„ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილია“ – ქანთარია, ამ ეტაპზე, გუნდში რჩება

„პარტიიდან გასვლის საკითხი არ დგას და ამის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილია“. აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ალექსანდრე ქანთარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. დეპუტატის თქმით, იმედის გაცრუების შემთხვევაში, ის სუფთა სინდისით დატოვებს პარტიას.

როგორც ალექსანდრე ქანთარიამ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, მისი პარტიიდან არ გასვლის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილია, რადგან, იმ საქმეს, რასაც პარტიის თავმჯდომარე ემსახურება, თანადგომა ახლა უფრო სჭირდება.

“თუ მე ეს რწმენა შემეცვალა, გამიცრუვდა, გამიბათილდა, აზრი თანადგომასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მე სუფთა სინდისით, უკვე ყოველგვარი ქენჯნის გარეშე გარკვეულ გადაწყვეტილებას მივიღებ. მაგრამ, ამ ეტაპისთვის, მგონია, რომ არის საქმეები, რომლებიც, შეიძლება კი არა, აუცილებლად გაკეთდება. ასეთია ჩემი რწმენა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს ცვლილებები. ამ ცვლილებების თანამონაწილე მეც უნდა გავხდე. თუ ეს არ მოხდება, სხვა საქმეა. სასიამოვნო პროცესები არ მიდის, მაგრამ არც იმ გამოთქმამდე ვართ მისული, რომ “მოიფიქრე რამე, თორემ დაგვენგრა ოჯახი-ო” – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ “მედიაცენტრ მთვარში”.

მისივე შეფასებით, პარტიაში ბალანსის, წონასწორობის აღდგენაა საჭირო და პირველ რიგში იმ დაპირების შესრულება, რაც პარტიამ არჩევნების პერიოდში გასცა: “გასაკეთებელი კიდევ ბევრია. პირველ რიგში ეს არის ბალანსის აღდგენა, წონასწორობის აღდგენა და უპირველესია დაპირება, რომელიც ჩვენ გავეცით პირველსა და მეორე ტურს შორის. ამაზე იქნება ბევრი რამე დამოკიდებული,” – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

მსგავსი თემები