,,მონა, არა რუსულ კანონს” – ბერლინში კობახიძეს ქართველები აქციით დახვდნენ

ბერლინში საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ქართველები აქციით დახვდნენ. მოქალაქეებს თან ჰქონდათ საპროტესტო ბანერები, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები.

არსებული ინფორმაციით, კობახიძე ამ წუთებში გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს ხვდება. მოსალოდნელია, რომ საუბარი იქნება “ოცნების” მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონზე. კობახიძეს ასევე შეხვედრა ექნება გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან და გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასთან.

ამ კანონის გასაპროტესტებლად აქცია ბერლინში გუშინ ჩაინიშნა.

,,საქართველოს პრემიერ მინისტრი ამ დღეს მართავს ოფიციალურ შეხვედრებს გერმანიაში და ამიტომ აქაურ ქართველებს გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ მას რომ არ შეუშალოს ხელი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, წინ არ აღუდგეს ჩვენი კონსტიტუციურ არჩევანს და უკან გაიწვიოს მისი პარტიის მიერ ინიცირებული კანონი!”, – დაწერეს ორგანიზატორებმა.

მსგავსი თემები