არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება მნიშვნელოვანი იქნება EU-ში გაწევრიანებაზე შემდეგი პროცესისთვის – შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნების გამჭვირვალე და პატიოსან გარემოში ჩატარებას დიდი როლი ექნება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.

,,მოხარულები ვართ, რომ ბევრი რეფორმა ტარდება, რომელიც უნდა გაგრძელდეს. სასამართლოს რეფორმას ვგულისხმობ, საპარლამენტო კონტროლის დარგში კონტროლებს, ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ რეფორმებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალი საპარლამენტო არჩევნები, ძალიან მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია ის თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს, ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესისთვის განვითარებისთვის”, – ამბობს შოლცი.

მსგავსი თემები