„გადაწყვეტილება მივიღე, არ შეიძლება ეს ახალგაზრდა იჯდეს ციხეში“ – პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალა

ეს გადაწყვეტილება დღეს მივიღე, თუმცა ველოდებოდი სასამართლოს, ეს ახალგაზრდა 9 წელი არ უნდა იჯდეს ციხეში, – ამის შესაახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ მარტის აქციის დროს დაკავებულ ლაზარეს შეიწყალებს და ეს მისი უცვლელი გადაწყვეტილებაა:

„ახლა დაიწყებენ ნაცი, ნაცი, მე არ ვარ ვალდებული ავხსნა რატომ ვიღებ გადაწყვეტილებებს, ეს ახალგაზრდა არ უნდა იჯდეს ციხეში“

პრეზიდენტმა ეს განცხადება რამდენი ე წუთის წინ გააკეთა, როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, მხოლოდ ხელის მოწერაღაა საჭირო გადაწყვეტილების შესასრულებლად.

 

მსგავსი თემები