საქართველოში კიდევ ერთი რუსი აქტივისტი არ შემოუშვეს

საქართველოში კიდევ ერთი რუსი აქტივისტი, იგორ მიგლანი, არ შემოუშვეს. ინფორმაციას Free Russia Foundation-ის სამხრეთ კავკასიის განყოფილების დირექტორი, ეგორ კუროპტევი ავრცელებს.

,,15 საათზე მეტია, აქტივისტი იგორ მიგლანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია. იგორი, ისევე, როგორც სხვა ბევრი რუსი აქტივისტი ახსნა-განმარტების გარეშე არ შეუშვეს საქართველოში. იგი საქართველოში კოლეგებთან ერთად მუშაობდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან პროექტზე “ემიგრაცია მოქმედებისთვის,” უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად. იგორისა და მთელი გუნდის წყალობით 8 ათასზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა მიიღო სამედიცინო დახმარება.

ეწინააღმდეგება თუ არა ეს საქართველოს ინტერესებს? დარწმუნებული ვარ, არა. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ შექმნილი მსგავსი პროექტები, ისევე, როგორც ლტოლვილთა მხარდაჭერის ინიციატივები არის ის, რომლითაც ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, იამაყოს.

ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ქართულ მედიას, ყურადღება მიაქციონ ამ საქმეს, რათა იგორი შეუშვან ქვეყანაში, სადაც მას არც ერთი კანონი არ დაურღვევია

ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ქართულ მედიას, ყურადღება მიაქციონ ამ საქმეს, რათა იგორი შეუშვან ქვეყანაში, სადაც მას არც ერთი კანონი არ დაურღვევია”, – წერს კუროპტევი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები