“შობის დღესასწაულს ყველა ველოდებით, მაგრამ მნიშვნელოვანია წესების დაცვა არ დაგვავიწყდეს” – თამარ გაბუნია

  •  

დღეს დიდი დღესასწაულია. ამ დღეს ყველა ველოდებით, მაგრამ მნიშვნელოვანია წესების დაცვა არ დაგვავიწყდეს და მივყვეთ იმას, რაც დაგვიცავს ინფექციის გავრცელებისგან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, წესების დაცვა და ფიზიკური დისტანციის შენარჩუნება ეკლესიებში მანამდეც ხდებოდა, ამდენად ეს წესები საეკლესიო მსახურების პროცესში დღესაც იქნება ძალაში.

„დღეს აღარ იმოქმედებს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოძრაობის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის შესრულდეს, ეს არის ინდივიდუალურ დონეზე პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება – ნიღაბი, ხელის ჰიგიენა და ფიზიკური დისტანციის დაცვა – 2 მეტრი. დღეს დიდი დღესასწაულია, ამ დღეს ყველა ველოდებით, მაგრამ მნიშვნელოვანია წესების დაცვა არ დაგვავიწყდეს და მივყვეთ იმას, რაც დაგვიცავს ინფექციის გავრცელებისგან“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები