ირაკლი კობახიძე – უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, უბრალოდ, ფაქტის კონსტატაციაა, თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, გამოდის, იმ ფაქტის ეშინია, რომლის თანამონაწილეც თავად არის

ორგანიზაცია როდესაც აფინანსებს სხვას, მას აქვს კონკრეტული ინტერესი და სწორედ ამ ინტერესის გატარებას ემსახურება  დაფინანსება, რომელიც შესაბამის ორგანიზაციაში მიდის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს დაუსვეს კითხვა, თუ განიხილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისთვის სახელის შეცვლა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის, უბრალოდ, ფაქტის კონსტატაცია, თუ ვინმეს არ მოსწონს ფაქტის კონსტატაცია, გამოდის, იმ ფაქტის ეშინია, რომლის თანამონაწილეც თავად არის.

„კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაცია იწოდება უცხოური ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. ორგანიზაცია როდესაც აფინანსებს სხვას, მას აქვს კონკრეტული ინტერესი და სწორედ ამ ინტერესის გატარებას ემსახურება ის დაფინანსება, რომელიც მიდის შესაბამის ორგანიზაციაში. აქედან გამომდინარე, უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის, უბრალოდ, ფაქტის კონსტატაცია. ფაქტის კონსტატაციას როდესაც ვიღაც გაურბის, ეს არის თავისთავად დამაფიქრებელი, რაზეც საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, რატომ გაურბის ვიღაც ფაქტის კონსტატაციას? არა რაღაც სახელის მინიჭებას, არამედ ფაქტის კონსტატაციას. ფაქტის კონსტატაცია არ შეიძლება, იყოს პროტესტის საგანი. ვინმეს თუ არ მოსწონს ფაქტის კონსტატაცია, გამოდის, იმ ფაქტის ეშინია, რომლის თანამონაწილეც თავად არის“, – აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი თემები