კორონავირუსით ქსნის ციხის პატიმარი გარდაიცვალა

  •  

კორონავირუსით ქსნის ციხის პატიმარი გარდაიცვალა. პაციენტი დამძიმებული მდგომარეობით ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

კლინიკაში აღნიშნავენ, რომ პაციენტს თანდმევი დაავადებები აღენიშნებოდა. იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით პაციენტს სიმპტომები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამუვლინდა, ის სასჯელისგან გაათავისუფლეს, თუმცა ორ იანვარს გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე შემოწმებულია ქალთა დაწესებულებაც, სადაც კორონავირუსი აღმოაჩნდა 23 პატიმარს, შემოწმდნენ ასევე არასრულწლოვანი მსჯავრდებულებიც, სადაც ყველა ტესტი უარყოფითი აღმოჩნდა.

მსგავსი თემები