EU-ში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ღალატია – NGO-ები კალაძეზე

26 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ,,ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახი კალაძის განცხადებას პასუხობს, სადაც მან თქვა, რომ არც ერთი გაერთიანება არ უღირს ,,ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასათმობად”.

იხილეთ განცხადება:

,,გუშინ, 11 აპრილს, “ქართულმა ოცნებამ” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა პარტიის გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის შემდეგი შინაარსის გზავნილი: “არც ერთი გაერთიანება არ მიღირს ჩემი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასათმობად”.

„ქართული ოცნება” მსგავს გზავნილებს უკვე ღიად ავრცელებს. ბოლო პერიოდში ხელახლა წამოწყებული მასშტაბური ანტი-დასავლური კამპანია, რუსული კანონის მიღების მცდელობა და საქართველოს ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მოწოდებების უგულვებელყოფა გვაფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნება” ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლას ცდილობს.

ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ქართველი ხალხის ურყევი ნება და არჩევანია, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლშია განმტკიცებული. ეს მუხლი ხელისუფლებას ავალდებულებს, ყველა ზომა მიიღოს ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრებლად.

რუსული კანონის მიღების მცდელობა და პარტიის მაღალჩინოსნების მხრიდან ევროკავშირში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ღალატია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელს აწერენ:

1. ადამიანის უფლებათა ცენტრი

2. დემოკტარიის კვლევის ინსტიტუტი

3. დემოკრატიის მცველები

4. ევროპის ფონდი

5. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

6.მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი)

7. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

8. პლატფორმა სალამ

9. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (PRG)

10. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

11. საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო

12. სამოქალაქო იდეა

13. სამოწალაქო საზოგადოების ფონდი

14. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)

15. სასამართლოს გუშაგი

16. საფარი

17. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

18. საქართველოს მომავლის აკადემია

19. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

20. ქალთა ფონდი საქართველოში

21. ყვარლის ევროკლუბი

22. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი

23. იორმუღანლოს სათემო ცენტრი

24. თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)

25. თბილისი პრაიდი

26. წერტილი

მსგავსი თემები