დააკავეს მამაკაცი, რომელიც პსპ-ში შეიჭრა და ნივთები დააზიანა

დააკავეს მამაკაცი, რომელიც დღეს, პეკინის 25 ნომერში არსებულ პსპ-ს აფთიაქში შეიჭრა და ნივთები  დააზიანა. არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად მამაკაცი აფთიაქის წინ გამვლელებთან კონფლიქტში შევიდა, რომლებიც სიტუაციიდან გარიდების მიზნით აფთიაქში შევიდნენ, აღნიშნული პირი მათ აფთიაქში შეჰყვა, სადაც კონფლიქტი გაგრძელდა.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებისა და ხულიგნობას გულისხმობს.

მსგავსი თემები