როგორ გავანაწილოთ სივრცე პატარა ეზოს მოწყობისას

როდესაც საქმე პატარა სივრცის დაგეგმარებას ეხება, პირველი, რაზეც ვფიქრობთ არის ის თუ როგორ ავითვისოთ სივრცე ისე, რომ არა გადატვირთული, არამედ ფუნქციური და ესთეტიკური იყოს. შეიძლება, რთული ჩანდეს შეზღუდული სივრცის კომფორტულ გარემოდ გარდაქმნა, თუმცა სწორი მიდგომით, შეგიძლიათ, ყველაზე პატარა ეზოც კი მყუდრო და მიმზიდველ გარემოდ აქციოთ. ასეთი ეფექტის მისაღწევად კი ამ ბლოგში ყველა საჭირო რჩევასა და ხრიკს გაგიზიარებთ.

პრიორიტეტებისა და საჭიროებების განსაზღვრა

მანამ, სანამ დიზაინზე დაიწყებთ ფიქრს, საკუთარ თავს ჰკითხეთ: რა არის თქვენთვის პრიორიტეტული? იფიქრეთ იმაზე, თუ რისთვის აპირებთ ეზოს გამოყენებას – იქნება ის, დასვენების ადგილი, სასადილო სივრცე, სათამაშო ზონა ბავშვებისთვის, თუ ამ ფუნქციების კომბინაცია? თქვენი მოთხოვნების გაცნობიერება გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

ზონების შექმნა

როდესაც თქვენს პრიორიტეტებს განსაზღვრავთ, პირველი რაც უნდა გააკეთოთ ეზოს ზონებად დაყოფა, რაც საშუალებას მოგცემთ შექმნათ სივრცეები სხვადასხვა აქტივობისთვის. ეს მეთოდი ეზოს ფუნქციურობასა და ვიზუალურ მიმზიდველობას შესძენს. აქ კი რამდენიმე ზონის შექმნის იდეას გაგიზიარებთ, რომელიც შესაძლოა თქვენს ინტერესებთან თანხვედრაში იყოს:

 

გასართობი ზონა: გამოყავით ადგილი, რომელიც თქვენი საყვარელი ადამიანების შეკრების ადგილი იქნება. ამისათვის, აუცილებელია, რომ შეიძინოთ მაგიდა კომფორტული დასაჯდომით. სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა მოაწყოთ გარე სამზარეულოც ან უბრალოდ დადგათ გრილი გემრიელი სადილებისთვის.

 

მწვანე სივრცე: თუ გინდათ, რომ პატარა ეზოში ჰარმონიული გარემო შექმნათ, აუცილებელია, რომ სიმწვანე შეიტანოთ. როგორი სახის მცენარეებს შეარჩევთ, დეკორატიულ ხეებსა და ბუჩქებს, თუ ეზოს ყვავილებსა და ქოთნის მცენარეებს, ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

დამატებითი რჩევები

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, გირჩევთ, რომ ეზოში ღია სივრცის ეფექტი შექმნათ. ამაში ღია ფერთა პალიტრა, ერთი სახის იატაკი და მასშტაბებისა და პროპორციების დაცვა დაგეხმარებათ.

 

არ უნდა დაგვავიწყდეს ეზოს ავეჯის შერჩევაც. მასშტაბურმა ელემენტებმა შესაძლოა ჰარმონია დაარღვიოს, ამიტომ ეცადეთ, რომ ერთი ზომის ავეჯი, დეკორი და მცენარეები შეიძინოთ. სივრცის მაქსიმალურად ასათვისებლად, შეგიძლიათ მრავალფუნქციური ავეჯიც შეარჩიოთ – დასაკეცი სკამები ან მაგიდა, რომელსაც სურვილის შემთხვევაში მარტივად შეინახავთ და სივრცეს სხვა აქტივობისთვის გაათავისუფლებთ.

შეჯამება

პატარა ეზოს მოწყობა სიფრთხილეს მოითხოვს. ეზოს ზონებად დაყოფით, ღია სივრცის ეფექტის შექმნით, მრავალფუნქციური ელემენტების ჩართვითა და მასშტაბებისა და პროპორციების გათვალისწინებით, შეგიძლიათ შექმნათ ფუნქციური და ჰარმონიული გარე სივრცე, რომელიც თქვენს საჭიროებებს დააკმაყოფილებს. კრეატიულობითა და გააზრებული დიზაინით, ყველაზე პატარა ეზოც კი შეიძლება გახდეს ადგილი დასვენებისა და გართობისთვის.

მსგავსი თემები