იტალიაში 29 წლის ქართველი კაცი დააკავეს (ვიდეო)

იტალიაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. ახალგაზრდა კაცს ბრალად ფსონების ცენტრის დაყაჩაღება ედება.

პოლიციის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 20 მარტს ქართველი ფსონების ცენტრში სამზარეულოს დანით შეიჭრა და მუქარით 6 000 ევრო წაიღო. ის პოლიციამ რამდენიმე დღის შემდეგ დააკავა.

ქართველის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ნაძარცვი თანხა ამოიღეს. გარდა ამისა, იქვე, ნაგვის ურნაში ნაპოვნია მისი ტანსაცმელი, რომლითაც ცენტრი დააყაჩაღა.

მსგავსი თემები