ალექსეი ნავალნის მემუარებს ავტობიოგრაფიულ წიგნად გამოსცემენ

2024 წლის 22 ოქტომბერს ალექსეი ნავალნის მემუარები ავტობიოგრაფიულ წიგნად გამოიცემა. პუტინის რეჟიმის მიერ მოკლული რუსი ოპოზიციონერის ცოლის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ავტობიოგრაფიული ჩანაწერები, უკვე 11 ენაზეა თარგმნილი.

,,ასე არ წარმოვიდგენდი, რომ ალექსეი თავის ბიოგრაფიას დაწერდა. მე მეგონა, დაახლოებით 80 წლის ვიქნებოდით, ის კი კომპიუტერთან, ღია ფანჯარასთან იჯდებოდა და აკრეფდა. მე კი შვილიშვილების მოსვლისას ვიწუწუნებდი, ვეტყოდი, რომ სისულელეებით არის დაკავებული.

მაგრამ 2020 წელს მოწამვლის მცდელობის შემდეგ ყველა დაჟინებით მოითხოვდა: ,,ალექსეი, შენ უნდა დაწერო წიგნი”. მან უბრალოდ მხრები აიჩეჩა. როგორი ბიოგრაფიის დაწერა შეიძლება 44 წლის ასაკში? ეს თითქმის ნახევარი ცხოვრების გზაა. ის მაინც არ ჩქარობდა – წინ ჯერ კიდევ იმდენი იყო.

მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. საშინლად და ძალიან, ძალიან უსამართლოდ. აღმოჩნდა, რომ წინ კიდევ ნახევარი არ იყო.

მიუხედავად ამისა, ალექსიმ მაშინ დაიწყო წიგნის წერა და მოულოდნელად სწრაფად შევიდა მასში. მას უყვარდა თავისი ცხოვრების მოვლენების გახსენება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მაგალითად, მას სიამოვნებდა თავისი ბავშვობის აღწერა.

მაგრამ არ ,,დაგასპოილერებთ”. სულ მალე წაიკითხავთ. 22 ოქტომბერს ალექსის ავტობიოგრაფია ერთდროულად გამოვა მრავალ ენაზე. ის უკვე თარგმნილია 11 ენაზე და წინასწარი შეკვეთები ხელმისაწვდომია დღეიდან. და აუცილებლად გამოვა რუსულ ენაზეც”, – წერს იულია ნავალნაია.

მსგავსი თემები