საქართველოში კორონავირუსის 4 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 742 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 742 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 74 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 831 248 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 772 301 გამოჯანმრთელდა, 11 810 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 133 935 აცრა, დღიურად აცრილია 10 194.

ამასთან, 25 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 804 პაციენტი, გარდაიცვალა 57.

მსგავსი თემები