“ოპოზიციის რადიკალურ-კრიმინალური ნაწილი გასულია მომსახურების ზონიდან” – მამუკა მდინარაძე

“ოპოზიციის ეს რადიკალურ-კრიმინალური ნაწილი არა მხოლოდ პარლამენტიდან არის გასული, ის გასულია მომსახურების ზონიდან. ჩვენ მოგვიწოდებენ რაღაცებს გარედან, მაგრამ გარედან მოწოდება და კომიტეტზე არშესვლა ნიშნავს მხოლოდ ერთადერთ რამეს – მათ ეს მხოლოდ სპეკულაციისთვის სჭირდებათ”, – ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ოპოზიციის ეს რადიკალურ-კრიმინალური ნაწილი არა მხოლოდ პარლამენტიდან არის გასული, ის გასულია მომსახურების ზონიდან. გუშინ მთელი სერიოზულობით გვიტმკიცებდა მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი, ნახევარ-კილომეტრიანი რადიუსი უნდა ყოფილიყო ის მიჯნა, რომლიდანაც უნდა დაშორებოდნენ ადამიანები საარჩევნო სივრცეს. რამდენად რაციონალურია და როგორ შეიძლება სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ თითოეული საარჩევნო უბნის…

მეტი...

უმრავლესობამ სხდომა გამართა, რომელზეც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობის წევრებმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის საქმეში კიდევ ორი პირი გამოიკვეთა, რომლებიც ავტობანზე მოძრაობდნენ – რას ყვება “ოქროს მოწმე”

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის “ოქროს მოწმე”, იაკობ ბრეგვაძე, იგივე ფოტოგრაფი თავის ჩვენებაში საბედისწერო ღამის ორ ახალ ფიგურანტზე ყვება.  იაკობ ბრეგვაძე თავის ჩვენებაში იმ ორ ადამიანს ახსენებს, რომლებზეც ვერცხლისფერი ავტომობილის მგზავრების ადვოკატები მათი დაკავებისთანავე საუბრობდნენ. ისინი, სავარაუდოდ, ლაშა შერმადინი და გიორგი მერაბიშვილი არიან, რომლებიც წვეულების სტუმრები იყვნენ და ტატიაშვილის ავტომობილით უკან უნდა ჩამოეყვანათ. ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ ორი ახალი ფიგურანტი 18 ივნისის ღამეს შაქარაშვილის და მისი თანმხლები პირების კვალდაკვალ გადაადგილდებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს ტელეფონის ნომრები გამოართვეს დიჯეისა და მის მეგობარ გიორგი ქათამაძეს და დაბადების დღეზე მომხდარი დაპირისპირების მომდევნო დღეს საქმის გარჩევაზე შეთანხმდნენ. სავარაუდოა, რომ ტელეფონების…

მეტი...

“საქართველოს ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეყვანა არის ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური” – გიორგი გახარია

გიორგი გახარია ევროკავშირის მიერ საქართველოსთან საზღვრის გახსნას გამოეხმაურა. შესაბამის განცხადება პრემიერ-მინისტრის ფეისბუქზე გამოქვეყნდა. „საქართველოს ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეყვანა არის ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური, მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება იმ წარმატების, რომელიც საქართველოს, ჩვენს ხალხს და ხელისუფლებას აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. ახლა უკვე, ჩვენ უშუალოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან განვაგრძობთ აქტიურ კონსულტაციებს, რათა ევროკავშირის მხრიდან გამოქვეყნებული ამ დოკუმენტის შესაბამისად, კოორდინირებულად, ეტაპობრივად და შეთანხმებულად შევძლოთ მოქალაქეთა უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა. საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით, მადლობას ვუხდი ევროკავშირს აღიარებისთვის, ნდობისთვის და სტრატეგიული პარტნიორობისთვის“, – წერს გახარია.

მეტი...

“ვულოცავთ საქართველოს იმ ქვეყნებს შორის მოხვედრას, რომელთათვის ევროკავშირი პირველი ივლისიდან კვლავ გახსნის თავის საზღვრებს” – ევროკავშირის წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ულოცავს იმ ქვეყნებს შორის მოხვედრას, რომლებზეც ევროკავშირის საბჭომ პირველი ივლისიდან საზღვრების გახსნის შესახებ რეკომენდაცია გასცა. „ვულოცავთ საქართველოს მსოფლიოს იმ 15 ქვეყანას შორის მოხვედრას, რომელთათვის ევროკავშირი პირველი ივლისიდან კვლავ გახსნის თავის საზღვრებს!“ – წერია განცხადებაში. იმ ქვეყნების სია, რომლებზეც საზღვრების გახსნის შესახებ რეკომენდაცია გაიცა, ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ოფიციალურად დამტკიცებულ სიაში  არის საქართველოც.

მეტი...

“უმრავლესობის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებსა და სხვა პარტიურ საკითხებს განვიხილავთ” – ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. „იცით, რომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება ეს ცვლილებები, ეუთო/ოდირი-ს რეკომენდაციები ძირითად ნაწილში გათვალისწინებულია. საკმაოდ ფართო ჩართულობით იქნა შემუშავებული ცვლილებები. წინასაარჩევნო ფაზაში შევდივართ და ლოგიკურია, რომ პარტიაში დაეთმობა იმ საკითხებს, რომელიც იქნება წინასაარჩევნო საკითხები და ზოგადად, პარტიასთან დაკავშირებული საკითხები. სწორედ იმისთვის ვართ შეკრებილები, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დეტალურად განვიხილოთ. ასევე წინასაარჩევნო საკითხებზეც გვექნება დისკუსია. არ გვაქვს იმის განცდა, რომ იქნება რადიკალურად განსხვავებული პოზიციები. შესაძლებელია, გუნდში გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა იყოს, მაგრამ…

მეტი...

“უნივერსალურად საზღვრის გახსნა ვერ მოხერხდება ვერც 15 ივლისს და ვერც 15 აგვისტოს” – თამარ გაბუნია

„რა თქმა უნდა, კარანტინის მექანიზმი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. უნივერსალურად საზღვრის გახსნა ვერ მოხერხდება ვერც 15 ივლისს და ვერც 15 აგვისტოს. ამიტომ დღეს ძალიან რთულია ამაზე საუბარი. უნდა შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მთავარი არის, რომ ჩვენ შევაფასოთ ეპიდემიური რისკი“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრია მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში დღიურად კორონავირუსის ერთეული შემთხვევები მათ შორის საზღვარზე ძალიან აქტიური კონტროლის შედეგია. „ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება ეთმობა საზღვრების გახსნის თემას. ჩვენ შემთხვევაში, ჩვენი ეპიდემიური სურათი, ის, რომ დღეში ერთეული შემთხვევა გვაქვს დაფიქსირებული, უკავშირდება იმას, რომ საზღვარზე ძალიან…

მეტი...

“ევროკავშირის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით იმუშავა და „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელება ეფექტურად აღკვეთა” – დავით ზალკალიანი

“მოხარულები და ამაყები ვართ, რომ დღეისთვის მიღწეულმა შედეგებმა შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის, კერძოდ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მოპოვება, ასევე სანდო და საიმედო პარტნიორის იმიჯის კიდევ ერთხელ განმტკიცება”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველო შეყვანილია ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში, რომელთათვისაც ევროკავშირი პირველ ეტაპზე გახსნის დაკეტილ საზღვრებს. „აღნიშნული გადაწყვეტილება, ცხადყოფს და ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით იმუშავა პარტნიორ ქვეყნებთან, ეფექტურად მართა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელების აღკვეთა და რომ საქართველოს მთავრობის ნაბიჯები პანდემიასთან ბრძოლის კუთხით იყო სწორი, თანმიმდევრული და…

მეტი...

“საქართველოს ყოველთვის ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში” – ელიზაბეთ რუდის გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვა

“მემახსოვრება ქართველი ხალხის სითბო და სიკეთე, საქართველოს ყოველთვის ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში,” – ამ განცხადებას ელიზაბეთ რუდი აქვეყნებს. ამერიკის ელჩის მოადგილის გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვა საელჩოს “ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნდა. რუდმა საკუთარ ვიდეომიმართვაში ქართველებს სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო, ყოფილიყო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი.

მეტი...

სომხეთის ოპოზიციური პარტიის „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს კორონავირუსი დაუდასტურდა

სომხეთის ოპოზიციური პარტიის „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, გაგიკ წარუკიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება. როგორც სომხური მედია აღნიშნავს, რამდენიმე თვის წინ გაგიკ წარუკიანმა „ფეისბუქზე“ ვიდეო განათავსა, სადაც ის ამბობდა, რომ კეთილ ადამიანებს კორონავირუსი არ ემართებათ.

მეტი...

საპარლამენტო უმრავლესობა დღეს სხდომას გამართავს

საპარლამენტო უმრავლესობა დღეს სხდომას გამართავს. ინფორმაცია პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა გაავრცელა. სხდომა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება. განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ვრცელდება. უმრავლესობის სხდომა 20:00 საათზე დაიწყება.

მეტი...

კიევში ბინების ძარცვის ბრალდებით 2 ქართველი დააკავეს

უკრაინის დედაქალაქ კიევში ბინების ძარცვის ბრალდებით 2 ქართველი დააკავეს. უკრაინელი სამართალდამცავების ინფორმაციით, 4 კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფის დასაკავებლად ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. ნივთმტკიცებად ამოღებულია რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, საკეტის სპეციალური გამხსნელები, რომლითაც დაკავებულები ბინებში შესვლას ახერხებდნენ.

მეტი...

“ყველა ქართველი ამაყი უნდა იყოს, საქართველო-ნატო-აშშ-ის ურთიერთობა ასე ახლო არასდროს ყოფილა” – ლუკ კოფი

ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია The Heritage Foundation-ის წარმომადგენელი ლუკ კოფი საქართველოში საარჩევნო ცვლილებებს დადებითად აფასებს და არსებულ გამოწვევებზე წერს. ლუკ კოფის განცხადებით, სამწუხაროა, რომ დაპირებული ცვლილებები, რომლებიც ზაფხულში იყო წარდგენილი, პირველად ნოემბერში ჩავარდა. “მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტი მილოცვას იმსახურებს. საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა ბოლო წლებში ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან დასაახლოებლად. ზოგიერთი ნაბიჯის გადადგმა დაიწყო წინა მთავრობის დროს, ზოგი ინიციატივა ეკუთვნის მოქმედ მთავრობას. ყველა ქართველი ამაყი უნდა იყოს, საქართველო-ნატო-შეერთებული შტატების ურთიერთობა ასე ახლო არასდროს ყოფილა,”- წერს ლუკ კოფი.

მეტი...

პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის არჩევნებში რეგისტრაციის პროცესი გამარტივდა

პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის არჩევნებში რეგისტრაციის პროცესი გამარტივდა და საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომლის მხარდაჭერა საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 5 000 ამომრჩევლის ხელმოწერით, ნაცვლად ძველი რედაქციით გათვალისწინებული 25 000 ხელმოწერისა. აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის მონაწილეობის წესი შეიცვალა. პარლამენტმა 2020 წლის 29 ივნისს მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უკვე ძალაშია. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომლის მხარდაჭერა საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით…

მეტი...

ევროკავშირმა საქართველოსთვის საზღვრები გახსნა – საბოლოო შეთანხმებული სია უკვე ცნობილია

ევროკავშირმა შეათანხმა ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრები გაიხსნება, მათ შორის არის საქართველო – 15 ქვეყნის ნუსხამ საკმარისი ხმები დააგროვა. საბოლოოდ შეთანხმებულ სიაში არ მოხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატები , რუსეთი და ბრაზილია. საზღვრის გახსნა შეეხება ჩინეთს, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ ჩინეთი ასევე გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს. როგორც ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული სია ყოველ ორ კვირაში გადაიხედება და გარემოებების მიხედვით განახლდება.

მეტი...

ჟურ­ნა­ლისტ ბექა პა­ტუ­რაშ­ვი­ლის შვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა

ჟურ­ნა­ლისტ ბექა პა­ტუ­რაშ­ვი­ლის შვი­ლი, ერთი წლის ალექ­სი პა­ტუ­რაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ალექსი თურქეთის საავადმყოფოდან საქართველოში, იაშვილის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გადმოიყვანეს. ალექ­სის რამ­დე­ნი­მე თვის წინ ღვიძლზე სიმ­სივ­ნუ­რი წა­ნა­ზარ­დი აღ­მო­აჩ­ნდა. “მედიაცენტრი მთავარი” სამძიმარს უცხადებს კოლეგას, ოჯახს, ახლობლებს ამ მძიმე ტრაგედიის გამო.

მეტი...

“კატეგორიულად გამოვრიცხავ ფიზიკურ შეხებას” – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი

19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიზიკურ შეხებას კატეგორიულად გამორიცხავს ამ საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.  “ნაჩქარევი იქნება, რომ შევაფასოთ, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ალექსანდრე გეჯაძის მიმართ, რადგან ჯერ კომპლექსური ექსპერტიზა არ ჩატარებულა და აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ბატონი ალექსანდრე გეჯაძის შეფასება ნაჩქარევია. კომპლექსური ექსპერტიზის სპეციფიკა გამომდინარეობს იქიდან, რომ სისხლჩაქცევები თუ აქვს გვამს, რის საფუძველზე აქვს. ჩემი შეფასებით, სისხლჩაქცევების არსებობა არ არის ახალი გარემოება, იმიტომ, რომ ჯერ უნდა დაიდოს ექსპერტიზის დასკვნა, როდესაც გარდაცვლილმა დაზიანებები მიიღო, ეს იყო სიცოცხლის დროინდელი თუ მას შემდეგ. ეს არის მნიშვნელოვანი…

მეტი...

საბერძნეთში ქართველ ემიგრანტს ეძებენ

საბერძნეთში ქართველ ემიგრანტს ეძებენ. 20 დღეზე მეტია, ოჯახს ათენში მცხოვრები 25 წლის ანა გვარამაძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ნებისმიერი ცნობის შემთხვევაში, ნათესავები საზოგადოებას შეტყობინებას სთხოვენ. “თუ ვინმეს გაქვთ მის შესახებ ინფორმაცია, ბოლო დღეების განმავლობაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე, ან მოგვწერეთ – 6999024445, 694 9155048,” – აცხადებენ დაკარგული ემიგრანტის ახლობლები.

მეტი...

„არჩევნებში თქვენ ნულოვანი მხარდაჭერა გექნებათ“ – იონათამიშვილი გოცირიძეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს რადიკალური და პრორუსული ოპოზიციის ტერმინები განუმარტა. „რადიკალური ოპოზიციის განმარტება არის ძალიან მარტივი – როდესაც პარლამენტის შენობაში, პლენარულ სხდომათა დარბაზში, კენჭი ეყრება საკონსტიტუციო ცვლილებებს და შენ ირჩევ პარლამენტის გარეთ აქციას, შენ ხარ რადიკალური ოპოზიცია. უფრო მეტიც, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ ანგარიშზე ამბობ, რომ ცდება; როდესაც სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ამბობ, რომ ცდება; როდესაც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაზე ამბობს, რომ ცდება – ეს უკვე პროპუსული ოპოზიციაა. ერთი კლიშეც და მეორე კლიშეც თქვენ თავად…

მეტი...

“პოლიტიკური სპეკულაციები საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას ხელს ვერ შეუშლის” – ფონდი “ქართუს” განცხადება

ფონდი “ქართუ” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ: “საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ეხმაურება რამდენიმე მედიასაშუალების მხრიდან ხელოვნურად წარმოქმნილ აჟიოტაჟს თბილისის ყოფილ იპოდრომთან დაკავშირებით, რომლის მიზანი, ჩვენი აზრით, ფონდის და მისი დამფუძნებლის მიმართ არაჯანსაღი საზოგადოებრივი განწყობების შექმნაა. მოგეხსენებათ, ფონდი „ქართუ“, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი და შემომწირველი ბიძინა ივანიშვილის ოჯახია, 20 წელზე მეტია საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ფუნქციონირებს. ამ დროის მანძილზე, ფონდის ხელშეწყობით ასეულობით საქველმოქმედო პროექტი განხორციელდა და პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფების გარდა, მის საქმიანობასთან დაკავშირებით შეკითხვები არავის გასჩენია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ფონდის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა და…

მეტი...

ამ დროისთვის, საქართველოში “ყირიმ-კონგოს” ვირუსის 10 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში “ყირიმ-კონგოს” ვირუსის 10 დადასტურებული შემთხვევაა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. “ჩვენ ამ ეტაპზე “ყირიმ- კონგოს” ვირუსით ინფიცირებული მხოლოდ ერთი პაციენტი გვყავს, რომელიც გამოჯანმრთელებული და ალბათ, მალე კლინიკას დატოვებს.  საეჭვო “ყირიმ კონგოზე” შემოსული იყო რამდენიმე პაციენტი, რომელთანაც გამოირიცხა “ყირიმ-კონგოს” დიაგნოზი. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი დატოვებენ კლინიკას. შემიძლია გითხრათ, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში “ყირიმ კონგოს” 10 დადასტურებული შემთხვევაა. ვნახოთ დინამიკაში როგორი იქნება“.  – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ზაფხულის სეზონზე, ტკიპა, რომელიც უმძიმესი დაავადების – „ყირიმ-კონგოს ცხელების“ გადამტანია, განსაკუთრებით აქტიურია. ტკიპა გვხვდება ყველგან – მცენარეებზე, ბალახებში, ცხოველებთან, შესაბამისად, რისკი,…

მეტი...

“ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში შემოტანილი ინფექციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ტრაილერების მძღოლები არიან” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის მასშტაბით დღეს უკვე 19 ლაბორატორია ატარებს ინფიცირებულთა ტესტირებას.  ლუგარის ლაბორატორიამ სერიოზულად აამუშავა გარე კონტროლის სისტემა, რათა ინფიცირებულთა შემთხვევები არ გაიპაროს. გამყრელიძის თქმით, სამწუხაროდ, რამდენიმე მსგავსი შემთხვევა უკვე იყო, თუმცა ე.წ. საკონტროლო პაკეტების მეშვეობით ინფიცირებულთა ორმაგი კონტროლი მიმდინარეობს. რაც შეეხება ბოლო 24 საათის განმავლობაში  კორონავირუსის 2 დადასტურებულ ახალ შემთხვევას, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი მათგანი არის ინფიცირებულთან კონტაქტირებული, ხოლო მეორე სატვირთო ავტომობილის მძღოლი გახლავთ. “ჩვენ დღეს დილის 9 საათისთვის გვაქვს 928 დადასტურებული შემთხვევა, 106 000 ე.წ. შესაძლო დადასტურებული შემთხვევიდან. დღეს დილისთვის…

მეტი...

იმ ქვეყნების სიაში, ვისთანაც ევროკავშირი საზღვრებს გახსნის საქართველოც მოხვდა

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეათანხმეს იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის გარე საზღვრებს გაუხსნიან. როგორც „ევრონიუსი“ ევროკავშირის საბჭოში დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, 15 ქვეყნისგან შემდგარმა სიამ საკმარისი ხმები დააგროვა და ოფიციალურად პირველ ივლისს გამოცხადდება. „ევრონიუსი“ იტყობინება, რომ საბოლოოდ შეთანხმებულ სიაში არ მოხვდნენ აშშ, რუსეთი და ბრაზილია. ამასთან, მედიასაშუალების ცნობით, სიაში მოხვდა ჩინეთი, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ ჩინეთი ასევე გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს. „ევრონიუსის“ მიერ მოპოვებული სრული სია ასეთია: საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (ნაცვალგების დადასტურების შემთხვევაში).

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატებმა, გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

დღეს, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატებმა სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. მათივე განცხადებით, საქმეში არ არსებობს იმის ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებები, რომ დაკავებულ პირებს რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიება შეფარდებოდათ. გავრცელებული ინფორმაციით საქმე საკმაოდ მოცულობითია, არის ასევე აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. არჩილ ბერიანიძის განცხადებით, რომელიც ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკა ჟვანიას იცავს, განჩინება მას სულ ცოტა ხნის წინ ჩაბარდა. “საქმეში არ არსებობს ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებები, რომ რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიება შეფარდებოდათ დაკავებულებს. რაც შეეხება განჩინებას, რამდენიმე წუთის წინ ჩაგვბარდა, ის არის საკმაოდ მოცულობითი და გაცნობასაც დიდი დრო დასჭირდება. ამის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ განჩინებას. არავის არავისთვის თავისუფლება არ აღუკვეთავს,”- განაცხადა…

მეტი...

„ჩვენ დავდექით პარალიზების წინაშე“ –  „ილუზიების მუზეუმისა“ და „ჰოლოზეუმის“  მიმართვა (ვიდეო)

„გახსნის დღეს მოგვიწია დახურვა. 4 თვიანი პარალიზების შემდეგ, ვცდილობთ ხალხი მოვაბრუნოთ. ხვალ ვიხსნებით, დასაბრუნებელი ვართ ბაზარზე“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში  „ილუზიების მუზეუმისა“ და „ჰოლოზეუმის“ პროექტის იდეის ავტორმა ლევან ბახიამ გააკეთა და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რაც დღეს მუზეუმებს დაუდგათ. „ჩვენი მუზეუმები: „ილუზიების მუზეუმი“, „ჰოლოზეუმი“ და „სფერო“ განსაკუთრებული სიძნელეების წინაშე იდგნენ. თითქმის არსებობა – არ არსებობის ზღვრამდე მივედით. ახლა კი, როცა როცა ქვეყანა „post covid“ გახსნის ბოლო ფაზაში შედის, ჩვენც გადავწყვიტეთ ბაზარზე დაბრუნება. ​”ჰოლოზეუმის” გახსნა, კოვიდის გამოჩენის დღეს დაემთხვა და მიუხედავად იმისა რომ ჩვენს შესახებ მსოფლიოს არაერთმა მედიამ აღფრთოვანება გამოხატა, ქართველ მომხმარებელს არ…

მეტი...

ამომრჩევლის მოსყიდვაზე, სისხლის სამართლის სანქცია 100 ლარზე ქვევითაც იმოქმედებს

ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განმარტავს. მისი განცხადებით, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება. კერძოდ, კობახიძის თქმით, პერიმეტრში სააგიტაციო მასალების განთავსება იკრძალება, ასევე იკრძალება 25-მეტრიან რადიუსში ადამიანის შეფერხება. „აქ გვაქვს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ადამიანის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება იზღუდება ნებისმიერი სახით. მაგალითად, თუ ამომრჩეველს შეაფერხებთ თუნდაც იმისთვის, რომ ჰკითხოთ, ვის აძლევს ხმას, ეს იქნება უკვე დარღვევა“,- განაცხადა კობახიძემ. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციისა და საარჩევნო დავების განხილვის ვადების კუთხითაც მნიშვნელოვანი ცვლილებებია. „რეგულაციები, რომლებიც ვრცელდებოდა საჯარო მოხელეებზე, გავრცელდება მაგალითად, ბაღებისა და…

მეტი...

“საზღვარი გახსნილია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის ჩვენი მოქალაქე” – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაური განმარტავს, რა შემთხვევაში აქვთ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის უფლება ამ ეტაპზე შექმნილი მდგომარეობის და ჩაკეტილი საზღვრების მიუხედავად. “სოციალურ ქსელებსა და პრესაშიც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საზღვრები გახსნილია საქართველოში. აქცენტი იყო გაკეთებული რუსეთზე, რომ შემოდიან რუსეთის მოქალაქეები, შემოდიან ავტომანქანებით. მინდა, სწორი ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს მოსახლეობას. საზღვრები დაკეტილია ყველა მიმართულებით, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე რუსეთთან. საზღვარი გახსნილია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის ჩვენი მოქალაქე. ამასთან, შემოსვლისას ყველა მათგანი მიდის ორკვირიან კარანტინში. ესენი არიან უმეტეს შემთხვევაში ორმაგი მოქალაქეები. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, ორმაგი მოქალაქეობა აქვთ ჩვენს…

მეტი...

მცხეთის სამედიცინო ცენტრში 8 „კოვიდ ინფიცირებული“ გამოჯანმრთელდა 

„კოვიდ ვირუსით“ მცხეთის სამედიცინო ცენტრში გამოჯანმრთელებულ პაციენტებს კიდევ 8 ახალი გამოჯანმრთელებული ადამიანი მიემატა“ – აღნიშნული ინფორმაცია „მედიაცენტრ მთავარს“ სამედიცინო ცენტრიდან მიაწოდეს.  „გუშინ 3 პაციენტი გაეწერა,  დღეს კი  5 პაციენტი. 15 პაციენტის ანალიზი კი გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებაზე.    ამ ეტაპზე, ცენტრში მკურნალობას 15 პაციენტი აგრძელებს.  კლინიკის თანამშრომლებმა, როგორც სამედიცინო ნაწილმა, აგრეთვე ადმინისტრაციამ, გაიარეს ტესტირება „კოვიდ ვირუსზე“ და დადებითი პასუხი არ აღმოჩნდა!  კლინიკის თანამშრომლები რომლებიც 2 კვირიანი მონაცვლეობით, 24 საათიან რეჟიმში ემსახურებიან პაციენტებს, პერმანენტულად გადიან ტესტირებას ჩOVID ინფექციაზე“ – განუცხადეს „მედიაცენტრ მთავარს“ მცხეთის სამედიცინო ცენტრში.

მეტი...

ქალი, რომელსაც შეყვარებულმა ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, სხეულის 37%-იანი დამწვრობით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

თბილისში 23 წლის ქალს ბენზინი შესახეს. ახალგაზრდა მამაკაცმა ქუჩაში შეყვარებული გოგონას დაწვა სცადა. დაზარალებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მას სხეულის 37 პროცენტი აქვს დაზიანებული. “შემოვიდა გოგონა 23 წლის, მას აღენიშნება თერმული დაზიანება, დამწვრობა 37 პროცენტი. ქვემო კიდურები დაზიანებული აქვს – მეორე, მესამე ხარისხი. ასევე დამწვრობით შოკი, საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აღენიშნება. ტრავმა სავარაუდოდ, ბენზინის აალების შედეგად აქვს მიღებული. გოგონას მდგომარეობა ამ წუთას სტაბილურია, თუმცა საკმაოდ სერიოზული დიაგნოზი აქვს,“ – განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ. ბრალდებული უკვე დაკავებულია, ის ბრალს აღიარებს. შემთხვევა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში გუშინ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ქალს საცხოვრებელ…

მეტი...

“მოვუწოდებთ პოლიტიკურ მოთამაშეებსა და მედიას თავი შეიკავოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე თავდასხმისაგან” – შვეიცარიის საელჩო

„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშესა და მედიას, თავი შეიკავოს პიროვნებებზე, მათ შორის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე თავდასხმისაგან,“ – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს. საელჩო საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზეც ამახვილებს ყურადღებას და მომხდარს პოზიტიურ ფაქტად თვლის. “საელჩო საქართველოში მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას და მიიჩნევს, რომ ახალი საარჩევნო სისტემა გაზრდის საზოგადოების სხვადასხვა ფენის, მათ შორის უმცირესობების წარმომადგენლობას პარლამენტის ახალ შემადგენლობაში. შვეიცარია დაეხმარება საქართველოს სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო კამპანიის წარმართვაში, რომელიც დაეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ კომპრომისს, და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მოთამაშესა და მედიას თავი შეიკავოს პიროვნებებზე, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე თავდასხმისაგან,” –…

მეტი...

„ამირხანაშვილის ჩვენებას გავეცანი, ეს არის გაფუჭებული ჩვენება” – გიგა ტატიშვილის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

ამირხანაშვილმა და ფოტოგრაფმა ბევრი რამ იციან და არ ამბობენ. იმაზე მეტი იციან, რაც ჩვენებაში წერია” – ეს განცხადება “მედიაცენტრ მთავართან” გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, “მერსედესის” მძღოლის, გიორგი ტატიაშვლის ადვოკატმა გააკეთა. გიორგი ყიფშიძე გუკა ამირხანაშვილის შეცვლილ ჩვენებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჩვენებას „თავის სურვილით“ არავინ ცვლის. „გურამ ამირხანაშვილი, რომ შემოიყვანეს პირდაპირ დაადო ხელი ტატიაშვილს,  და თქვა, რომ ეს არის ის ახალგაზრდა კაცი, რომელიც ვერცხლისფერი ავტომანქანით მოვიდა, მან კატეგორიულად გამორიცხა გიგას მოქმედება და მონაწილეობა რაიმე ტიპის ძალადობაში, მე მაქვს სამართლებრივი ხედვა და არა ვარაუდი,  ჩვენებას არავინ ცვლის თავისი ნებით თუ…

მეტი...

“კორონავირუსმა განიცადა მუტაცია და შესაძლოა ის უფრო მეტად გადამდები გახდეს” – პაატა იმნაძე

“ძალიან ბევრ ქვეყანაში მეორე ტალღა უკვე არის. მას შემდეგ, რაც გაიხსნა რაღაც ბიზნესაქტივობები შემობრუნდა კორონა და ფართოდ გავრცელდა” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „თუ კორონასთან თანაცხოვრებას გავაგრძელებთ, მეორე ტალღა იქნება ძალიან შორს. თუ არ გავაგრძელებთ კორონასთან, ასე ვთქვათ, კარგად მოქცევას, როგორც ჯერჯერობით ვიქცევით, მაშინ იქნება უფრო ახლოს. გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, არის გარკვეული მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში წარმოიშვა ევროპაში. სპაიკ-ცილა, ანუ ის გამოშვერილები, რომელიც კორონას აქვს და რითაც ეკვრის უჯრედს და შემდეგ მასში აღწევს, მოხდა ამის მუტაცია. გაუადვილდა უჯრედში შეღწევა, მარტივად რომ გითხრათ. ეს ნიშნავს, რომ ის შეიძლება უფრო მეტად გადამდები…

მეტი...

„შესაძლოა, ეს საშინელი ფაქტი არ დამდგარიყო და ყველა ეპოვათ“ – ადვოკატი პოლიციის დაუდევრობაზე (ვიდეო)

„როდესაც პოლიცია, შუა ღამისას ხედავს 19 წლის გაფითრებულ ბიჭს, რატომ არ ინტერესდებიან რამ გამოიწვია ეს. მათ შესაბამისად რომ ემოქმედათ, შესაძლოა ეს საშინელი ფაქტი არ დამდგარიყო და ყველა ეპოვათ ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე ვახო ახვლედიანის ადვოკატმა, მზია ქასრაშვილმა განაცხადა. ქასრაშვილს მიაჩნია, რომ პოლიციელების გულგრილობა, რომ არ ყოფილიყო შესაძლებელი იქნებოდა ტრაგედიის თავიდან აცილება „პოლიციას, რომ ემოქმედა შესაბამისად, შესაძლოა ეს საშინელი ფაქტი არ დამდგარიყო და ყველა ეპოვათ. როცა პოლიციას ვეძახით, ესე იგი, გვიჭირს. მით უმეტეს, პოლიციამ დაინახა ღამის ორ საათზე შეშინებული, გაფითრებული, დაბნეული…

მეტი...