არა რუსულ კანონს! – აქცია ქუთაისში

,,არა რუსულ კანონს!” – ამ სახელწოდებით, ქუთაისში, ცენტრალური მოედნის მიმდებარედ, სამოქალაქო სექტორისა და მედიის ორგანიზებით, საპროტესტო აქცია იმართება.

,,რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და რაც შეეხება იმ მოტივს, რომ თითქოს გამჭვირვალობის და სამართლიანობის მოტივით არის ნაკარნახევი ამ კანონის მიღების აუცილებლობა, დღეს ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოზე ჩვენ დავრწმუნდით და ვნახეთ, როგორ სადამსჯელოდ მიესაჯა, უსამართლოდ 9 წლით პატიმრობა, რომ ახალგაზრდებმა კარგად დაინახონ და გააცნობიერონ ის, რა ელოდებათ მათ, თუ ისინი თავისუფლებისათვის ბრძოლისთვის გამოვლენ საპროტესტოდ”, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ია იაშვილი.

მსგავსი თემები