“არ გვაცალეს გახარება, ბედნიერება და ერთიანობა. რა ლოგიკაა?”  – პრეზიდენტი

“ხელისუფლება ბევრ რამეს არ გააკეთებდა, რომ უნდოდეს არჩევნებისთვის მომზადება”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით, ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყნის შიგნით არეულობა და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელის შეშლა სურს, რუსეთია.

„არ გვაცალეს გახარება, ბედნიერება და ერთიანობა. რა ლოგიკაა?

ხელისუფლებას რომ ჰქონდეს არჩევნების ლოგიკა, არც იმ კანონის დაბრუნება სჭირდებოდა, არც კვოტების გაუქმება, არც ცესკოზე კანონი. ხელისუფლება ბევრ რამეს არ გააკეთებდა, რომ უნდოდეს არჩევნებისთვის მომზადება და ამ სიხარულის გამოყენება. ამათ რომ უნდათ არჩევნებში გამარჯვება დარწმუნებული ვარ, მაგრამ ვის უნდა რომ დაიქსაქსოს საქართველოს საზოგადოება? – დიახ რუსეთს. რუსეთს უნდა ჩვენი დასუსტება, უკრაინასთან საქართველოს დაჯახება. მათ არ უნდათ, რომ საქართველო აჩქარებული ტემპით შევიდეს ევროკავშირში”, – ამბობს ზურაბიშვილი ტვ პირველთან.

 

მსგავსი თემები