პედოფილები უვადო პატიმრობით დაისჯებიან

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთავრობას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც პედოფილიაზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არას­რულ­წლოვ­ნებ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი, კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბით და­ის­ჯე­ბა.

“პე­დო­ფი­ლი­ა­ზე კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს ის კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბა­ს წარ­ვუდგინეთ, გან­სა­კუთ­რე­ბით, არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ჩა­დე­ნის ნა­წილ­ში. გა­ვამ­კაც­რეთ სან­ქცი­ე­ბი და არას­რულ­წლო­ვა­ნის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დანაშაულის ჩამ­დე­ნი პი­რის მი­მართ, უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თაც იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ეს ადრე ასე არ იყო, – გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

მსგავსი თემები