„პარტნიორებისთვის გადამწყვეტი მომენტი იქნება არჩევნები“ – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის განცხადებით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის და პარტნიორებისთვის გადამწყვეტი იქნება.

„ჩვენი პარტნიორებისთვის გადამწყვეტი მომენტი იქნება არჩევნები. როგორც ქვეყანას, საზოგადოებას არაფერს ჩაგვიკეტავენ არჩევნებამდე, ჩაუკეტავენ მხოლოდ ამათ. ამიტომ ჩვენ უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე. ყველამ უნდა გაითავისოს პასუხისმგებლობა ბოლომდე, რადგან რუსეთის გეგმა არის ზუსტად ეს, ჯახი, არეულობა და შემდეგ მე, თქვენ დაგვაბრალებენ. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ქვეყანაში ამდენი რუსია შემოსული. მე არ ვამბობ, რომ ყველა რუსი, ვინც აქ არის, ქვეყნის მტერია, მაგრამ ეს პროცესი უნდა კონტროლდებოდეს “- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ტვ პირველთან.

მსგავსი თემები