„საქართველოს თეთრი ოქრო – 10 წელიწადში სრულიად ევროპა აქ ისრიალებს“ – Die Presse საქართველოს შესახებ

ავსტრიის მაღალრეიტინგული გამოცემა Die Presse საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტმა ჯოზეფ ებნერმა საქართველოში მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებები მკითხველს გაუზიარა. Die Presse საქართველოს სამთო ტურიზმის უპირატესობის, უნიკალური სამზარეულოსა და კულტურის შესახებ წერს. სტატიის ავტორი ავსტრიელ მკითხველს საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რჩევებსაც აძლევს. „იქ სადაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებია საქართველომ პირველად Freeride World Tour-ს უმასპინძლა. ტურნირი სვანეთში ჩატარდა, აქ ჰაწვალის და თეთნულდის სათხილამურო ტრასებია. სვანეთში აღმოაჩენთ თავდაცვის მიზნით აშენებულ კოშკებს, უშგულში 800 წლის კოშკებსაც იპოვით“,-წერს ჯოზეფ ებნერი. გამოცემის ჟურნალისტი მკითხველს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ-გიზს“ აცნობს, რომელიც ზამთრის კურორტების…

მეტი...

,,ეს ის შემთხვევა არ არის როცა გავჩერდები, წავალ უფრო მაღლა მდგომ სასამართლო ინსტანციაში” – ნიკა გვარამია

ეს ის შემთხვევა არაა, როცა გავჩერდები და სტრასბურგის სასამართლოს ჩავთვლი ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციად, – ამბობს პარტია ,,ახალის” ლიდერი, ნიკა გვარამია. ,,ეს ის შემთხვევა არ არის, როცა გავჩერდები, სტრასბურგის სასამართლოს ჩავთვლი ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციად, ეს ასე არ არის, წავალ უფრო ფართო დაფარვის და უფრო მაღლა მდგომ, კვაზისასამართლო ინსტანციაში ამ შემთხვევაში ეს არის გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი. ეს ის ვითარებაა, როცა სტრასბურგში საქმე არ საჩივრდება, სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ერთი მოსამართლის მიერ არსებით განხილვაში შესვლის გარეშე, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმე რეალურად და სრულფასოვნად არ განხილულა და დასაშვებობის სტადიაზე ეთქვა…

მეტი...

საქართველოში კიდევ ერთი რუსი აქტივისტი არ შემოუშვეს

საქართველოში კიდევ ერთი რუსი აქტივისტი, იგორ მიგლანი, არ შემოუშვეს. ინფორმაციას Free Russia Foundation-ის სამხრეთ კავკასიის განყოფილების დირექტორი, ეგორ კუროპტევი ავრცელებს. ,,15 საათზე მეტია, აქტივისტი იგორ მიგლანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია. იგორი, ისევე, როგორც სხვა ბევრი რუსი აქტივისტი ახსნა-განმარტების გარეშე არ შეუშვეს საქართველოში. იგი საქართველოში კოლეგებთან ერთად მუშაობდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან პროექტზე “ემიგრაცია მოქმედებისთვის,” უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად. იგორისა და მთელი გუნდის წყალობით 8 ათასზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა მიიღო სამედიცინო დახმარება. ეწინააღმდეგება თუ არა ეს საქართველოს ინტერესებს? დარწმუნებული ვარ, არა. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ შექმნილი მსგავსი პროექტები, ისევე,…

მეტი...

უკრაინის რეგიონებზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა თბო და ჰიდროელექტროსადგურები

რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე წინააღმდეგ კიდევ ერთი მასიური სარაკეტო შეტევა მიიტანა. უკრაინის სახელმწიფო კომპანია ,,უკრენერგოს” ცნობით, დარტყმა იყო ენერგეტიკულ ობიექტებზე. ,,დაზიანდა ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში თბოელექტროსადგურები და ჰიდროელექტროსადგურები”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. არსებული ინფორმაციით, გადაუდებელი გამორთვა მოხდა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ხოლო საათობრივი გამორთვის გრაფიკი მოქმედებს ხარკოვის რეგიონში.

მეტი...

იტალიაში 29 წლის ქართველი კაცი დააკავეს (ვიდეო)

იტალიაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. ახალგაზრდა კაცს ბრალად ფსონების ცენტრის დაყაჩაღება ედება. პოლიციის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 20 მარტს ქართველი ფსონების ცენტრში სამზარეულოს დანით შეიჭრა და მუქარით 6 000 ევრო წაიღო. ის პოლიციამ რამდენიმე დღის შემდეგ დააკავა. ქართველის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ნაძარცვი თანხა ამოიღეს. გარდა ამისა, იქვე, ნაგვის ურნაში ნაპოვნია მისი ტანსაცმელი, რომლითაც ცენტრი დააყაჩაღა.

მეტი...

„ისევ შევხვდებით“ – ქართველი და აფრიკელი ჩინურ დოკუმენტურ ფილმში

ჩინეთი ამოუწურავია თავისი შესაძლებელობებით, ინოვაციებით, ტექნოლოგიური მიღწევებით, განვითარებით, კულტურით, ტრადიციებით. გიზიარებთ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ქართველი და აფრიკელი წარმომადგენლების მონაწილეობით ადგილობრივმა მედიამ გადაიღო. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. China is inexhaustible in its possibilities, innovations, technological achievements, development, culture, traditions. I am sharing with you a documentary film, which was filmed by the local media (PEOPLE’S DAILY ONLINE) with the presence of Georgian and African representatives. Thank you for this opportunity. http://world.people.com.cn/n1/2024/0329/c1002-40206256.html ვიდეობმული:

მეტი...

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 29 მარტს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +22 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 29 მარტს თბილი და უმეტესად…

მეტი...

თოვლის მასაში მოყოლილ დიტო გოგოლაძეს ამ დრომდე ეძებენ

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ამ დრომდე ეძებენ თოვლის მასაში მოყოლილ მამაკაცს. 48 წლის დიტო გოგოლაძის ძებნა-შველის ოპერაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ახორციელებენ. ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენი და დრონებიც. მამაკაცი, სოფელ ციხისჯვართან, მთის ფერდობიდან მოწყვეტილმა თოვლის მასამ მოიყოლა. სტიქიის ადგილი 9 კილომეტრით არის დაშორებული დაბა ბაკურიანს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 მარტს, ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა და ერთი ადამიანი მოიყოლა. ჯგუფში, რომელიც ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელ ფერდობზე ბურანებით გადაადგილდებოდნენ, სულ 5 პირი იყო. სტიქიას 4 მათგანი გადაურჩა. ერთს კაცს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

მეტი...