საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „რემდესივირით“ 29 პაციენტი გადის მკურნალობას.
როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 29 პაციენტიდან ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენად უკავშირდება ეს „რემდესივირს“ ეფექტს, ამის თქმა მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია.
,,რემდესივირით“ მკურნალობა მიმდინარეობს კარგად, ისე როგორც ეს დაგეგმილი იყო. მოთხოვნა 29 პაციენტზე იყო გაკეთებული გუშინდელი მდგომარეობით. ფრთხილად ეკიდებიან ჯანდაცვის პროფესიონალები „რემდესივირის“ დანიშვნას. არსებობს გარკვეული კრიტერიუმები რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს და პაციენტის ინფორმირებული თანხმობა სჭირდება „რემდესივირის“ გამოყენებას. ამდენად, ბოლო 4 კვირის განმავლობაში რაც დავიწყეთ „რემდესივირის“ მოხმარება, 29 პაციენტია, ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენად უკავშირდება ეს „რემდესივირის“ ეფექტს, ამის თქმა მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე არ შეგვიძლია. „რემდესივირის“ გამოყენება გრძელდება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.