ე.წ. კისტის თოფიდან გასროლას ბავშვი ემსხვერპლა

იმერეთში, კერძოდ კი საჩხერეში, ე.ს. კისტის თოფიდან გასროლას 8 წლის ბავშბი ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბავშვები ეზოში თამაშობდნენ, ერთ-ერთს კი „კისტის თოფი“ ჰქონდა, რომელი შემთხვევით გაუვარდა. გარდაცვლილი ადგილობრივი გოგონაა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. გამოძიება სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მეტი...

გიორგი გახარია სომხური ეკლესიის მრევლს შობას და ნათლისღებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სომხური ეკლესიის მრევლს შობას და ნათლისღებას ულოცავს. პრემიერი დღესასწაულს განსაკუთრებით ულოცავს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს და აღნიშნავს, რომ მათ დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი სახელმწიფოს აღმშენებლობაში. „შობასა და ნათლისღებას ვულოცავ სომხური ეკლესიის მრევლს. განსაკუთრებით ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი სახელმწიფოს აღმშენებლობაში. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – აღნიშნავს გიორგი გახარია.

მეტი...

ნინო ანანიაშვილი რუსეთში საბალეტო დასს უხელმძღვანელებს

ნინო ანანიაშვილი რუსეთში საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართველი პრიმა ბალერინა 2021 წლიდან ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს ჩაიბარებს. პარალელურად ის ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება. ბალერინა გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს. “ყველაზე დიდი სირთულეები ბალეტის მსახიობებს დაატყდათ თავს. მარტში ერთი წელი გახდება, რაც დაკეტილები ვართ და ისევ არ ვიცით, გავიხსნებით თუ არა. შვიდი გასტროლი გაგვიუქმდა. ყველა დადგმამ შემდეგ წელში გადაიწია, მაგრამ რა იქნება, ეგეც გაურკვეველია. არც ის ვიცით, როგორი ფინანსური პრობლემები გველის წინ, მაგრამ ნამდვილად რომ გვექნება, ეს ცხადია. ამიტომ გამოსავალი ვიპოვე ასეთ თანამშრომლობაში. ნოვოსიბირსკის თეატრიც ეძებდა ისეთ თეატრს, რომელთანაც შეძლებდნენ თანამშრომლობას მსახიობების, პედაგოგების, ქორეოგრაფების მხრივ.სამწუხაროდ,…

მეტი...

ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ხანძარს ებრძვიან

სოფელ ონჭევში, წოლის, ჩქუმისა და თაბორის ტყეში, ცეცხლი ეკალ-ბარდებს, გამხმარ ფოთლებსა და შერეულ მცენარეულობას უკიდია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ადგილობრივ მეხანძრე-მაშველთა რაზმები, თუმცა ძლიერი ქარი სიტუაციას ართულებს და ახალი კერების გავრცელებას უწყობს ხელს. პირველადი ინფორმაციით ხანძრის გავრცელების არეალი ონში 5, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტში 15 ჰექტარზე მეტია. რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე დილიდან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის ზონაში იმყოფება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა. რეგიონში მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც, რომლის საშუალებითაც ზემოდან დათვალიერდა თაბორის ტყე და მისი მიმდებარე ტერიტორია, მდგომარეობის ობიექტური შეფასებისთვის. „ვხელმძღვანელობთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეკომენდაციებით და…

მეტი...

საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იმსჯელა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე დეტალურად განიხილეს საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ინფიცირებულთა რაოდენობის შედარებით კლება ფიქსირდება, მნიშვნელოვანია სიფრთხილის გამოჩენა. ეპიდემიოლოგებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ყველა რეკომენდაციის დაცვის მნიშვნელობას, მათ შორის, სოციალურ დისტანციასა და პირბადეების ტარებას. „საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა კოვიდვაქცინაციის პროცესსა და ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, საბჭოს წევრებს დეტალური…

მეტი...

“საქართველოში მდგრადი და მრავალფეროვანი ეკონომიკის განვითარებისთვის აშშ ქვეყნის მხარდაჭერას განაგრძობს” – აშშ-ის საელჩო

საქართველოში მდგრადი და მრავალფეროვანი ეკონომიკის განვითარებისთვის აშშ  ქვეყნის მხარდაჭერას განაგრძობს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, აშშ-ის სოფლის მეურნეობის „საკვები პროგრესისთვის“ პროგრამის ფარგლებში კიდევ ორმა გემმა: Ocean Gladiator და Babuza Wisdom-მა 13 000 ტონა ხორბალი და 4 000 ტონა სოიო 3 იანვარს ფოთის პორტში შემოიტანა. „სოიო და ხორბალი საქართველოს ბაზარზე გაიყიდება და შემოსულ თანხას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ინვესტიციის სახით სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში ჩადებს, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს ფერმერებისა და მწარმოებლების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. ამასთან, გაუმჯობესდეს საკვების უსაფრთხოება და ხარისხი საქართველოს რძის პროდუქტისა და საქონლის ხორცის…

მეტი...

თბილისში 21 წლის ბიჭმა ძმა მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ა. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას – 2001 წელს დაბადებულ მ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს…

მეტი...

ბათუმში კორონავირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა. როგორც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში განაცხადეს, კლინიკაში ახალგაზრდა ქალი 12 დეკემბერს მოათავსეს, მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. როგორც კლინიკაში აღნიშნავენ, ბოლო დღეებში პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „კლინიკაში 12 დეკემბერს შემოვიდა. უკვე ჰქონდა ფილტვის დაზიანების მაღალი ინდექსი. რამდენიმე დღეში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და 26 დეკემბერს გადაიყვანეს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. ექიმებს მუდმივად ჰქონდათ კონსულტაციები წამყვან მედიკოსებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ფარგლებს გარეთ. სამწუხაროდ, დღეს, 12:00 საათზე გარდაიცვალა”, – აცხადებენ კლინიკაში.

მეტი...

ფეხბურთის ფედერაციას დაფინანსება შეუწყდება

ფეხბურთის ფედერაციას დაფინანსება შეუწყდება. ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ფედერაცია უარს ამბობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გამოყოფობაზე. ცვლილებები არ ეხება ფეხბურთის განვითარების ფონდს, რომლითაც საკლუბო ფეხბურთი ფინანსდება. გასულ წელს სპორტის ამ სახეობისთვის განკუთვნილი იყო 6.700 მილიონი ლარი, თუმცა ფედერაციამ მხოლოდ 4 მილიონი აითვისა.

მეტი...

კორონავირუსით ქსნის ციხის პატიმარი გარდაიცვალა

კორონავირუსით ქსნის ციხის პატიმარი გარდაიცვალა. პაციენტი დამძიმებული მდგომარეობით ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. კლინიკაში აღნიშნავენ, რომ პაციენტს თანდმევი დაავადებები აღენიშნებოდა. იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით პაციენტს სიმპტომები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამუვლინდა, ის სასჯელისგან გაათავისუფლეს, თუმცა ორ იანვარს გარდაიცვალა. ამ ეტაპზე შემოწმებულია ქალთა დაწესებულებაც, სადაც კორონავირუსი აღმოაჩნდა 23 პატიმარს, შემოწმდნენ ასევე არასრულწლოვანი მსჯავრდებულებიც, სადაც ყველა ტესტი უარყოფითი აღმოჩნდა.

მეტი...

საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას კვლავ სთავაზობს

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს კომუნიკაციას მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით და ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ სახემლწიფო უსაფრთოხხების სამსახურში აცხადებენ. „საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარი ამ წუთებშიც ფიქსირდება. მიმდინარეობს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები. ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს კომუნიკაციას მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. არაერთხელ მოხდა დახმარების შეთავაზება“, – აცხადებენ უწყებაში.

მეტი...

ალილოსთვის შეგროვილი შესაწირი სამების ტაძარში, ასევე 7 იანვარს თორმეტიდან ხუთ საათამდე რესპუბლიკის მოედანზე შეგროვდება

სამების ტაძრის არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი მოქალაქეებს დამდეგ შობის დღესასწაულს ულოცავს. მისი თქმით, დღესასწუალთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. იოანე მჭედლიშვილის განმარტებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში 22:00 საათზე მივა, საშობაო ეპისტოლეს კი არქიდიაკონი წაიკითხავს. „მინდა, ყველა მართლმადიდებელს მივულოცო დამდეგი შობის დღესასწაული. ათასწლეულობის განმავლობაში კაცობრიობას მოლოდინი ჰქონდა, რომ მოევლინებოდა მესია და მართლაც ბეთლემში ღვთისმშობელი მარიამისგან იშვა ყრმა, რომელმაც გამოიხსნა ბუნება ადამიანისა და შესაძლებლობა მისცა ადამიანს, რომ სამოთხე დაემკვიდრებინა. ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება საზეიმო წირვა-ლოცვები. მისი უწმინდესობა სამების საკათედრო ტაძარში მობრძანდება საღამოს 11:00 საათზე. არქიდიაკონი წაიკითხავს საშობაო…

მეტი...

“მართლა გააკეთეს ეს განცხადება? ვურჩევდი ჩემს კოლეგებს, ვინც იქ არის, რომ გაეცნონ ელემენტარულ რეკომენდაციებს” – პაატა იმნაძე კლინიკების ასოციაციის განცხადებაზე

კარდაკარ ყველანაირ აქტივობაზე პანდემიის პირობებში მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ, – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კლინიკების ასოციაციას, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფლად მოსახლეობის ტესტირება დაიწყოს. იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კოლეგებს ურჩია, ელემენტარულ რეკომენდაციებს გაეცნონ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ პანდემიის პირობებში. „მართლა გააკეთეს ეს განცხადება? ვურჩევდი ჩემს კოლეგებს, ვინც იქ არის, რომ გაეცნონ ელემენტარულ რეკომენდაციებს, რომ კარდაკარ ყველანაირ აქტივობაზე პანდემიის პირობებში მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ. ეს არის პირველი რეკომენდაცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის. მე არ ვიცი ეს განცხადება,…

მეტი...

“ახალი შტამის ერთი შემთხვევა, არ მგონია რაიმე აფეთქების მომასწავებელი იყოს” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამი არ იძლევა იმის საშიშროებას, რომ ინფექციის აფეთქება მოხდეს.  მისივე თქმით, COVID-19-ის ახალი შტამის მიმდინარეობა მისი წინამორბედისგან არ განსხვავდება.  “ჯერჯერობით, ბრიტანეთის სამხრეთშია მარტო და ლონდონში. ახალმა შტამმა ჩაანაცვლა მოცირკულირე შტამები, მარგამ სხვა ქვეყნებში ახალი შტამის აფეთქება ჯერ აღწერილი არ არის. ერთი შემთხვევა, რომელიც ჩვენ გვაქვს გამოვლენილი, არ მგონია, ჯერჯერობით, რაიმე აფეთქების მომასწავებელი იყოს. მით უმეტეს, რომ მისი მიმდინარეობა არაფრით არ განსხვავდება ძველი შტამების სიმძიმისგან,“ – აცხადებს პაატა იმნაძე.  მისი თქმით, არის მონაცემები იმის თაობაზე, რომ ახალი შტამი ახალგაზრდებში მეტად…

მეტი...

“დისტანციის დაცვა, პირბადის გაკეთება ერთნაირად საჭიროა ყველა ადამიანისთვის, მორწმუნესთვისაც და ურწუმოსთვისაც” – პაატა იმნაძე

ჩვენი რეკომენდაციები ერთნაირი ყველა შემთხვევაში და ითვალისწინებს ამას ჩვენი ეკლესია, მაგალითად ვიცით, რომ ალილოს ტრადიციული მსვლელობა არ ჩატარდება. მაქსიმალურად ცდილობენ, ყველა რეკომენდაციის დაცვით ჩატარდეს საეკლესიო ღონისძიებები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხდა. მისი თქმით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები ყველასთვის ერთნაირია. „რეკომენდაციებს ყველასთვის ერთნაირს ვიძლევი. პოლიტიკურ პარტიებს ცალ-ცალკე ხომ არ მოვუწოდებდი, როგორ უნდა ემართათ პროცესი. ყველას ჰყავდა თავისი ექსპერტები და მათ შეეძლოთ ზოგადი რეკომენდაციებიდან კერძო რეკომენდაციები გამოეტანათ. ეკლესიაშიც არის სამედიცინო სამსახური. აქედან გამომდინარე, მე ვამბობ ზოგად რეკომენდაციებს, შემდეგ თითოეული არეგულირებს მას. მაშინაც, ზოგი პარტია იცავდა, ზოგი-არა. დისტანციის…

მეტი...

“ორსულებს მოვუწოდებ, გრიპის ვაქცინით აიცრან” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ორსულებს მოუწოდებს, სეზონური გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრან, რადგან მისივე თქმით, გრიპის ვირუსი ორსულებისთვის გაცილებით საშიშია, ვიდრე covid-19. ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. როგორც იმნაძემ აღნიშნა, 211 ათასზე მეტი ადამიანი სეზონური გრიპის ვაქცინით უკვე აცრილია და დარჩენილია 23 ათასი დოზა მათთვის, ვინც აცრას ახლა გადაწყვეტს. „ჯერ სეზონი კიდევ გრძელდება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ისე, როგორც ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, გრიპი ძალიან არ არის აქტიური. ზოგ ქვეყანაში არის, მაგრამ თითო-ოროლა შემთხვევა. რა თქმა უნდა, ის, რომ…

მეტი...

საფრანგეთის პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქათველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა. ამის შესახებ საუბარია საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში. განკარგულებაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრია. განკარგულების განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „წელს ეს ჯილდო, მათ შორის გადაეცა იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს“. საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d’honneur) საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა და მას საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის ანიჭებს.

მეტი...

“დღემდე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა” – პაატა იმნაძე

საქართველოში ეპიდემია დაიწყო თებერვლის ბოლოს და დღემდე  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. როგორც იმნაძემ აღნიშნა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს. „მათი პროტოკოლი დიდი ხანია შემუშავებულია. საქართველოში ეპიდემია დაიწყო თებერვლის ბოლოს და დღემდე  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. აბსოლუტური არ არსებობს არაფერი. სამწუხაროდ, არც პისიარტესტია აბსოლუტური. ყველა იტესტებოდა, ვინც შედიოდა, აუცილებელი მოთხოვნა იყო კარანტინი. სამწუხაროდ, შესაძლებელია ეს მომხდარიყო, ამიტომ ტარდება შესაბამისი ინტენსიური კვლევები“, – განაცხადა იმნაძემ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის…

მეტი...

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „რემდესივირით“ 29 პაციენტი გადის მკურნალობას

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „რემდესივირით“ 29 პაციენტი გადის მკურნალობას. როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 29 პაციენტიდან ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენად უკავშირდება ეს „რემდესივირს“ ეფექტს, ამის თქმა მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია. ,,რემდესივირით“ მკურნალობა მიმდინარეობს კარგად, ისე როგორც ეს დაგეგმილი იყო. მოთხოვნა 29 პაციენტზე იყო გაკეთებული გუშინდელი მდგომარეობით. ფრთხილად ეკიდებიან ჯანდაცვის პროფესიონალები „რემდესივირის“ დანიშვნას. არსებობს გარკვეული კრიტერიუმები რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს და პაციენტის ინფორმირებული თანხმობა სჭირდება „რემდესივირის“ გამოყენებას. ამდენად, ბოლო 4 კვირის განმავლობაში რაც დავიწყეთ „რემდესივირის“ მოხმარება, 29 პაციენტია, ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,…

მეტი...

“შობის დღესასწაულს ყველა ველოდებით, მაგრამ მნიშვნელოვანია წესების დაცვა არ დაგვავიწყდეს” – თამარ გაბუნია

დღეს დიდი დღესასწაულია. ამ დღეს ყველა ველოდებით, მაგრამ მნიშვნელოვანია წესების დაცვა არ დაგვავიწყდეს და მივყვეთ იმას, რაც დაგვიცავს ინფექციის გავრცელებისგან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, წესების დაცვა და ფიზიკური დისტანციის შენარჩუნება ეკლესიებში მანამდეც ხდებოდა, ამდენად ეს წესები საეკლესიო მსახურების პროცესში დღესაც იქნება ძალაში. „დღეს აღარ იმოქმედებს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოძრაობის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის შესრულდეს, ეს არის ინდივიდუალურ დონეზე პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება – ნიღაბი, ხელის ჰიგიენა…

მეტი...

“შეშფოთების არავითარი საფუძველი არ არსებობს” – გოჩა ლორთქიფანიძე სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ კოვიდვითარებაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პენიტენციური სისტემაში კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ გოჩა ლორთქიფანიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და გავრცელებულ ინფორმაციას არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია უწოდა. “ყველა ის მექანიზმი და ფილტრი რაც ემსახურება კოვიდვირუსის პრევენციას, მის აღმოჩენას, კონტროლს და ვითარების მართვას კვლავ მოქმედებს ეფექტურად, როგორც აქამდე მოქმედებდა,” – აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ. მისი თქმით, მიმდინარეობს  პატიმრების ინტენსიური ტესტირება. გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყველა ტესტის პასუხი ურყოფითი იყო, რაც შეეხება ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებას, აქ გამოვლენილ 23 დადებითი შემთხვევაზე შესაბამისი რეაგირება მოხდა. “ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ამ 9 ათასამდე ადამიანის, მათი ოჯახების…

მეტი...

ვენაში ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა – მისი ცხედარი შესაძლოა დაწვან

ავსტრიის დედაქალაქში 20 დეკემბერს ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა. ის ერთი თვის განმავლობაში ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცნობილია, რომ მამაკაცი ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსით და „კახა თოფაძის“ სახელით იმყოფებოდა, თუმცა ახლობლების თქმით, სინამდვილეში ის ხვიჩა კეგოშვილია. პირად მონაცემებში არსებული შუსაბამობის გამო, გარდაცვლილის ინდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება, შესაბამისად გართულებულია ცხედრის საქართველოში გადმოსვენების საკითხი. გარდაცვლილის ცხედარი ამ დრომდე საავადმყოფოს პროზექტურაში რჩება. ექსპერტიზის და პროზექტურის ხარჯების დასაფარად ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები ფულს აგროვებენ. ავსტრიაში მყოფი ქართველები ამბობენ, რომ თუ თანხა ვერ შეგროვდება, შესაძლოა ცხედარს კრემაცია ჩაუტარდეს და…

მეტი...

სომხეთში კორონავირუსის 309 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 309 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 12 პაციენტი დაიღუპა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში „კოვიდ-19“ 160 853 ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსით ჯამში 2 890 პაციენტი გარდაიცვალა. სომხეთში ვირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა 146 576-ს შეადგენს.

მეტი...

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა ოთხი პროცენტით გაიზრდება

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2021 წლის იანვრის გამოცემის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა ექვსი პროცენტით შემცირდება. 2021 წლიდან ეკონომიკის აღდგენა დაიწყება და წლის ბოლოსთვის ზრდა ოთხ პროცენტს მიაღწევს. 2022 წელს კი, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა ექვსი პროცენტით გაიზრდება. გამოცემის მიხედვით, COVID-19–ის პანდემიამ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მნიშვნელოვანი კრიზისი გამოიწვია ჯანდაცვის და ეკონომიკის მიმართულებით, რომელსაც ართულებს სოციალური უკმაყოფილება და კონფლიქტი. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2020 წლის შუა პერიოდში სტაბილიზაციის შემდეგ, შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა მეოთხე კვარტალში და მთავრობები აიძულა შეენარჩუნებინათ ან ხელახლა შემოეღოთ შემარბილებელი ღონისძიებები. შეფასების მიხედვით, რეგიონული მშპ…

მეტი...

„15 იანვრამდე თუ არ , 50% ნაცვლად გაიხსნება მხოლოდ რესტორნების 10% „ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში”

„დღეს მხოლოდ რესტორნების სფეროს პრობლემა აღარ არის, ეს ეს გადადის სხვადასხვა სფეროებზე,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ თუ დროულად არ გაიხსნება ბიზნესი, საბოლოოდ მათი დიდი ნაწილი განადგურდება: „სარესტორნო ბიზნესის დროულად გახსნა თუ არ მოხვდა, მაგალითად პირველ თებერვალს დაანონსებული ორი კვირით ადრე უნდა გადმოვიდეს, თუ ეს არ დავიწყეთ, თუ ველოდებით დღეს არსებული რესტორნებიდან 50 % – ის გახსნას, გაიხსნება მხოლოდ 10%,  დანარჩენები ვერ შეძლებენ მუშაობის განახლებას. დაგროვილია ძალიან ბევრი ვალები,  მიუხედავად დიდი დახმარებისა სახელმწიფოს მხრიდან, ძალიან ბევრი ბიზნესი და რესტორნები იკეტება,…

მეტი...

„გაზის გაძირება, რაც კომერციულ სტრუქტურებს ემუქრებოდათ თავიდან ავიცილეთ“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„გარკვეულწილად გაზის გაძვირების პრობლემა გადავიარეთ, მივმართეთ ეკონომიკის სამინსიტროს და გაზის გაძვირება კომერციულ სტრუქტურებს, რომელსაც ემუქრებოდა თბილისში, თავიდან იქნა აცილებული და გადაიდო,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. ბურჯანაძის ინფორმაციით გადასახადები დასუბსიდირდა მხოლოდ ერთი წლით, როგორც „რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ვარაუდობს, პანდემიის გაგრძელების შემთხვევაში, სექტორი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება: „გაზის გაძვირება, რაც კომერციულ სტრუქტურებს ემუქრებოდათ თავიდან ავიცილეთ. წყლისა და ელექტრო ენერგიის გაძვირება წარმოუდგენელი რეალობაა ბიზნესისთვის, მიუხედავად იმის, რომ სუბსიდირება მოხდა, რეალურად აქ არის ორი პრობლემა: დანარჩენი ბიზნესი გაზრდილი ტარიფით გააძვირებს პროდუქციასაც, პრობლემა არის ის, რომ ბიუჯეტში არ არის…

მეტი...

“მრევლს ველოდებით და ვთხოვთ დაცული იყოს დისტანცია, პირბადეებიც ყველას უნდა ჰქონდეს აუცილებლად” – არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი​

სამების ტაძრის არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი დღეს შობის დღესასწაულზე მიმსვლელ მრევლს მოუწოდებს, რომ დაცული იყოს კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული უსაფრთხოების ზომები, რაც დისტანციის დაცვას და პირბადით ყოფნას გულისხმობს. “საღამოს 11 საათზე მობრძანდება მისი უწმინდესობა, არქიდიაკონი წაიკითხავს ეპისტოლეს, დაიწყება საზეიმო მსახურება. რა თქმა უნდა, მრევლს ველოდებით და ვთხოვთ, რომ იყოს დაცული დისტანცია, პირბადეებიც ყველას უნდა ჰქონდეს აუცილებლად, რომ უსაფრთხოების ეს ელემენტარული ზომები, რასაც ვიცავთ პირველივე დღიდან, იყოს დაცული,” – განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.

მეტი...

“მეხანძრე-მაშველები ხანძარს 11 ლოკაციაზე აქრობენ” – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახური უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ტყის და მინდვრის ხანძრების ქრობას. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დარჩენილია 11 კერა, სადაც გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯაღირაში იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლოკალიზებულია. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია 3 სახანძო- სამშველო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა. ჯვარი, სოფელი მუჟავა – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. რთული რელიეფი გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობი…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 735 თბილისში, 331 იმერეთში, 151 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 735 თბილისში, 331 იმერეთში, 151 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა , – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 6 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 839 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 253 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 586 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 233…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 666-ს შეადგენს. ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 839 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 489 პირი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 489 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 233 879 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 223 276 გამოჯანმრთელდა, 2 666 პირი კი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 14 839 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 253, PCR-ტესტით – 6 586. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 911, საიდანაც, 3 901 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 863, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პირი. 765 ადამიანი მოთავსებულია…

მეტი...

“დეკემბერში განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება” – აშშ-ის სპეცსამსახურები

აშშ-ის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ დეკემბერში განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს, ეროვნული დაზვერვის დირექტორის სამმართველოსა და საინფორმაციო და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში. როგორც აშშ-ის სპეცსამსახურების წარომომადგენლები აცხადებენ, დეკემბერში აშშ-ის სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების კომპიუტერულ ქსელებზე განხორციელბულ მიზანმიმართულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრებათ რუსეთთან დაკავშრიებულ პირებს ან სტრუქტურებს. „ჩვენ მივიჩნევთ, რომ თავდასხმის სამიზნე იყო და რჩება სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება“, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, სპეცსამსახურებში აცხადებენ, რომ ინციდენტის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. ექსპერტების შეფასებით, დეკემბერში განხორციელებული კიბერთავდასხმის დროს კომპიუტერული სისტემების უსაფრთხოებაზე მომუშავე…

მეტი...

ცაგერის მუნიციპალიტეტებში – თაბორსა და ჯგუმში ცეცხლი ბალახს და ტყის ქვედა საფარს უკიდია

ცაგერის მუნიციპალიტეტში ხანძრის ორი კერაა. თაბორსა და ჯგუმში ცეცხლი ბალახს და ტყის ქვედა საფარს უკიდია. მერის ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო, თაბორის ხანძრის ჩაქრობა რთულდება, ასევე პრობლემას ქმნის ძლიერი ქარი. შესაძლოა, ადგილზე ვერტმფრენების გამოყენება გახდეს საჭირო. ამ ეტაპზე ხანძრის დასახლებულ პუნქტებში გავრცელების საფრთხე არ არის.

მეტი...

“მოვუწოდებ ყველა მთავრობას, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები ვაქცინების გლობალური მასშტაბით სამართლიან განაწილებაზე” – ჯანმო

ჯანმო-ს მიერ კორონავირუსის შესახებ პირველი მოხსენების გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ, კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინით მაღალი რისკის მოსახლეობის ვაქცინაცია 30-ზე მეტმა ქვეყანამ დაიწყო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. მისი თქმით, სამეცნიერო საზოგადოებამ ვაქცინების შემუშავების ახალი სტანდარტი დანერგა და ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი საკითხი ვაქცინების სამართლიანი განაწილებაა. „სამეცნიერო საზოგადოებამ ვაქცინების შემუშავების ახალი სტანდარტი დაადგინა. ახლა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შექმნას ვაქცინებზე წვდომის უზრუნველყოფის ახალი სტანდარტი,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა. მან ქვეყნების მთავრობებს ვაქცინების განაწილების საკითხზე თანამშრომლობისკენ მოუწოდა. „ჯანდაცვის მუშაკებისა და დაავადების მძიმე ფორმის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირების…

მეტი...

იაპონიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 1 500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იაპონიის დედაქალაქში, ტოკიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩევენებელი, 1 500 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, იაპონიაში „კოვიდ-19“- ის 247 960 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 3 655 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...