სასტუმროების დატვირთვა 20%-ით შემცირდა, საოჯახო სასტუმროებს წყლის ტარიფი უძვირდებათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 26 თებერვალს, 15:00 საათზე ე.წ. საოჯახო ტიპის სასტუმროების სასმელი წყლის ტარიფთან დაკავშირებით პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავს. დასწრება შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. შეხვედრაზე განიხილება კომისიის მიერ შეთავაზებული პროექტი, რომელიც განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე: http://gnerc.org/ge/public-information/public-works/sajaro-warmoeba/21066 როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სანდო წყარომ აცნობა, რომელიც სასტუმროების ქსელის ბიზნესშია ჩართული, საოჯახო სასტუმროების დატვირთვა ამ დროსათვის, შარშანდელთან შედარებით, 20 პროცენტითაა შემცირებული, რაც ძირითადად, ახალი რეგულაციებითაა განპირობებული. მისივე თქმით, საოჯახო სასტუმროების უდიდესი ნაწილი, რეგისტრაციის გარეშე, „შავად მუშაობს“, რითაც იურიდიული პირისთვის დაწესებული გადასახადების თავიდან არიდებას ცდილობენ. „შარშანდელთან შედარებით, ამ დროისათვის სასტუმროების დატვირთვა…

მეტი...

სამართლებლივი დავა „თი-ბი-სი” ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის შეწყვეტილია – ირაკლი კოვზანაძე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საზედამხდველო ღონისძიებები არის კონფიდენციალური და დახურული ნებისმიერი მესამე მხარისთვის, ეროვნულ ბანკსა და „თი-ბი-სი” ბანკს შორის არსებული პრობლემა კი, მისი თქმით, ამოწურულია. „ის პრობლემა, რომელიც არსებობდა ეროვნულ ბანკსა და „თიბისი“ ბანკს შორის, ამოწურულია. მოგეხსენებათ, ეროვნულმა ბანკმა და თიბისი ბანკმა ამ საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს და სამართლებლივი დავა „თი-ბი-სი” ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის შეწყვეტილია. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი თავს იკავებს პარლმენტში მოსვლაზე, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი მზად არის მოუსმინოს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს იმ…

მეტი...

ეროვნული ბანკი ახალი რეგულაციების საკითხის განხილვას, პარლამენტს მოგვიანებით სთავაზობს

საქართველოს ეროვნული ბანკი, კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპის და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, რომელიმე კონკრეტულ ბანკთან დაკავშირებული საზედამხედველო ზომების განხილვას მიზანშეწონილად არ თვლის. 2019 წლის 1-ელ იანვარს შემოღებული რეგულაციების შესახებ საკითხის განხილვას კი, ეროვნული ბანკი პარლამენტს მოგვიანებით სთავაზობს, რადგან ინტენსიურად აკვირდება რეგულაციის მიმდინარეობის პრაქტიკას და ამ ეტაპზე, რაიმე კონკრეტული დასკვნის გამოტანას ნაადრევად მიიჩნევს,  – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „საქართველოს ეროვნული ბანკი, საბანკო-საფინანსო სექტორის რეგულატორი და ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია. ეროვნული ბანკი რეგულარულად ახორციელებს ქვეყანაში მოქმედი ბანკების და საფინანსო ორგანიზაციების მონიტორინგს და მათი…

მეტი...

27 დეპუტატის თავდების მიუხედავად დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვეს

პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხესთან პოლიციასთან დაპირისპირებისა და სხვისი ქონების დაზიანების ბრალდებით დაკავებული, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, კვლავ პატიმრობაში დატოვა.  მოსამართლე ნუნუ ნემსვიწერიძემ, კირკიტაძის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განმარტებით, შუამდგომლობა სათანადოდ მომზადებული არ იყო. კირკიტაძის ადვოკატმა, მოსამართლეს დღეს გირაოს სანაცვლოდ კირკიტაძის გათავისუფლება მოითხოვა, ამისთვის ქვეყნის 15 000 მოქალაქის ხელმოწერა და პარლამენტის 27 დეპუტატის თავდების წერილი წარადგინა. დავით კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და…

მეტი...

“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ცხოველებიდან ყველაზე ხშირად, ძაღლები იღუპებიან”

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსის, ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, სტატისტიკის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ყველაზე ხშირად ძაღლები იღუპებიან, ვიდრე სხვა შინაური ცხოველები. როგორც ვახტანგ ლომჯარიამ “მედიაცენტ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2018 წელს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში 1163 ტრავმირებული ცხოველი შევიდა. ძაღლი, გზაზე კიდევ უფრო მოწყვლადია, თუ მას რომელიმე კიდური აქვს დაზიანებულია და კოჭლობს. ასეთ ცხოველს გზის გადაკვეთისთვის 2-ჯერ მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ჯანმრთელს. “ასეთი ცხოველის ბუნებრივ არეალში დაბრუნებით რისკი იზრდება”, – აცხადებს ლომჯარია და მძღოლებს მოუწოდებს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ცხოველის უნებურად დაზიანების შემთხვევაში ნუ მიატოვებენ მას, არამედ მიმართონ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს,…

მეტი...

საქართველომ Fitch -ის რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა – ქვეყანაში საკრედიტო რესურსი გაიაფდება

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, საქართველო, დღევანდელი მონაცემებით, ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც Fitch-ის რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანია. ამ სიახლის მიხედვით, ქვეყანაში კიდევ უფრო გაიაფდება საკრედიტო რესურსი. რეიტინგში წინსვლა საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების ნდობას აძლიერებს. ეს ინვესტორებზე აისახება და სიღარიბის დაძლევაზე იქონიებს პირდაპირ გავლენას.  როგორც მამუკა ბახტაძე აცხადებს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რატომაც Fitch -მა ეს გადაწყვეტილება მიიღო, არის ის, რომ 2018 წლის მეორე ნახევარში, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონმა მძიმე ეკონომიკური პერიოდი გადაიტანა, საქართველოს ეკონომიკა უფრო მდგრადი გახდა გარე შოკების მიმართ. ეს, თავის მხრივ, ყველა სწორმა…

მეტი...

„ჯერჯერობით, არსებობს რესურსი“ – მირიან წიკლაური გუნდიდან წასვლას არ ადასტურებს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მირიან წიკლაური გუნდის შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებს. როგორ წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, მისი გუნდში დარჩენა-არდარჩენა დაკავშირებულია ეკონომიკურ პოლიტიკასთან და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დრო დასჭირდება. „არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც გუნდში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მაგალითად, ეს საკითხები ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირდება. მე მაქვს ჩემი ხედვები ამ მიმართულებით და თუ ეს ხედვები მხოლოდ ხედვებად დარჩა და გაზიარება არ მოჰყვა, გადაწყვეტილებას მერე მივიღებ. ამ ეტაპისთვის, არ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გუნდიდან წასვლას ვაპირებ. ჯერჯერობით, არსებობს რესურსი, რომ საკითხები განვიხილოთ. წასვლა არსად მეჩქარება“, – აღნიშნა წიკლაურმა „მედიაცენტრ…

მეტი...

ავჭალის რკინიგზის სადგურს ეროვნული გმირის, ვალოდია გოგუაძის სახელი მიენიჭება

თბილისის გარეუბანში, კერძოდ, ავჭალაში მდებარე რკინიგზის სადგურს შესაძლოა სახელი შეუცვალონ და  საქართველოს ეროვნული გმირის, ჯავშანმატარებელთა რაზმის ხელმძღვანელ ვლადიმერ გოგუაძის სახელი დაერქვას. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეძლეს ქართველებმა, საუკუნის წინ, რუსეთის საბჭოთა არმიის ავჭალიდან განდევნა და ავჭალის რკინიგზის სადგურის დაკავება.   აღნიშნული ინიციატივა, დედაქალაქის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გამოთქვეს და ამ საკითხზე საქართველოს რკინიგზასთან კონსულტაციებს უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. როგორც თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი აცხადებს, მისი კომისია მუდმივად ცდილობს იმ გმირების სახელები უკვდავყოს, რომლებმაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა დღემდე მოიტანეს. მისივე ინფორმაციით, იანვარში, ტაბახმელაში იუნკერ არჯევან…

მეტი...

ბათუმის ძველი ბულვარი სახაშეებისგან გაიწმინდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძეს განცხადებით, ბათუმის ძველი ბულვარი სახაშეებისგან გაიწმინდება. თორნიკე რიჟვაძეს არ დაუკონკრეტებია, რომელი ობიექტები შეწყვეტენ ბულვარში საქმიანობას. „კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემას ბათუმის უანგარო გულშემატკივრებთან, მათ შორის „დაიცავი ძველი ბულვარის” წევრებთან მიმართებაში. თუნდაც ბულვართან დაკავშირებით, საქმით დავამტკიცებთ, თუ როგორ ვზრუნავთ. ძველი ბულვარი გაიწმინდება სახაშეებისგან,” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ბოლო წლებში ბათუმის ბულვარში კვების რამდენიმე ობიექტი გაიხსნა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან ნეგატიური განცხადებები მოჰყვა. 2016 წელს ძველი ბულვარის იერსახის შესაძლო ცვლილებას ადგილობრივების ნაწილი საპროტესტო აქციებით შეხვდა.

მეტი...

ადვოკატების ვერსიით, სმიტები პროფესიონალებმა მოკლეს – გამოძიებამ საქმეში ცხენები ჩართო

​ხადას ხეობაში, 6 თვის წინ გაუჩინარებული ოჯახის, ამერიკელი სმიტების მკვლელობაში ბრალდებული, 19 წლის მწყემსის ადვოკატები პროკურატურას გამოძიების არაკვალიფიციურად წარმართვაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ იმ ვერსიის გასამყარებლად, თუ როგორ შეძლებდა სუსტი აღნაგობის მწყემსი ზრდასრული მამაკაცის გვამის გადამალვას, საქმეში ცხენები ჩართეს. როგორც მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატებმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საქმეში ცხენები მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მიხვდნენ, რომ 50 კგ წონის ადამიანი 100 კგ-ს გვამს დაუხმარებლად ვერ გადააადგილებდა. მათივე თქმით, კობაურის მხრიდან არც გვამებზე შემხებლობა დასტურდება.  “2 – 3 კვირის შემდეგ გაახსენდათ ცხენები. რადგან 50 კგ წონის ადამიანს 100 კგ-ს გვამის გვამის 1,5 კმ-ის…

მეტი...

„ისინი არ არიან მოაზროვნე თავები, ისინი არიან მოლაპარაკე თავები“ – გედევან ფოფხაძე გუნდის ნაწილზე

იმ გუნდის ნაწილს, რომლის წევრიც დღევანდელ დღემდე გედევან ფოფხაძეც იყო, დეპუტატი მესიჯებით მართულ მოლაპარაკე თავებს უწოდებს. მისი თქმით, მათ კომკავშირელობაც შეესაბამება და ნანობს, რომ გუნდი ადრე არ დატოვა. „2012 წელს მეგონა, რომ მართლა ხალხს ვემსახურებოდი და ხალხისთვის ვაკეთებდი იმ ყველაფერს. მე მორალური უპირატესობა მჭირდება, რომელიც 2012 წელს მქონდა და თუ ამას დავკარგავ, მეეჭვება, რაიმე საკითხთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ღირებული იყოს ვინმესთვის. ჩვენ ვალდებულებები არ შევასრილეთ და ჩვენსა და მოსახლეობას შორის ძალინ დიდი ბზარი გაჩნდა“- აღნიშნა გედევან ფოფხაძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე შეფასებით, სამთავრობო გუნდში დემოკრატიის ხარისხი განულებულია. „მიმაჩნია, რომ ქვეყანაში…

მეტი...

„ვწუხვარ, რომ კოჯორში მხოლოდ იუნკერთა მემორიალია“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ კოჯორში იუნკერთა მემორიალთან არანაირი დაფა არ არის, სადაც მათ ისტორიას იქ მისული ადამიანები გაეცნობიან. “ვწუხვარ, რომ კოჯორში არის მხოლოდ იუნკერთა მემორიალი, მაგრამ არანაირი ნიშანი არ არის იმ ისტორიის, რომელიც აქ მოხდა. აქ თუ ამოვლენ ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები, უცხოელები, უნდა იცოდნენ, რა მოხდა, რომელი ბრძოლა გაიმართა, რა მნიშვნელობა და დატვირთვა ჰქონდა, რატომ არის ეს ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სწორედ იუნკერთა თავდადებით გადარჩა საქართველო: „იმ დღეს დასრულდა ბრძოლა, მაგრამ არ დასრულებულა საქართველოსთვის ბრძოლა,…

მეტი...

“ჩემი რესურსი „ქართული ოცნებაში“ იწურებოდა – გედევან ფოფხაძე წავიდა

დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადებით, მისი რესურსი “ქართულ ოცნებაში” ამოწურულია და მისი დარჩენა პარტიაში არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა. როგორც ფოფხაძემ, ბრიფინგზე განაცხადა, მან პარტიას და საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელს გასვლის თაობაზე ოფიციალური განცხადებით პარასკევს მიმართა. „გასვლის თაობაზე ოფიციალური განცხადებით მივმართე, როგორც თვითონ პოლიტიკურ მოძრაობა „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელ არჩილ თალაკვაძეს და „ქართული ოცნების“ ფრაქციას. შესაბამისად, ყველა ეს გადაწყვეტილება რეგისტრირებულია. ჩემი პოზიცია იმ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა „ქართულ ოცნებაში“ არაერთხელ დამიფიქსირებია და აქამდეც მქონდა იმის განცდა, რომ ჩემი რესურსი „ქართული ოცნების“ შიგნით იწურებოდა. ახლა, უკვე მგონია, რომ…

მეტი...

“ტელევიზიების საშუალებით ნაფიც მსაჯულებზე შტურმი მიმდინარეობს” – კობაურის ადვოკატი

ხადას ხეობაში, ამერიკელი ოჯახის, სმიტების მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატები, ერთ-ერთი ტელეარხით გასულ სიუჟეტს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ ნაფიც მსაჯულებზე ტელევიზიების საშუალებით შტურმი მიმდინარეობს.   როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ბრალდებულის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა განაცხადა, ტელეეთერით გასული, კობაურის აღიარებითი ჩვენება ახალი არ არის და მას მტკიცებულებითი ფასეულობა არ გააჩნია. ეს არის დაკავების მომენტში ჩაწერილი ვიდეო, რის შესახებაც არაერთხელ განაცხადა დაცვის მხარემ, რომ ის კანონდარღვევით არის მოპოვებული, კობაურის დაშინების, მოტყუებისა და მუქარის გზით. “ეს ჩანაწერი გუშინ, ნაფიც მსაჯულებზე ზემოქმედების მიზნით გამოქვეყნდა. ჩანაწერს მტკიცებულებითი ფასეულობა არ გააჩნია. ის გაკეთებულია ბექაურის დაკავების მომენტში,…

მეტი...

„მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ანაკლიის პორტზე ინვესტორების განწყობა არ შეიცვალოს“ – ბიზნესომბუდსმენი

“მთავრობას დეკლარირებული და ბიუჯეტში გათვალისწინებული აქვს ის ვალდებულებები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის არის საჭირო. ეს ნაბიჯები არ უნდა გაჩერდეს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ინვსეტორებთან მრავალჯერ უნდა გაესვას ხაზი ქვეყნისთვის ამ პროექტის მნიშვნელობას. ამ მიმართულებით აუცილებელია კომუნიკაციის მაღალი ხარისხი”- განაცხადა ბიზნესომბდუსმენმა ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე საუბრისას. ირაკლი ლექვინაძის თქმით, ასეთ საქმეებს ინვესტორები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან და ამიტომ, აუცილებელია მათ არ ჰქონდეთ სანდო ინფორმაციის დეფიციტი. „მამუკა ხაზარაძემ საჯარო განცხადებაში კითხვის ნიშნები დასვა ანაკლიის პორტის პროექტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. ეს ძალიან ყურადსაღებია. მთავრობამ, ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გააკეთოს…

მეტი...

“გამოძიების გაჭიანურება მეტ სივრცეს დატოვებს სპეკულაციებისთვის” – ბიზნესომბუდსმენი თიბისი-ზე“

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე “თიბისი ბანკთან” დაკავშირებულ მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ მსგავსი პროცესები ბიზნეს გარემოს აზიანებს. მისივე შეფასებით, “თიბისი ბანკი” არის სისტემური ბანკი, ქვეყნის ეკონომიკაში ის დიდ როლს ასრულებს. „ცხადია, ნებისმიერი მსგავსი პროცესი ბიზნეს გარემოზე აისახება, ესეც და ყველა საქმე, რომელიც ბიზნესმენის მიმართ იწყება და მოყვება აჟიოტაჟი, სპეკულაციები, აზიანებს ბიზნეს გარემოს. ასეთ საქმეებს მეტი ინფორმაცია და გამჭვრივალობა სჭირდება საზოგადეობაშიც და ბიზნეს წრეებშიც. გამოძიების დროში გაჭიანურება უფრო მეტ სივრცეს დატოვებს სპეკულაციებისთვის და დააზიანებს ბიზნეს გარემოს,”- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. კითხვაზე, უნდა დაეწყო თუ არა პროკურატურას გამოძიება 10 წლის წინანდელ საკითხზე და შეიცავს…

მეტი...

თემქაზე და გურამიშვილის გამზირზე ახალი სკოლები აშენდება

თბილისში, თემქაზე და გურამიშვილის გამზირზე სკოლების მშენებლობა დაიწყება. როგორც საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, თემქის და სანზონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, წელს თემქის 138-ე და გურამიშვილის გამზირზე მდებარე 114-ე ავარიული სკოლების ნაცვლად ახალი სკოლების მშენებლობა დაიწყება.  “ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მდებარე ეს ორი სკოლა და მათი მდგომარეობა დროულ რეაგირებას ითხოვდა. მნიშვნელოვანია, რომ მაჟორიტარს და განათლების სამინისტროს გვაქვს ძალიან აქტიური და ნაყოფიერი სამუშაო პროცესი,” – განაცხადა ზაზა გაბუნიამ. მშენებლობის პროცესი წელს დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება.

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი დღეიდან დეპუტატებს შეხვდება

მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეიდან, დეპუტატებთან შეხვედრებს გამართავს. ​​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მმართველი პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ბიძინა ივანიშვილმა მსგავს ფორმატში პირველი შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფთან 22 თებერვალს გამართა. „ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში საკითხების დეტალური განხილვა ვერ ხერხდება, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია, ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე“, – აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარესთან სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები ამ დრომდეც იმართებოდა და ეს ბუნებრივი პროცესია. „არამხოლოდ ახლა, აქამდეც ჰქონდა პარტიის თავმჯდომარეს ჩვენთან შეხვედრები…

მეტი...

ცხოველის მკვლელობისთვის პატიმრობა, წამებისთვის – ჯარიმა 500 ლარამდე – კანონმდებლობა მკაცრდება

ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი მკაცრდება და 2-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო წამებისთვის – 100-დან 500 ლარამდე ჯარიმა დაწესდება.   ​როგორც თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფრომა, ვახტანგ ლომჯარიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლში, რომელიც გულისხმობს ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას, ხოლო არასათანადო მოპყრობის მხრივ საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე მუხლში ცვლილებებზე. იზრდება საჯარიმო სანქციები.   მისივე თქმით, ადამიანის ღირსების პარალელურად, ცხოველის უფლებებისა და მისი სიცოცხლის დაცვაც მნიშვნელოვანია. ისინი საჭიროებენ განსაკუთრებულ მოპყრობას და სულ მცირე, არ უნდა შევლახოთ მათი უფლებები. ” ეს მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რაც საქართველოს, განვითარებული…

მეტი...

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა – პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე დღეს, სახელმწიფო დროშა დაეშვა. პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი, საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის – ანექსია.​ 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისის მისადგომებთან გმირულად დაიღუპნენ ახალგაზრდა იუნკერები. თითქმის ერთი საუკუნის წინ, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად მოახდინა საქართველოს ანექსია.…

მეტი...

განათლების სამინისტროში დიასპორის სამმართველო შეიქმნება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დიასპორის სამმართველო შეიქმნება, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გერმანიაში,  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ვიზიტის ფარგლებში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, უცხოეთში მყოფი ქართველები ქვეყნის ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან და სწორედ მათთვის სამინისტროში დიასპორის სამმართველო შეიქმნება: „დიასპორასთან მეტი კომუნიკაციისთვის სამინისტროში დიასპორის სამმართველო შეიქმნება, რომელიც თქვენთან მუდმივ კომუნიკაციაში იქნება და უწყვეტ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას თქვენს საჭიროებებზე“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. მინისტრი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს დაჰპირდა, რომ ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან სახელმძღვანელოებით, გაიხსნება კულტურული ცენტრები, სადაც გაზიარებული იქნება მათი მოსაზრებები და შენიშვნები. ამასთანავე გაძლიერდება…

მეტი...

შეშინებული და ტრავმირებული დათვის ბელი თბილისის ზოოპარკში შეიფარეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცაგერიდან, დაობლებული დათვის ბელი ჩამოიყვანეს და თბილისის ზოოპარკს გადასცეს. ბელი ტრავმირებულია, ერთი კიდურით კოჭლობს. ზოოპარკში მას სახელად გარინჩა შეურჩიეს, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის გარინჩას საპატივსაცემოდ, რომელიც ცალი ფეხით კოჭლობდა, მარცხენა ფეხი მარჯვენაზე მოკლე ჰქონდა. “ფეხბურთელ გარინჩაზე ექიმები ამბობდნენ, სიარულს თუ შეძლებს, უკვე დიდი ბედნიერება იქნებაო. ჩვენი გარინჩა არც ისე იმედისმომცემად გამოიყურებოდა. ფეხის გარდა ნერვული პრობლემებიც ჰქონდა. უკანა ფეხებზე რომ დგებოდა, თავი უკანკალებდა. შეშინებული და დასტრესილი იყო. გალიიდან საერთოდ არ გამოდიოდა. ადამიანებს უფრთხოდა და იმალებოდა. თავიდან, მის სასეირნოდ გატყუებას საათები სჭირდებოდა. მერე ნელ-ნელა ამოძრავდა. ფეხიც მოურჩა. ცოტა ხანში სხვა…

მეტი...

ოჯახში ძალადობის ბრალდებით, აჭარაში 6 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული კ.ტ. და 1966 წელს დაბადებული პ.გ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა კ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან მიმდინარე წლის 18 თებერვალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ გოგონას – 1982 წელს დაბადებულ ნ.ჩ.-ს, რომელმაც შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ნ. ჩ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. პოლიციამ ბათუმში მეუღლის დედის – 1944 წელს დაბადებული ლ.ბ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დააკავა 1966 წელს დაბადებული პ.გ. დაშავებულს სამედიცინო დახმარება…

მეტი...

შსს-მ ბაკურიანში მომხდარი ქურდობის ფაქტებზე, 4 არასრულწლოვანი ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბაკურიანში მომხდარი ქურდობის რამდენიმე ფაქტი გახსნეს. 9 დანაშაულში მხილებულია 4 არასრულწლოვანი: 2002 წელს დაბადებული ა.მ., 2005 წელს დაბადებული გ.თ., 2006 წელს დაბადებული ლ. კ. და 2004 წელს დაბადებული ნ.მ. “სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 18-20 თებერვალს, დაბა ბაკურიანში მაღაზიები, სილამაზის სალონი, სანოტარო ბიურო და ერთ-ერთ სასტუმროში განთავსებული სათამაშო აპარატები გაქურდეს. მათ ასევე სცადეს მეორე სანოტარო ბიუროს გაქურდვაც. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნები დანაშაულის ჩადენაში ამხილა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ნაქურდალი ნივთები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა. ოთხივე…

მეტი...

შსს-მ ზვიად კუპრავა დააკავა

დღეს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, “სამართალდამცველთა ლიგის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას. “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). აღნიშნული დანაშაულისთვის ზვიად კუპრავას, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება. სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა…

მეტი...

თბილისის ზოოპარკი 92 წლის გახდა

თბილისის ზოოპარკი 92 წლის გახდა. ეს დღე ტრადიციულად, პატარა სტუმრებთან ერთად, სახალისო გასართობი ღონისძიებით აღინიშნა. სპეციალურად ბავშვებისთვის მარიონეტების წარმოდგენა და საპნის ბუშტების შოუ გაიმართა. პატარებმა მხიარულ კონკურსებსა და აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა, თავსატეხები ამოხსნეს, ტერიტორია ფერადი ცარცებით გაალამაზეს და ცხოველების ფორმებში გამოწყობილი ანიმატორებისგან ბუშტები და საჩუქრებიც დაიმსახურეს. თბილისის ზოოპარკის დაბადების დღე, დამთვალიერებლებთან ერთად, ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ იზეიმა. მისი თქმით, მსგავსი სახალისო და საინტერესო ღონისძიებები მომავალშიც ჩატარდება. „თბილისის ზოოპარკი 1927 წელს დაარსდა, შესაბამისად, აქაურობას დიდი და საინტერესო ისტორია გააჩნია. დღეისთვის, შეიძლება ითქვას, რომ თბილისს ორი ზოოპარკი აქვს – ერთი არსებული და…

მეტი...

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ დათუნაშვილს ბოდიში მოუხადა – შერიგება არ შედგა

დღეს, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში გამართულ საგანგებო სხდომაზე, ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ, ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს ბოდიში მოუხადა, მაგრამ ამის მიუხედავად, დაპირისპირებულ მხარეთა შერიგება არ შედგა. „ვეტერანები და პრეზიდიუმის წევრები საუბრობდნენ იმაზე, რომ უნდა შევრიგდეთ, ერთი ოჯახი ვართ, ამ შერიგების შემდეგ კი არავინ დაიჩაგრება. ჩემი პოზიცია იყო ისეთი, რომ მე ამ ადამიანთან ვერ ვიქნები. თუ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, იყოს მათი პრეზიდენტი. მე გამიშვან. თუ არ გამიშვებენ, დამბლოკონ. მე ვუთხარი, რომ არ მინდა ასეთი პრეზიდენტი, თქვენ თუ გინდათ, გყავდეთ ასეთი პრეზიდენტი. ჩემი კარიერის გადასარჩენად ერთი გზა მაქვს, რომ წავიდე, სხვა ქვეყნის…

მეტი...

“იუნკერების გმირობაზე დგას დღემდე ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფოებრიობა”

საქართველოს პარლამენტში  რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან 1921 წლის 23 თებერვლის  ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნა, პარლამენტში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში კი მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ფრაქცია „ქართული ოცნების წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ, თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ იუნკერთა  მემორიალი გვირგვინით შეამკეს და  ფოტოგამოფენა დაათვალიერეს. „98 წლის წინ, იუნკერების მიერ ჩადენილმა გმირობამ მოგვცა საშუალება, 70 წლისთავზე აღგვედგინა დამოუკიდებლობა, დაკარგული სახელმწიფოებრიობა. მათ გმირობაზე დგას დღემდე ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფოებრიობა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, გუშინ, საქართველოს პარლამენტმა პატივი…

მეტი...

ზურაბ დათუნაშვილი: თუ მართალი არ აღმოვჩნდი, წავალ და ჩემს თავს მივხედავ

ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში, ამ წუთებში პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს, ფედერაციის წინ კი, გეგა გეგეშიძის გადადგომის მოთხოვნით, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. „გეგეშიძე მოძალადეა! ხვალ მსხვერპლი შეიძლება გახდე შენ!“ – ამ ტრანსფარანტებით სამოქალაქო აქტივისტები, ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. როგორც სხდომის დაწყების წინ ზურაბ დათუნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დადებით შედეგს არ ელოდება. „სხდომაზე მოვედი, შევალ და ვნახავ, რა იქნება. არანაირი მოლოდინი არ მაქვს. თუ მე მართალი არ აღმოვჩნდი, მაშინ წავალ და ჩემს თავს მივხედავ. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა დათუნაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილთან ფიზიკური…

მეტი...

მმართველ გუნდს გედევან ფოფხაძეც ტოვებს

ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილის და ბექა ნაცვლიშვილის შემდეგ, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება გედევან ფოფხაძემაც მიიღო, ოფიციალურად მან პარტიას და ფრაქციას უკვე მიმართა. გადაწყვეტილების მიზეზებზე გედევან ფოფხაძე უფრო კონკრეტულად, ორშაბათს, საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრებს. ფრაქციის ლიდერი მამუკა მდინარაძე აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ შეცდომად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ გუნდის დატოვება თითოეული დეპუტატის ინდივიდუალური არჩევანია. „გედი ფოფხაძემ გუშინ მომმართა როგორც ფრაქციის თავმჯდომარეს და დატოვა ფრაქცია. როგორც ვიცი, პარტიის დატოვების შესახებაც შეიტანა განცხადება პარტიაში. ზოგადად, როდესაც გუნდის წევრები ტოვებენ გუნდს, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ გვაქვს საქმე კონკრეტულ მოცემულობასთან. ერთ-ერთი მაგალითია ძალიან თვალსაჩინო, რომ ანტიკონსტიტუციური კანონის მხარდაჭერის გამორიცხვის…

მეტი...

ირაკლი კობახიძე: ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებებს არ შევაფასებ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილისა და ბექა ნაცვლიშვილის მიერ, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას, მიმდინარე პროცესების ლოგიკურ გაგრძელებად თვლის და ყველას მოუწოდებს, ემოციურ ფონზე განცხადებები არ გააკეთონ. ირაკლი კობახიძის თქმით, მას არ სურს ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადებების შეფასება. „ამ პროცესებს ჩვენ თვალყურს ვადევნებდით ყველა ერთად. რაც შეეხება განცხადებებს, ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებებს მე კომენტარს არ გავუკეთებ, ასე აჯობებს ალბათ, და ყველას ვურჩევ, რომ ემოციურ ფონზე, ზოგადად, არ გააკეთონ ხოლმე განცხადებები“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ჟურნალისტის კითხვაზე – იმსჯელეს თუ არა პოლიტსაბჭოს სხდომაზე   გუნდიდან ცალკეული წევრების გარიცხვაზე, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,…

მეტი...

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი იყო დანაშაულებრივი, თუმცა ამას გამართული შეფასება სჭირდება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეთანხმება შეფასებას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი დანაშაულებრივი იყო, თუმცა, მისივე თქმით, რეზოლუციის შინაარსი იყო გაუმართავი, რასაც მსჯელობა და გამართული შეფასება სჭირდება. „ჩვენ ვეთანხმებით  შეფასებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, სააკაშვილის რეჟიმი იყო დანაშაულებრივი რეჟიმი, თუმცა ამას სჭირდება, ბუნებრივია, გამართული შეფასება,  გამართული გაფორმება და ამაზე მზად ვართ მსჯელობისთვის“,- განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ „საქართველოს პატრიოტების“ მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე საუბრისას. „მე პირადად, გავაკეთე განცხადება ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით, აღვნიშნე, რომ ზოგად პათოსს და არა მარტო პათოსს,  ზოგად შინაარს ჩვენ ყველა ვეთანხმებით. ყველა ვართ იმ აზრზე, რომ ის რეჟიმი, რომელიც იყო ჩამოყალიბებული…

მეტი...

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევაში მონაწილე ხუთივე ბრალდებული პატიმრობაში რჩება

რამდენიმე დღის წინ თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევაში მონაწილე ხუთივე პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ბრალდებებით დაკავებულ ხუთ პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა მიუსაჯა. დაკავებულების ადვოკატები ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ. ბრალდების მხარის მტკიცებით, ბრალდებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და დუმილის უფლებას ინარჩუნებენ. საქმეში ბრალდებულ ლაშა სიხარულიძეს ბრალად იარაღის შეძენა-შენახვა და განძრახ მკვლელობის მცდელობა ედება. მის ბიძას, ზაზა სიხარულიძეს, ასევე გიორგი დიდებულიძეს, მიხეილ ხაჩიძესა და ლევან პეტრიაშვილს კი გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.…

მეტი...

ირმა ინაშვილი: აქამდე არ ვიცოდი, რომ გამოძიება “ალაგმვას” ნიშნავს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში თამარ ჩუგოშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ჩუგოშვილი განმარტავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას მხარი მხოლოდ იმის გამო არ დაუჭირა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ალაგმვა სწორად არ მიაჩნია.   „ჩვენი რეზოლუციის კონტექსტში, იყო ძალზე უცნაური შეფასება, თითქოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს შეუქმნის მთავარი ოპოზიციური პარტიების (სააკაშვილ-ბოკერიას პოლიტიკური ჯგუფების) ალაგმვა პოლიტიკური ველიდან. პირველი – არანაირი “მთავარი ოპოზიცია” არ არის არც გოცირიძე და არც ბოკერია. მეორე – რეზოლუცია სამართლებრივ- პოლიტიკურ შეფასებას მოითხოვდა პარლამენტის მხრიდან, ცალკე პუნქტი ეხებოდა გამოძიების თემას. გამოძიების პრეროგატივა პროკურატურისთვის…

მეტი...