13 წლის გოგონები ქალიშვილობას კარგავენ, ბიჭებთან კიდევ უფრო უარესადაა საქმე – ექიმი

სოციალურ ქსელში მწვავე დისკუსიები მიმდინარეობს საკითხზე, სკოლა უნდა იძლეოდეს თუ არა  სქესობრივ განათლებას. ექიმი ლევან ფერაძე მიიჩნევს, რომ პროფესიონალ ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება სწორი და გამოზომილი ინფორმაცია მიაწოდონ მოსწავლეებს, რათა წყვილის სექსუალური განუვითარებლობისა და კულტურის არქონის გამო ბევრი ახალგაზრდა ოჯახი გადაურჩეს დანგრევას.

როგორც იაშვილის კლინიკის ექიმის ლევან ფერაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, საქართველოში ქალიშვილობას 13-14 წლის გოგონები კარგავენ, თან ისე, რომ არ აქვთ გააზრებული  რას აკეთებენ. ბიჭებთან კიდევ უფრო უარესადაა საქმე, პორნო საიტებიდან იღებენ ინფორმაციას და ასევე ექცევიან შემდგომში თავის პირველ პარტნიორს.

ექიმი საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე საუბრობს და აცხადებს, რომ 15 წლის გოგონას საშვილოსნოს გარე ორსულობის ოპერაცია დასჭირდა და არ იჯერებდა, რომ ორსულად იყო.

 „მოიკითხეთ, რამდენი 15 წლის დედაა ქვეყანაში, 13-14 წლის გოგონები ისე კარგავენ ქალიშვილობას, ვერც კი ხვდებიან, რა მოხდა. 15 წლის ბავშვს გავუკეთე საშვილოსნოს გარე ორსულობის ოპერაცია და არაფრით იჯერებდა, რომ შეიძლება დაორსულებულიყო”, – წერს ექიმის სოციალურ ქსელში.

იგი მოზარდების მშობლებ მოუწოდებს, დაინტერესდნენ 10-12 წლის შვილების კომპიუტერის ისტორიით, თუ რა საიტებზე შედიან ბავშვები და საიდან იღებენ სქესობრივ განათლებას.

“გაიხსენეთ საკუთარი ბავშვობა. ამ თემისადმი ინტერესი ყველაზე გვიან, 7-8 წლის ასაკში ჩნდება. ისინი ინფორმაციას მაინც იღებენ, მით უმეტეს ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პირობებში, მაგრამ დამახინჯებული სახით, რაც შემდგომში სხვადასხვა გადახრაში ან კომპლექსებში შეიძლება აისახოს. მოვეშვათ ფარისევლობას, მივცეთ საშუალება პროფესიონალ ადამიანებს სწორი და გამოზომილი ინფორმაცია მიაწოდონ ჩვენს შვილებს. მერწმუნეთ, ბევრი მომავალი ოჯახი გადაურჩება დანგრევას სექსუალური განუვითარებლობისა და კულტურის არქონის გამო”, – წერს ლევან ფერაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები