ჩვენი რეკომენდაციები ერთნაირი ყველა შემთხვევაში და ითვალისწინებს ამას ჩვენი ეკლესია, მაგალითად ვიცით, რომ ალილოს ტრადიციული მსვლელობა არ ჩატარდება. მაქსიმალურად ცდილობენ, ყველა რეკომენდაციის დაცვით ჩატარდეს საეკლესიო ღონისძიებები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხდა.
მისი თქმით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები ყველასთვის ერთნაირია.
„რეკომენდაციებს ყველასთვის ერთნაირს ვიძლევი. პოლიტიკურ პარტიებს ცალ-ცალკე ხომ არ მოვუწოდებდი, როგორ უნდა ემართათ პროცესი. ყველას ჰყავდა თავისი ექსპერტები და მათ შეეძლოთ ზოგადი რეკომენდაციებიდან კერძო რეკომენდაციები გამოეტანათ. ეკლესიაშიც არის სამედიცინო სამსახური. აქედან გამომდინარე, მე ვამბობ ზოგად რეკომენდაციებს, შემდეგ თითოეული არეგულირებს მას. მაშინაც, ზოგი პარტია იცავდა, ზოგი-არა. დისტანციის დაცვა და პირბადის გაკეთება ერთნაირად საჭიროა ყველა ადამიანისთვის, გინდ მორწმუნე იყოს და გინდ, ურწმუნო. წესები ერთნაირია“, – განაცხადა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.