მდინარე ვარაზისხევისა და კუს ტბის სანიაღვრე გვირაბის აღდგენა-გამაგრება იგეგმება

თბილისის მერია მდინარე ვარაზისხევისა და კუს ტბის დამაკავშირებელი სანიაღვრე გვირაბის აღდგენა-გამაგრებას გეგმავს. სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 259 ათასი ლარია. შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა. გვირაბი გასული საუკუნის 40-იან წლებში მოეწყო, ხოლო 90-იან წლებში მისი მოვლა-ექსპლუატაცია შეწყდა. 

მერიის ინფორმაციით, გვირაბი 2004 წელს გამაგრდა და გაიწმინდა.

ტენდერში მონაწილეთა განაცხადები 7-12 მარტს მიიღება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაო 120 დღის ვადაში უნდა შეასრულოს.

მსგავსი თემები