“საქართველოში მდგრადი და მრავალფეროვანი ეკონომიკის განვითარებისთვის აშშ ქვეყნის მხარდაჭერას განაგრძობს” – აშშ-ის საელჩო

საქართველოში მდგრადი და მრავალფეროვანი ეკონომიკის განვითარებისთვის აშშ  ქვეყნის მხარდაჭერას განაგრძობს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, აშშ-ის სოფლის მეურნეობის „საკვები პროგრესისთვის“ პროგრამის ფარგლებში კიდევ ორმა გემმა: Ocean Gladiator და Babuza Wisdom-მა 13 000 ტონა ხორბალი და 4 000 ტონა სოიო 3 იანვარს ფოთის პორტში შემოიტანა.

„სოიო და ხორბალი საქართველოს ბაზარზე გაიყიდება და შემოსულ თანხას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ინვესტიციის სახით სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში ჩადებს, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს ფერმერებისა და მწარმოებლების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. ამასთან, გაუმჯობესდეს საკვების უსაფრთხოება და ხარისხი საქართველოს რძის პროდუქტისა და საქონლის ხორცის წარმოებაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები