“მართლა გააკეთეს ეს განცხადება? ვურჩევდი ჩემს კოლეგებს, ვინც იქ არის, რომ გაეცნონ ელემენტარულ რეკომენდაციებს” – პაატა იმნაძე კლინიკების ასოციაციის განცხადებაზე

  •  

კარდაკარ ყველანაირ აქტივობაზე პანდემიის პირობებში მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ, – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კლინიკების ასოციაციას, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფლად მოსახლეობის ტესტირება დაიწყოს.

იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კოლეგებს ურჩია, ელემენტარულ რეკომენდაციებს გაეცნონ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ პანდემიის პირობებში.

„მართლა გააკეთეს ეს განცხადება? ვურჩევდი ჩემს კოლეგებს, ვინც იქ არის, რომ გაეცნონ ელემენტარულ რეკომენდაციებს, რომ კარდაკარ ყველანაირ აქტივობაზე პანდემიის პირობებში მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ. ეს არის პირველი რეკომენდაცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის. მე არ ვიცი ეს განცხადება, მაგრამ არა მგონია, ვინმე რომ ყოფილიყო იქ ჩემი კოლეგა, ეპიდემიოლოგი, ვისაც ოდნავ მაინც გაუგია რას ამბობს ხოლმე საერთაშორისო ორგანიზაციები, კარდაკარ ჩამოვლაზე ელაპარაკა“, – განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი თემები