისათვის, კორონავირუსი სოფელ ჩუმლაყში ერთ-ერთ სამაცივრე მეურნეობაში ატმის შესაძენად სომხეთიდან ჩამოსულ სატვირთო ავტომანქანის მძღოლს  გუშინ დაუდასტურდა. მას ინფექცია მეოთხედ ჩატარებულმა კვლევამ დაუდასტურა. ახალგაზრდა მამაკაცს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ.

მეტი...

COVID ინფიცირებულ აბიტურიენტთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი უკვე იდენტიფიცირებულია

  •  

 აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე იმყოფებოდა კორონავირუსი დაუდასტურდა. ის არის ერთ-ერთი პაციენტი იმ პირებიდან, რომელთა ლაბორატორიულ კვლევაზე დადებითი პასუხი ინფექციურ საავადმყოფოში დღეს მიიღეს. ინფიცირებული ახალგაზრდას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უკვე დადგენილია კონტაქტები. ინფორმაცია განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიც ესწრებოდა. “დღევანდელი ერთი შემთხვევა გახლავთ გუშინწინ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და სწორედ ამ შემთხვევამ მომიყვანა დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. გუშინ ჩვენს მიერ გვიან ღამით დადასტურებული შემთხვევა გახლავთ იმ საოჯახო კონტაქტების რიცხვიდან, რომელიც გუშინწინ ერთ-ერთ ქალბატონს დაუდასტურდა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, როდესაც ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური იკვლევდა მასთან კონტაქტირებულ…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილს ყველა დაზიანება მიყენებული აქვს მკვრივი საგნით და არა მუშტით

  •  

 სამედიცინო ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილს ყველა დაზიანება მიყენებული აქვს ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და არა მუშტის ჩარტყმით. „ნაკლებ სავარაუდოა, რომ ერთ ადამიანს შეეძლო მიეყენებინა ეს დაზიანებები. ყველა დაზიანება არის მკვრივი, ბლაგვი სახის. ოღონდ, ეს ბლაგვი სახის დაზიანებები განლაგებულია სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ერთ ადამიანს მიეყენებინა ეს დაზიანებები. ცალსახად ვადასტურებ, რომ სისხლჩაქცევები მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა, მას სჭირდებოდა საკმაოდ ძალის ზემოქმედება“ – განაცხადა ექსპერტმა

მეტი...

“ძლივს მივაღწიე ერთ-ერთ არხზე, რომ ორბიტალური მაუწყებლობა განმეხორციელებინა ერთ-ერთი ევროპული სატელიტით” – კახა ბექაური

  •  

 2012 წლის შემდეგ, საკანონმდებლო ჩარჩოში არანაირი რეგულაცია არ არის, რომელიც შეიძლება არეგულირებდეს ან ირიბი შემხებლობა ჰქონდეს მედიის სარედაქციო საკითხებთან. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან ერთად, რევოლუციური ცვლილება მოხდა სიტყვის თავისუფლების კუთხით, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს, ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით, როგორც კანონმდებლობის, ისე აღსრულების თვალსაზრისით ევროპაში საუკეთესო მოდელია. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ  იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც 2012 წლის შემდეგ განხორციელდა კანონმდებლობაში მაუწყებლობის დასაწყებად და აღნიშნა, რომ ზუსტად ამ ბარიერების მოხსნის და კანონების ლიბერალიზაციის შედეგად, დღეს საქართველოში 100-ზე მეტი მაუწყებელია. „წარმოდგენილი…

მეტი...

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი თითქმის ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა

  •  

 სამედიცინო ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ გამორიცხა ვერსია, რომ შესაძლებელია, გიორგი შაქარშვილმა ალკოჰოლის გამო გადაადგილება ვერ მოახერხა და წყალში ჩავარდა. „კატეგორიულად და ამჟამად ცალსახად შეიძლება თქმა, რომ თირკმელში აღმოჩნდა პლაქნქტონი. შესაბამისად, ეს არის სპეციფიური ნიშანი და ის დასკვნა რომელი ხელში მიჭირავს და რომელსაც ხელს აწერს სამხარაულის ექსპერტთა კომისია და ჩვენი წარმომადგენელი, ცალსახაა, რომ სიკვდილის მიზეზი არის ასფიქსია განვითარებული წყალში დახრჩობით“ – განაცხადა ექსპერტმა. რაც შეეხება სისხლში ალკოჰოლის რაოდენობას, დასკვნის შედეგად: „ეს არის მონაცემები, რომელიც ეყრდნობა გვამის როგორც მაკროსკოპულ ასევე ფისტოპათომორფოლოგიურ და სხვა ლაბორატორიული კვლევის შედეგებს. სისხლში აღმოჩნდა 0.85 მეასედი ეთილის სპირტი, რაც…

მეტი...

„პარტიული ტელევიზიების მიერ ნაწარმოებმა ე.წ. გამოძიებამ კრახი არაერთხელ განიცადა“ – მამუკა მდინარაძე

  •  

 „ერთის მხრივ პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესია, რომ ობიექტურად, თითოეულ დეტალში ჩაყოლით გამოიძიოს საქმე და დადგინდეს სიმართლე, დასასჯელი დაისაჯოს, ვიცოდეთ რა მოხდა იმ ტრაგიკულ ღამეს და მეორე მხარეს არიან, სამწუხაროდ, პარტიული ტელევიზიები, რომელთა ინტერესია, რომ ბოროტად გამოიყენონ ეს მართლაც უმძიმესი ტრაგედია“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა. მამუკა მდინარაძე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეს და ექსპერტიზის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში ეჭვის შეტანის არც საფუძველი, არც ფაქტი და არც არგუმენტი არ არსებობს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა ისიც, რომ ამ უდიდესი ტრაგედიით…

მეტი...

„ცხედარი წყალში რომ არ ყოფილიყო, ლპობა განვითარდებოდა ისეთი ინტენსივობით, რომ მისი ამოცნობაც შეუძლებელი იქნებოდა“ – ექსპერტი გიორგი შაქარაშვილზე

  •  

 დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ გიორგი შაქარაშვილის ცხედართან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე უპასუხა და ცალსახად დაადასტურა, რომ გვამი იყო წყალში და არ არის სწორი ვერსია, თითქოს ის შემდგომ გადააგდეს. მისივე თქმით, ცხედარი 1 დღეს რომ წყლის ზევით ყოფილიყო, მისი ამოცნობა შეუძლებელი იქნებოდა. „გავრცელდა ინფორმაცია, რომ, თურმე, რამდენიმე დღე პიროვნება, გარდაცვლილი ჰყავდათ სადღაც დამალული და შემდეგ წყალში განათავსეს. გვამის გამოკვლევის პროცესში, წყალში ყოფნის ნიშნები არსებობს, რაც ნიშნავს ხელის მტევნების, ტერფების, კანის სპეციფიურ ცვლილებას. რაც მიუთითებს მასზე, რომ ცხედარი იმყოფებოდა წყალში. მაგრამ, მარტო ეს არ არს ამისი დამადასტურებელი. თუ იმ ვერსიას გავყვებით, რომ რამდენიმე…

მეტი...

“თუნდაც მე ვიქნები ბოლო ნომერი, სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა” – გიორგი გახარია

  •  

 სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა ან რომელი პარტია უფრო მეტ ხმას მიიღებს, ესეც შეიძლება გახდეს მეორეხარისხოვანი, მთავარია ყველამ ერთად – ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა. მისი თქმით, გამოწვევების ფონზე მმართველ გუნდს არ სცალია იმისთვის, რომ იმაზე გამართოს დისკუსია, ვინ იქნება სიის სათავეში. „რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მე ვიქნები ბოლო ნომერი, არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს, მე რომელი ნომერი ვიქნები, გულწრფელად გეუბნებით – ჩემი ძირითადი ამოცანა, მთავრობის ძირითადი ამოცანა არის პირველ რიგში პანდემია, ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ…

მეტი...

გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილი იყოს

  •  

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილი იყოს. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილიც ვიხილოთ, მთავრობის მეთაურმა განაცხადა: „რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა…“. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, საქართველოს X მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდება.

მეტი...

“ქართული ოცნებისთვის” სიგნალია ის შეფასებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ქართული დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით საერთაშორისო პლატფორმებზე გაკეთებულა” – გიორგი გახარია

  •  

 „ქართული ოცნებისთვის“ სიგნალი არის ის შეფასებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ქართული დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით საერთაშორისო პლატფორმებზე გაკეთებულა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შეეხებოდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის დამტკიცებულ კანონპროექტს. ჟურნალისტებმა კითხვით მიმართეს, რა გზავნილის შემცველია, წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტი, რომელიც საქართველოსთვის 132 მილიონი დოლარის დაფინანსებას ითვალისწინებს. „ქართული ოცნებისთვის“ სიგნალი არის ის შეფასებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ქართული დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით საერთაშორისო პლატფორმებზე გაკეთებულა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მათ შორის იმავე საკანონმდებლო ინიციატივაში ჩაწერილი ბევრი წარმატებული რეფორმის შეფასება. უფრო მეტი…

მეტი...

“ჩვენ, ყველამ ერთად, ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, საქართველო”- პრემიერ-მინისტრი

  •  

 „ჩვენ ვიწყებთ შიდა ტურიზმის მხარდაჭერას, ჩვენ ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, ყველა ის ადგილი, რომელიც შესაძლებელია იყოს დავიწყებული, ჩვენს ოჯახის წევრებთან, შვილებთან ერთად, ხელახლა უნდა ვნახოთ ეს ყველაფერი, რათა როდესაც ტურიზმი სრულად აღდგება და უცხოელი სტუმრები ჩამოვლენ, საუკეთესო გიდი იყოს თითოეული ჩვენგანი და მოვუყვეთ ჩვენს სამშობლოზე“ – ეს განცხადება გიორგი გახარიამ ასურეთის რეაბილიტირებული უბნის დათვალიერების შემდეგ გააკეთა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  იწყება ახალი პროგრამა, რომელმაც შიდა ტურიზმი უნდა განავითაროს. „ჩვენ ყველანაირი პირობის გარეშე  გავხსენით მოგზაურობა გერმანიასთან, ეს არის პირველი გერმანული დასახლების ისტორიული ადგილი საქართველოში. პირველი გერმანული დასახლება საქართველოში, როგორც ჩანს, ისტორიულად, იყო 1817 წლიდან, უკვე 200 წელზე მეტი გავიდა და სწორედ 200 წლიან იუბილეს ეძღვნებოდა ამ ქუჩის რეაბილიტაციის იდეა. აქ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი და ჩვენამას, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად გავაგრძელებთ. ჩვენ ჩვენი ისტორიაც უნდა გვახსოვდეს, ჩვენი გერმანელებიც უნდა გვახსოვდეს, იმიტომ, რომ ამ ხალხს საკმაოდ მძიმე ისტორია ჰქონდა. მოგეხსენებათ, რომ მეორე მსოფლიო ომის წინ ეს ხალხი საქართველოდან გადაასახლეს. თუმცა თანაცხოვრების შესანიშნავი ისტორია იყო, რომელსაც ახლა ყველანი ვხედავთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

“ელექტრონული კომუნიკაციების კანონის დარღვევის შემთხვევაში, მაუწყებლობა ვერ იქნება იმუნიტეტი” – კახა ბექაური

  •  

 ელექტრონული კომუნიკაციების კანონის დარღვევის შემთხვევაში, მაუწყებლობა ვერ იქნება იმუნიტეტი – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე. მისივე თქმით, კომუნიკაციების კომისიას დღეს მოქმედი კანონმდებლობით, აქვს უფლებამოსილება დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შეუჩეროს ავტორიზაცია მაუწყებელს. „დღეს მაგთიკომი და სილქნეტი ამავდროულად მაუწყებლები არიან და დამეთანხმებით, რომ მაუწყებლად გახდომა იმუნიტეტი ვერ გახდება კანონდარღვევის შემთხვევაში. კანონპროექტის მიხედვით, მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ მაუწყებლებს ეს ცვლილება არ ეხება, მაგრამ რედაქციულად თუ არის რამე შესაცვლელი, პარლამენტი საბოლოოდ მიღებამდე თუ საჭიროდ მიიჩნევს ამ დაზუსტებას გააკეთებს. ინტენსიურად ვმუშაობთ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტთან და ჩვენი მიზანიც ის არის, რომ მხოლოდ ისეთი მნიშვნელოვანი მექანიზმი შემოვიღოთ, რომელიც…

მეტი...

„სპეკულაცია, რომ დღეს საქართველოს სანქცია დაუწესდა არათუ არასწორია, არამედ არის მოსახლეობისთვის დეზინფორმაციის მიწოდების მცდელობა“ – კახა კუჭავა

  •  

 „აღმოჩნდა ისე, როგორც ჩვენ ვამბობდით, რომ არათუ რამე არის დამტკიცებული და კანონი მიღებული, ქვეკომიტეტის დონეზე იყო მხოლოდ დაინიცირებული და განხილული ეს საკითხი. დღეს კიდევ გვესმის, რომ სანქციები დაგვიწესდა –  სანქციები არ დაწესებულა“,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი. „ეტაპობრივად მივყვებით ზუსტად იმას, რასაც ვამბობდით და ვამბობთ კიდეც – დაახლოებით, ნოემბერში, ცოტა ადრე ან ცოტა გვიან, შეიძლება, იანვარ-თებერვალში, გადაიწიოს ამ კანონის საბოლოოდ კენჭისყრამ და დამტკიცებამ, ამიტომ, დრო ძალიან დიდია და სპეკულაცია, რომ დღეს რამე…

მეტი...

7 ივლისს, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა

  •  

 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დადგენილია კონტაქტები. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები შეუფერხებლად ჩატარდეს. არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად აბიტურიენტს სიცხე არ აღენიშნებოდა და კორონავირუსი მოგვიანებით დაუდგინდა.

მეტი...

„დები, ძმები, მეგობრები და ახლობლები სასამართლო სისტემაში – ნაზი ჯანეზაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

  •  

 „სასამართლო სისტემა ჩაკეტილია კვალიფიციური და გამოცდილი კადრებისთვის, სამაგიეროდ ღიაა გავლენიან მოსამართლეთა ნათესავებისთვის და ახლობლებისთვის,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არა მოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშილმა განაცხადა ჯანეზაშვილის მოსაზრებით, გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის ძალაუფლება დგას არა მხოლოდ უშუალოდ ე.წ. კლანის მოსამართლეებზე, არამედ სასამართლო სისტემის იმ მოხელეებზეც, რომლებიც მათი ნათესავები, მეგობრები ან სხვაგვარად დაკავშირებული პირები არიან. „ნათესაური, მეგობრული თუ სხვაგვარი კავშირების გამო სასამართლოების თანამშრომლებისთვის პრივილეგიების მინიჭების პრაქტიკა ხელს უშლის კვალიფიციური კადრების შემოდინებას, ხოლო სისტემაში დასაქმებულ პროფესიონალებს კარიერული წინსვლის შესაძლებლობას ართმევს, გარდა ამისა, ასეთი მიდგომა მთლიანად სასამართლო სისტემის მუშაობის ხარისხზე უარყოფითად აისახება.…

მეტი...

“არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა” – პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

  •  

 გიორგი შაქარაშვილის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, პროკურატურის ინფორმაციით, ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი  დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულის მიდამოებში. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია,რომ ექსპერტიზის დასკვნის…

მეტი...

“გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები” – პროკურატურა

  •  

 პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული დაზიანებები.  “გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულის მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს,”- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რომელსაც პროკურატურა ასაჯაროებს, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსიაა წყალში დახრჩობით.

მეტი...

“გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსიაა წყალში დახრჩობით” – პროკურატურა

  •  

 აქართველოს მთავარი პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: “ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი  დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის…

მეტი...

სამტრედიაში მდინარე რიონში 72 წლის კაცს ეძებენ

  •  

 სამტრედიაში, მდინარე რიონში 72 წლის კაცს ეძებენ. სამძებრო ღონისძიებები მდინარეში მას შემდეგ დაიწყო, რაც მდინარის ნაპირზე დაკარგული კაცის ტანსაცმელი იპოვეს.  დაკარგულის ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ სახლიდან მდინარე რიონზე წავიდა, რის შემდეგაც ის აღარავის უნახავს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია 10მეხანძრე-მაშველი, 3 მყვინთავი, 1 ექო-ლოტი რომელიც ახდენს ფსკერის სკანკრებას და დრონი.

მეტი...