“მრევლს ველოდებით და ვთხოვთ დაცული იყოს დისტანცია, პირბადეებიც ყველას უნდა ჰქონდეს აუცილებლად” – არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი​

  •  

სამების ტაძრის არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი დღეს შობის დღესასწაულზე მიმსვლელ მრევლს მოუწოდებს, რომ დაცული იყოს კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული უსაფრთხოების ზომები, რაც დისტანციის დაცვას და პირბადით ყოფნას გულისხმობს.

“საღამოს 11 საათზე მობრძანდება მისი უწმინდესობა, არქიდიაკონი წაიკითხავს ეპისტოლეს, დაიწყება საზეიმო მსახურება. რა თქმა უნდა, მრევლს ველოდებით და ვთხოვთ, რომ იყოს დაცული დისტანცია, პირბადეებიც ყველას უნდა ჰქონდეს აუცილებლად, რომ უსაფრთხოების ეს ელემენტარული ზომები, რასაც ვიცავთ პირველივე დღიდან, იყოს დაცული,” – განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.

მსგავსი თემები