აშშ-ის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ დეკემბერში განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს, ეროვნული დაზვერვის დირექტორის სამმართველოსა და საინფორმაციო და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
როგორც აშშ-ის სპეცსამსახურების წარომომადგენლები აცხადებენ, დეკემბერში აშშ-ის სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების კომპიუტერულ ქსელებზე განხორციელბულ მიზანმიმართულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრებათ რუსეთთან დაკავშრიებულ პირებს ან სტრუქტურებს.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ თავდასხმის სამიზნე იყო და რჩება სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, სპეცსამსახურებში აცხადებენ, რომ ინციდენტის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. ექსპერტების შეფასებით, დეკემბერში განხორციელებული კიბერთავდასხმის დროს კომპიუტერული სისტემების უსაფრთხოებაზე მომუშავე კომპანია „სოლარ ვინდსის“ 18 ათასი სახელმწიფო თუ კერძო კლიენტი დაზარალდა.
რუსეთის ხელისუფლება ჰაკერულ თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს.