სემეკი კომუნალურ კომპანიებში მარეგულირებელ აუდიტს ამკაცრებს – დავით ნარმანია ,,მედიაცენტრ მთავარში”

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, რომ სემეკი რეგულირებად სექტორებში მოქმედ კომუნალურ კომპანიებში მარეგულირებელ აუდიტს ამკაცრებს. ,,სემეკის გადაწყვეტილების შესაბამისად, გეგმურ მარეგულირებელ აუდიტთან ერთად სისტემატურად მოხდება არაგეგმური მარეგულირებელი აუდიტის განხორციელება, რაც გულისხმობს რეგულირებული კომპანიების ფინანსური და ტექნიკური მდგომარეობის, მათ მიერ განხორციელებული შესყიდვების მიზნობრიობის შესწავლას, დანახარჯების რეგულირებად საქმიანობასთან კავშირის/საჭიროების დადგენას, მიზანშეწონილობისა და გონივრულობის განსაზღვრას. ამ მიზნით, სემეკში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა, რომლის ფუნქციებსაც სატარიფო მიზნებისათვის განსახორციელებელი დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის პარალელურად წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, რეგულირებულ საწარმოთა ხარჯების შედარებითი ანალიზი”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ ,,მედიაცენტრ…

მეტი...

რა თქმა უნდა, არცერთი გაერთიანება არ მიღირს, რომელიც დააზიანებს ჩემი ქვეყნის ინტერესებს, ხვალინდელ დღეს, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს – კალაძე

„რასაკვირველია, მთავარი და უმთავრესი არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა. „მართლაც, არცერთი გაერთიანება არ მიღირს, რომელიც დააზიანებს ჩემი ქვეყნის ინტერესებს, ხვალინდელ დღეს, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს. რამდენიმე დღის წინ 9 აპრილი იყო და ეს ადამიანები გავიხსენეთ. რა თქმა უნდა, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყნის ინტერესები და სუვერენიტეტი ფეხქვეშ გაიგოს. ყველა გაერთიანებას ეხება ეს, რომელი გაერთიანებაც გინდათ. ყველაფერს დაინახავს საზოგადოება. ვნახავთ, სადაც ვიმყოფებით, ამ რთულ გზაზე. ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც შეეწინააღმდეგება და ხელს…

მეტი...

როგორ ფიქრობთ, დოიაშვილი ბედნიერია და კმაყოფილია იმით, რაც თქვა?! – კალაძე

როგორ ფიქრობთ, დოიაშვილი ბედნიერია და კმაყოფილია იმით, რაც თქვა?!, – ამბობს ,,ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და რუსული კანონის მხარდამჭერი კახი კალაძე რეჟისორ დავით დოიაშვილზე, რომელმაც რუსული კანონი გააპროტესტა. ,,როგორ ფიქრობთ დოიაშვილი ბედნიერია და კმაყოფილია იმით, რაც თქვა?! ამას წინ უძღვოდა უდიდესი ბულინგი, დარწმუნებული ვარ”, – აღნიშნა კალაძემ.

მეტი...

ბათუმში, მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმრის ოჯახის წევრები აქციას მართავენ

ბათუმის სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულებასთან 29 წლის პატიმრის, სინარ ორუჯოვის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ქსნის საპატიმროდან პატიმრის მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტს აპროტესტებენ. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პატიმარი მძიმედ დაავადებულია და ქრონიკული ეპილეფსია აქვს, თუმცა, შესაბამის სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს. ასევე, ოჯახს არ ეძლევათ პატიმართან კომუნიკაციის საშუალება. ახლობელბი ციხის ადმინისტრაციის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და უფლებების დარღვევაზე საუბრობენ და სხვა დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვენ. ოჯახის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სინან ორუჯოვმა პროტესტის ნიშნად ბასრი საგნით მიიყენა სხეულზე დაზიანება.

მეტი...

ქუთაისში სისტემატიურად აწყობდნენ ე.წ. ,,ქურდულ გარჩევებს” – სასამართლომ 10 პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრები ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან ერთად, ქუთაისში სისტემატიურად აწყობდნენ ე.წ. ,,ქურდულ გარჩევებს“, სადაც განიხილავდნენ მოქალაქეთა შორის არსებულ დავებს, აფასაბდნენ მათ ქმედებებს და იღებდნენ გადაწყვეტილებებს, მათ შორის პირებს აკისრებდნენ თანხის გადახდას. პროკურატურამ სამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარუდგინა, ხოლო შვიდ პირს 223³-ე მუხლის მე-2 ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა). სასამართლოს…

მეტი...

ყველანი უნდა მივიდეთ პრეზიდენტის სასახლესთან, მოვითხოვოთ, რომ ლაზარე დღესვე შეიწყალოს – ნატა ფერაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი აქტივისტები ლაზარე გრიგორიადისის ოჯახთან და ადვოკატთან ერთად პრეზიდენტთან მიდიან. ისინი სალომე ზურაბიშვილის გრიგორიადისის შეწყალებას სთხოვენ. სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ ყველას მოუწოდა, მივიდნენ პრეზიდენტის სასახლესთან. ,,მოულოდნელი არაფერი არ იყო, ცალსახად ეს არის ზუსტად აქციების წინ გამოტანილი სადამსჯელო განაჩენი და რამდენი მშობელი გადაუწვება ახლა წინ შვილს, რომ შვილო, 9 წელი ჩაგსვამენ, არ წახვიდე, მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ ეს პირიქით იმოქმედებს და ყველა გამოვა და გადავავსებთ ქუჩებს, ახლა ყველანი უნდა მივიდეთ პრეზიდენტის სასახლესთან, ათონელზე და მოვითხოვოთ, რომ პრეზიდენტმა, მე მგონი ისედაც აპირებს, დღესვე შეიწყალოს, რომ დღესვე იყოს ლაზარე თავისუფალი.…

მეტი...

ვიმედოვნებ, პრეზიდენტი შეიწყალებს, ყველანაირად ვეცდებით, ლაზარე დავიხსნათ ამათი კლანჭებიდან – ლაზარეს დედა

ვიმედოვნებ, პრეზიდენტი შეიწყალებს, ყველანაირად ვეცდებით, ლაზარე დავიხსნათ ამათი კლანჭებიდან, – განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. ,,აქამდე ამაზე გვისაუბრია, თუ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, მივმართავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილისთქო და ახლა პირდაპირ მივდივართ მასთან. კი ველოდი, მაგრამ მაინც სანერვიულოა ეს ამბავი და ლაზარესაც, სავარაუდოდ, ასეთი განცდა ექნება. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ლაზარე დავიხსნათ ამათი კლანჭებიდან. მე კომუნიკაცია უშუალოდ არ მქონია, მაგრამ ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან ბევრმა მიაწოდა ინფორმაცია ლაზარეს თაობაზე და აქედან გამომდინარე, ინფორმირებულია და ვიმედოვნებ, რომ ლაზარეს შეიწყალებს”, – აცხადებს ლაზარეს დედა.

მეტი...

ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, მივდივართ პრეზიდენტთან, მივმართავ შეწყალების თხოვნით – გრიგორიადისის ადვოკატი

რუსული კანონის გასაპროტესტებლად, მარტში გამართული აქციების დროს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართე ზვიად შარაძემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ლაზარეს ადვოკატი და ოჯახი დღესვე აპირებს პრეზიდენტს მიმართოს. ,,ჩვენ ველოდით ამ გადაწყვეტილებას, ბოლო განცხადებებით არაერთხელ დავაფიქსირეთ, თუმცა 9 წელს მაინც არ ველოდით. ახლა მივდივართ საქართველოს პრეზიდენტთან, კანცელარიაში, განცხადება გამზადებული გვაქვს, მასალები დიდი ხანია უკვე მიტანილი გვაქვს, მხოლოდ განცხადებას ჩავაბარებთ და მივმართავთ შეწყალების თხოვნით. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, სასამართლოს არ მიუღია ეს გადაწყვეტილება”, – ამბობს ადვოკატი ლიკა ბითაძე.

მეტი...

ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა

რუსული კანონის გასაპროტესტებლად, მარტში გამართული აქციების დროს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა. მოსამართე ზვიად შარაძემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ლაზარე გრიგორიადისი პროცესს ესწრებოდა. ოჯახი აპირებს დაუყოვნებლივ მიმართოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით.

მეტი...

საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები შეარჩია

პარლამენტის თავმჯდომარეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო ცესკო-ს წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები წარედგინა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, პარლამენტში გამართული ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომაზე მიიღეს. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შესარჩევი კონკურსი გამოცხადებული იყო ცესკო-ს თავმჯდომარის და ცესკო-ს წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე. ცესკო-ს თავმჯდომარეობის თანამდებობის დასაკავებლად განაცხადი საკონკურსო კომისიას გიორგი კალანდარიშვილმა წარუდგინა, ხოლო ცესკო-ს წევრობის 3 ვაკანტურ თანამდებობაზე განცხადებები კი ლუხუმ ბურჯალიაინმა, მაია ზარიძემ, გიორგი შარაბიძემ და გია ცაცაშვილმა წარადგინეს. კომისიის წევრებმა დღეს გამართულ…

მეტი...

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იქნება საქართველოსადმი გერმანიის მხარდაჭერის გაძლიერების და განმტკიცების შესაძლებლობა – ლევან იზორია

ნიშანდობლივია ევროპაში ბრიუსელის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბერლინში, რომლის ფარგლებში ის შეხვდება თავის კოლეგას, ბატონ კანცლერს, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლევან იზორიამ განაცხადა. მისივე თქმით, ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს ახალ იმპულსს შესძენს. ,,კანცლერის ოფისში პრემიერს მიიღებენ სამხედრო პატივით, ასევე საქართველოს მთავრობის მეთაურს შესაძლებლობა ექნება, შეხვდეს ფედერალურ პრეზიდენტს და ბუნდესტაგის პრეზიდენტს. გერმანია ბოლო წლებში ჩამოყალიბდა, როგორც საქართველოს მხარდამჭერი ლიდერი ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ეს ვიზიტი იქნება ამ მხარდაჭერის გაძლიერების და განმტკიცების დამატებითი შესაძლებლობა. მთავარი თემები ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმებისა და იმ…

მეტი...

კასპში, ძმის ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გორის სასამართლომ ძმის ცოლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ, 85 წლის კაცს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ,,შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს. პროკურორის თქმით, 2022 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, კასპის რაიონის სოფელ ნოსტეში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მსჯავრდადებულმა, 84 წლის ასაკში საყოფაცხოვრებო კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თან ნაქონი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა 73 წლის, ლ.ნ-ს, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებულის ადვოკატმა განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და აღნიშნა, რომ ასაკიდან გამომდინარე, საჭიროა, პატიმრობის გარკვეული ნაწილი, მამაკაცმა სახლში…

მეტი...

,,განვიხილეთ საბჭოთა რაკეტების გადაცემა უკრაინისთვის” – დუდა

,,განვიხილეთ საბჭოთა რაკეტების გადაცემა უკრაინისთვის”, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ, ვილნიუსში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ. ,,დღეს, ორმხრივი შეხვედრის დროს, ვესაუბრეთ პრეზიდენტ ზელენსკის გარკვეულ საშუალებებზე. ჯერ კიდევ არის საბჭოთა დროინდელი რაკეტები, ისინი ამჟამად პოლონეთის მარაგებშია. განვიხილეთ მათი გადაცემა უკრაინის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სასარგებლოდ. გავაგრძელებ ამ თემაზე საუბარს ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, როდესაც დავბრუნდები ვარშავაში,” – განაცხადა დუდამ. ზელენსკის თქმით, მან პრეზიდენტ დუდას აცნობა ენერგეტიკულ ობიექტებზე ღამით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების და ხარკოვის მძიმე სიტუაციის შესახებ. ასევე უთხრა, რომ უკრაინას კრიტიკულად სჭირდება პარტნიორების, პირველ რიგში, საჰაერო თავდაცვის გაზრდილი მხარდაჭერა.

მეტი...

,,მხოლოდ სიტყვები ვერ შეაჩერებს პუტინს, ჩვენ უფრო მეტს გავაკეთებთ” – ბორელი

,,მხოლოდ სიტყვები ვერ შეაჩერებს პუტინს… ჩვენ უფრო მეტს გავაკეთებთ”, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ,,გუშინ რუსეთმა კვლავ დაარტყა უკრაინას ბარბაროსული თავდასხმებით მისი ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. მხოლოდ სიტყვები ვერ შეაჩერებს პუტინს. ჩვენ მეტი სამხედრო მხარდაჭერა უნდა მივაწოდოთ. დღეს მივწერე EU-ის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს 22 აპრილის საგარეო საქმეთა საბჭოზე. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ და გავაფართოოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები რუსეთის რაკეტების ჩამოსაგდებად, ქალაქების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. უკრაინას ესაჭიროება მიწისზედა-საჰაერო რაკეტების ბატარეები. შემოწირულებები…

მეტი...

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი დღეს გამოცხადდება

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 12 აპრილს, 10:00-ზე გამოცხადდება. საქალაქო სასამართლოს ეზოში ლაზარეს მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები შეიკრიბებიან. შეგახსენებთ, რომ ლაზარეს საქმის განხილვა 8 აპრილს დასრულდა. მოსამართლე ზვიად შარაძე სათათბიროდ გავიდა.

მეტი...