„15 იანვრამდე თუ არ , 50% ნაცვლად გაიხსნება მხოლოდ რესტორნების 10% „ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში”

  •  

„დღეს მხოლოდ რესტორნების სფეროს პრობლემა აღარ არის, ეს ეს გადადის სხვადასხვა სფეროებზე,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ თუ დროულად არ გაიხსნება ბიზნესი, საბოლოოდ მათი დიდი ნაწილი განადგურდება:

„სარესტორნო ბიზნესის დროულად გახსნა თუ არ მოხვდა, მაგალითად პირველ თებერვალს დაანონსებული ორი კვირით ადრე უნდა გადმოვიდეს, თუ ეს არ დავიწყეთ, თუ ველოდებით დღეს არსებული რესტორნებიდან 50 % – ის გახსნას, გაიხსნება მხოლოდ 10%,  დანარჩენები ვერ შეძლებენ მუშაობის განახლებას.

დაგროვილია ძალიან ბევრი ვალები,  მიუხედავად დიდი დახმარებისა სახელმწიფოს მხრიდან, ძალიან ბევრი ბიზნესი და რესტორნები იკეტება, მეიჯარეებიდან მოთხოვნა არის ფართების დაცლის, ეს ყველაფერი მიდის იქამდე, რომ ჩვენ მივიღებთ საბოლოოდ ძალიან მცირე რაოდენობას რესტორნებისას, რომლებიც შეძლებენ ოპერირებას.

თუ ჩვენ ამ მდგომარეობით მივალთ 15 იანვრამდე ალბათ პრობლემა არ იქნება გახსნის, მაგრამ თუ ახალმა შტამმა დაგვაზარალა ან გადაჭარბებულმა ლხინმა, ალბათ ძალიან  სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ამ ერთი რესტორნის უკან არ დგას ერთი ადამიანი, ამის უკან დგას მასები, ვერ შეძლებს ვერც სახელმწიფო და ვერც ადამიანები თავის გადარჩენას. ამ გადასახედიდან შეიძლება გაიხსნას,“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები