სამეგრელოში, 14 წლის ბიჭი 8 წლის გოგოს გაუპატიურების მცდელობის გამო დააკავეს

სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 14 წლის ბიჭი 8 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობის გამო დააკავეს. მოზარდი დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. თავად გოგო გოგო ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს.

ორივე არასრულწლოვანი პოლიციაში, მშობლების თანხლებით გამოიკითხა. დაზარალებული გოგონას თქმით, 14 წლის ბიჭმა ის გააუპატიურა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ცხელ კვალზე დააკავეს. წინასასამართლო სხდომა მაისის დასაწყისში გაიმართება.

მსგავსი თემები