სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 309 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 12 პაციენტი დაიღუპა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში „კოვიდ-19“ 160 853 ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსით ჯამში 2 890 პაციენტი გარდაიცვალა. სომხეთში ვირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა 146 576-ს შეადგენს.