„მათ უჩნდებათ სურვილი, როცა აქეთ მხარეზე ყველაფერი არის მოწესრიგებული, არღიცხვაც, თანხის გადახდაც, იქაც იყოს ასე,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიმ განაცხადა, მისივე ინფორმაციით, აფხაზებთან, ელექტროენერგიასთან დაკავშორებით 90 – იანი წლების შეთანხმების საფუძველზე კომუნიკაცია ახლაც ხდება, როგორც ნარმანია ამბობს, სეპარატისტებს ელექტროენერგია რუსეთიდან ანაზღაურების სანაცვლოდ მიეწოდებათ: „აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება კვლავაც გამოწვევაა, ის შეთანხმება, რაც 90 წლებიდან მომდინარეობს, ელექტროენერგიის 40/60 ზე პროპორციით გაყოფასთან დაკავშირებით ეს პროპორცია სრულდება, მეტი ენერგიის გადადინება აფხაზეთის მხარეს არ მოხდება, როცა ენგურჰესზე წყალია რ არის ძირითადად ზამთრის თვეებში, აფხაზეთს უწევს ელექტროენერგიის მიღება რუსეთის ფედერაციიდან, სხვა შემთხვევაში, როცა ენგურჰესზე არის წყალუხვობა, მიეწოდებათ შეთანხმების შესაბამისად, რომელიც თავის დროზე არსებობდა, თუმცა მათ უჩნდებათ სურვილი, როცა აქეთ მხარეზე ყველაფერი არის მოწესრიგებული, აღიცხვაც, თანხის გადახდაც და ა.შ იქაც იყოს ასე, იმიტომ რომ ენერგიას, რომელსაც ისინი იღებენ რუსეთიდან არ არის უფასო და შესაბამისად გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ტექნიკურ საკითხებზე თანამშრომლობა ხდება, რა თქმა უნდა ენგურჰესის ფარგლებში სხვა დანარჩენი ონფორმაცია არ მაქვს,“ – განაცხადა ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მსგავსი თემები
-
ყალბ დოკუმენტებს ამზადებდა, რომლებითაც მოქალაქეებს საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღება მარტივად შეეძლოთ – დააკავეს 1 პირი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. დაკავებული საზღვარგარეთ საცხოვრებლად... -
,,გაიფიცე საქართველოსთვის” – ახალგაზრდების ნაწილი აქცია-მსვლელობას დღეს, 15:00 საათზე გამართავს
ახალგაზრდული მოძრაობა ,,დაფიონი”, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან აქცია-მსვლელობას აანონსებს. ,,ძვირფასო ქართველებო, ვაგრძელებთ ჩვენს უწყვეტ აქციებს!... -
,,არა რუსულ კანონს” – აქცია პორტუგალიაშიც გაიმართა
გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ აქცია გაიმართა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონშიც. აქციაზე შეკრებილები ,,ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, გაიწვიოს კანონი...