რომან კაკულია თუ პოლიტიკურ ტყვეობაში იყო, გამოდის, ამაში „ევროპული საქართველოს“ ლიდერები მონაწილეობდნენ

„რომან კაკულია თუ პოლიტიკურ ტყვეობაში იყო, გამოდის, ამაში მონაწილეობას „ევროპული საქართველოს“ ლიდერები დავით ბაქრაძე, სერგი კაპანაძე და გიგა ბოკერია იღებდნენ, რადგან ეს ადამიანები ერთი წამით არ მოგვშორებიან“ – ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რომან კაკულია „ტყვეობაში“ იყო.  

ფრაქციის ლიდერი პოპულისტურს და არალოგიკურს უწოდებს ოპოზიციის განცხადებას, რადგან, მისი თქმით, ოპოზიცია თავად ესწრებოდა ამ შეხვედრას. 

„ამას აცხადებენ ჩვენი ოპონენტები, მაშინ როდესაც თავად ესწრებოდნენ საუბარს რომან კაკულიას სამუშაო ოთახში.  იქ იყო კამათი, მსჯელობა ოღონდ ოპოზიციასთან ერთად. იგივე ოპოზიცია გამოდის და ამბობს, რომ კაკულია მითითებებს იღებს. ამ ერთად ყოფნის და კამათის შემდეგ იგივე განცხადების გაკეთება რამდენად პოპულისტურია, თქვენ განსაჯეთ“– აღნიშნა მდინარაძემ.

მსგავსი თემები