საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სომხური ეკლესიის მრევლს შობას და ნათლისღებას ულოცავს. პრემიერი დღესასწაულს განსაკუთრებით ულოცავს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს და აღნიშნავს, რომ მათ დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი სახელმწიფოს აღმშენებლობაში.
„შობასა და ნათლისღებას ვულოცავ სომხური ეკლესიის მრევლს. განსაკუთრებით ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი სახელმწიფოს აღმშენებლობაში. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – აღნიშნავს გიორგი გახარია.