„ეს არის ის მთავრობა, რომელმაც გამოაცხადა, რომ 2024 წელს კანდიდატის სტატუსზე წარვდგებოდით, უცებ ეს მთავრობა მიყოლებით დგამს ისეთ ნაბიჯებს, რაც ძალაუფლების შენარჩუნების სურვილისკენ მიანიშნებს, ეს არის პროცესი რუსეთის ზეწოლის,“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
„ქართული ოცნება“ – „რუსული ოცნებაა“ – ამბობს ზურაბიშვილი, მისივე განცხადებით ხელისუფლებამ ევროპულ ღირებულებებს უღალატა.
„უკრაინის ომის შემდეგ ხელისუფლება შეიცვალა, „ქართული ოცნება“ არის „რუსული ოცნება.“ – ამბობს პრეზიდენტი.