,,ჩვენ გვაქვს ევროპული მიზნები და ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ”- კახა კალაძე

„ჩვენ გვაქვს ევროპული მიზნები და ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ. ამის შემდეგ ყველაფერი მათზე იქნება დამოკიდებული“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, მოსამართლეების დასანქცირება შეაფერხებს თუ არა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას.

„რაც შეეხება 12-პუქტიან გეგმას, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შესრულდეს რეკომენდაცია, ე.წ. გზამკვლევი, რომელიც არის წარმოდგენილი. ჩვენ შეგვეძლო 12-პუნქტიანი გეგმის გარეშეც მიგვეღო სტატუსი, ამაზე მეტყველებს ის, რომ გარკვეულ ქვეყნებს მისცეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. როგორც ჩანს, ჩვენს შემთხვევაში ამას სხვა რამისთვის იყენებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ. შემდეგ ყველაფერი მათზე იქნება დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები