ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი მაღალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ინფორმაციას ,,ბათუმელები” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ბინაში მხოლოდ ერთი ადამიანი, 60 წლამდე ასაკის კაცი ცხოვრობდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა სიგარეტის ნამწვი გამხდარიყო. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები